ანი ჩხიკვაძე

482 სტატია 3 კომენტარი
წევრია:
7 წელი 1 თვე

ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ), საგარეო სამსახურის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი. 2012 წლიდან მუშაობს ტაბულას მსოფლიოს განყოფილების მიმომხილველად. ასევე უკავია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მკვლევარის პოზიცია. 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

სტატიები

ამერიკა და კაკლის ხე

 დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, 240 წელი გავიდა მას შემდეგ რაც შტატებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბაბუაჩემი ამბობდა ხოლმე, რომ ამერიკისხელა კაკლის ხე ედგა ეზოში - ამას ჩვენთან ხშირად გაიგონებთ. შეიძლება მართლაც არის ის კაკლის ხე 240 წლის (სოლოლაკამდე ნუ მიიტანთ ხმას) და ამერიკაც უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჩვენი სამშობლო  - თუმცა თუ გვერდზე გადავდებთ იმას, რომ ნიგვზის მთავარი ექსპორტიორი ამერიკაა მსოფლიოში და ამ...

ერთი წელი ჩავესის შემდეგ

ერთი წელი გავიდა უგო ჩავესის გარდაცვალებიდან, რის შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ ბოლივარული რევოლუციის მომავალზე და იმაზე, მოკვდებოდა თუ არა ის ჩავესთან ერთად. იარსებებენ თუ არა ჩავისტები ჩავესის შემდეგ, მნიშვნელოვანია ქვეყნის იდენტობისთვის, რომელიც ბოლივარულ რევოლუციაზე იდგა და ჩავესის კულტთან იყო შესისხლხორცებული.დღესათვის ვენესუელა საპროტესტო ცეცხლშია გახვეული. დემონსტრაციები სტუდენტური გამოსვლებიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც მთავრობა მკაცრად გაუსწორდა დემონსტრანტებს, ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი...

ჩილე: ორმოცი წელი გადატრიალებიდან

40 წელი გავიდა სამხედრო გადატრიალებიდან, როდესაც ლა მონედას სასახლე ცეცხლის ალში გაეხვია და სალვადორე ალიენდეს მთავრობა დაემხო. დღეს, გაბრიელა მისტრალის, კლაუდიო არაუს და პაბლო ნერუდას ქვეყანა ამაყობს სტაბილური ეკონომიკური ზრდით, მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტებით და მისაბაძია დანარჩენი ლათინური ამერიკისთვის.40 წლის შემდეგ, სანტიაგოს ქუჩებში ნახავთ ბევრ ადამიანს, რომელთა აზრითაც, გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა ჩილე გადაარჩინა, გამხდარიყო „კიდევ ერთი კუბა". 2006 წელს, პინოჩეტის დასაფლავებაზე 60,000-...

ნობელის პრემია

„ნობელის პრემია ბილეთია საკუთარ გასვენებაზე დასასწრებად, არცერთ მის მფლობელს არაფერი გაუკეთებია მას შემდეგ, რაც პრემია მიიღო", – თქვა ერთხელ ტომას ელიოტმა. შესაძლოა, ამის შეცვლას ცდილობს ნობელის კომიტეტი, როდესაც ჯილდოს გასცემს არა წარსული მიღწევების, არამედ მომავლის გეგმების მიხედვით. როგორც ევროკავშირის და, ასევე, პრეზიდენტ ობამას შემთხვევაში, წლევანდელი მშვიდობის პრემიის გაცემისას კომიტეტმა მომავლის გეგმებით იხელმძღვანელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, 2013 წლის ნობელის...

ჰასან როუჰანი – ირანელი გორბაჩოვი?

ირანის პრეზიდენტის პოსტზე ჰასან როუჰანის მოსვლის შემდეგ, მკვლევართა ნაწილი რეფორმების შესაძლებლობასა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის შანსზე ალაპარაკდა. ზოგიერთი მას ირანელ გორბაჩოვადაც მოიხსენიებს. მეორე ნაწილი კი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სკეპტიკურად შეხვდა.სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ როუჰანის მომავალი ოთხი წელი თანამდებობაზე, ირანის პირველი რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამედ ხატამის მსგავსად წარიმართება. ხატამი, რომელიც ქვეყანას 1997-2005 წლებში მართავდა,...

ვილნიუსის სამიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ნათელი გახდება, ჩააბარებენ თუ არა მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი დემოკრატიის ტესტს და მიიღებენ თუ არა 2013 წლის ნოემბერში აღნიშნულ სამიტზე ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. თუმცა ამ ქვეყნების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა კითხვის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას.ცოტა ხნის წინ გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი გამოვიდნენ...

ანი ჩხიკვაძე: ევროატლანტიკური შუქპირი კონსტიტუციაში

უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აქტიური დებატები მიმდინარეობს, უნდა აღინიშნოს თუ არა კონსტიტუციაში საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობამ წამოაყენა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, თუმცა „ქვეყნები, ხალხი, საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება”. ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის პროტესტის ნიშნად...

ხელმწიფის ახალი სამოსი

მეორე ვადის დაწყებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალი კაბინეტით შეხვდება. იცვლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი. სახელმწიფო მდივნის ადგილზე ჰილარი კლინტონს ჯონ კერი შეცვლის. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეიგელი თავდაცვის მდივნის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო კონტრტერორისტულ საკითხებში ყოფილი მრჩეველი ჯონ ბრენანი ცენტრალურ...

ევროკავშირში სეპარატისტული მისწრაფებები მატულობს

ეკონომიკური დაღმავლობის კვალდაკვალ, ევროზონაში სეპარატისტული სენტიმენტები მატულობს. ევროპა არა მარტო ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დონორებსა და დახმარების მიმღებებს შორისაა გაყოფილი, არამედ ქვეყნების შიგნით, რეგიონულ დონეზეც. გამოყოფის მოთხოვნა აქტიურად გაისმის კატალონიაში, შოტლანდიასა და ფლანდრიაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონის და შოტლანდიის პირველი...

სერბეთის ახალი მთავრობა

ნოემბრის ბოლოს 100 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც სერბეთში ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ბევრი თვლიდა, რომ გახშირდებოდა ნაციონალისტური რიტორიკა. ახალი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი 2008 წლამდე ექსტრემისტული ნაციონალისტური პარტიის წევრი იყო, ხოლო ახალ პრემიერ ივიცა დაშიჩს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დროს მისი პრესსპიკერის თანამდებობა ეკავა. ამასთან ერთად, სერბეთის სწრაფვა ევროკავშირისაკენ ეჭვის ქვეშ დადგა. სერბეთის ახალი კოალიციური მთავრობა...