ანი ჩხიკვაძე

482 სტატია 3 კომენტარი
წევრია:
7 წელი 9 თვე

ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ), საგარეო სამსახურის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი. 2012 წლიდან მუშაობს ტაბულას მსოფლიოს განყოფილების მიმომხილველად. ასევე უკავია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მკვლევარის პოზიცია. 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

სტატიები

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა

ნოემბრის დასაწყისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობა ჩატარდა და ქვეყნის მმართველობაში ცვლილებები მოხდა. პარტიის გენერალური მდივანი გახდა სი ძინპინი, რომელიც გაზაფხულზე პრეზიდენტის პოსტს გადაიბარებს. ჩინეთში უმაღლესი ხელისუფლება კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, პარტიის და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს...

ეგვიპტური მღელვარების ზამთარი

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ნოემბრის დემონსტრაციების შემდეგ სასახლეში დაბრუნდა. მან სასახლე 22 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ რაც მის გამოცემულ ბრძანებას ათიათასობით ეგვიპტელის პროტესტი მოჰყვა. ქაიროში საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ გრძელდება. სასახლესთან ასობით ადამიანს კარავი აქვს გაშლილი, ისინი მორსის მიერ დადგენილების შედეგად დამატებითი ძალაუფლების აღებას და 15 დეკემბერს საკონსტიტუციო რეფერენდუმის დანიშვნას აპროტესტებენ.  ეგვიპტე მუბარაკის ჩამოგდების...

ბოსნია: 17 წელი დეიტონიდან

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბული ნაწილის პრეზიდენტი მილორად დოდიკი, 21 ნოემბერს, დეიტონის შეთანხმების მე-17 წლისთავზე გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანა სამსუბიექტიან ფედერაციად გარდაიქმნას. ამჟამად ბოსნია ორი სუბიექტისაგან შედგება - სერბული რესპუბლიკისა და მუსლიმურ-ხორვატული ფედერაციისაგან. დოდიკის ინიციატივით მუსლიმურ-ხორვატული ფედერაცია უნდა დაიშალოს და თითოეული...

უკრაინა: კრივი, ოლიგარქები და არჩევნები

კვირას, 28 ოქტომბერს, უკრაინელი ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე  საკუთარ პოზიციას გამოხატავს და უკანასკნელი ორ-ნახევარი წლის მანძილზე ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის შედეგებს შეაფასებს. იანუკოვიჩი არჩევნების მოგებას დევიზით - „სტაბილურობა და კეთილდღეობა“, ფიქრობს. კვლევების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ „ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“. კიდევ უფრო მეტს მიაჩნია, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იქნება. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, იანუკოვიჩმა...

ნობელის პრემია ევროკავშირს

ცო­ტა ხნის წინ, ნორ­ვე­გი­ულ­მა ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, 2012 წლის მშვი­დო­ბის პრე­მია მი­ე­ნი­ჭოს ევ­რო­კავ­შირს იმის­თ­ვის, რომ „უკანასკნელი 6 დე­კა­დის მან­ძილ­ზე კავ­შირ­მა და მის­მა წი­ნამ­ძღ­ვ­რებ­მა ხე­ლი შე­უწყ­ვეს მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ევ­რო­პა­ში”. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ერ­თ­ნა­ი­რად გა...

რეფორმების ქარი ინდოეთში

მსოფლიოს სიდიდის მიხედვით მე-11 ეკონომიკის პრემიერმინისტრმა მანმოჰად სინგჰმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, სადაც ინდოეთში ახალი რეფორმების  დაწყებაზე ისაუბრა. მან მოსახლეობას „რთული” გადაწყვეტილების საჭიროება აუხსნა. „ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ნდობა, როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო ინვესტორების თვალში და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ, ამ მიზნისთვისაა...

ჰოლანდიის ევროპული არჩევანი

სექტემბერს, ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ მარკ რუტეს თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიამ (VVD) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია (PvdA) 38 ადგილით და სამი ადგილით ჩამორჩა VVD-ს. ჰოლანდიელმა ამომრჩეველმა უარი თქვა რადიკალურ პარტიებზე და შედარებით შუალედური არჩევანი გააკეთა. 15 ადგილი მიიღო გეერტ ვილდერის რადიკალურმა...

მოლაპარაკებები ტერორისტებთან

კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გადაწყვიტა, ოქტომბრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან (FARC), რომელიც ნარკო-ტერორისტულ დაჯგუფებას წარმოადგენს. ექსპერტთა აზრით, ეს სახიფათო თამაშია და შეიძლება ბოლო 10 წლის მანძილზე FARC-ის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიებით მიღწეული წარმატებები გააბათილოს. უკვე დიდი ხანია, FARC-ი პარტიზანული არმიიდან ჩამოყალიბდა ნარკომაფიად, რომელსაც საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. „სამშვიდობო მოლაპარაკებებს...

ჰოლანდია საარჩევნო გზაჯვარედინზე

ნიდერლანდების სამეფო პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას – საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მომავალ პარლამენტში მემარჯვენე მთავრობა შეიძლება რადიკალურმა მემარცხენე სოციალისტურმა პარტიამ ჩაანაცვლოს. ჰოლანდიის უკანასკნელი მთავრობა ფორმირებულია თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიის და ქრისტიან-დემოკრატების მიერ. უკანასკნელი წლების...

მათი მამები

მამის ფიგურას ბევრი პოლიტიკოსის ცხოვრებაში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჯონ ფიცჯერალდ კენედი მამის კვალს მიჰყვებოდა. მარგარეტ თეტჩერის მამამ, ალფრედ რობერტსმა, მის მომავალ იდეოლოგიურ კუთვნილებაზე იქონია გავლენა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონმა პრემიერმინისტრმა განაცხადა: „ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა – იმან, რაც მე პატარა ქალაქში, ძალიან ხელმოკლე ოჯახში ვისწავლე, არჩევნები მომაგებინა”. პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების...