ანა მაყაშვილი

23 სტატია 25 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

ტაბულაში პერიოდულად კულტურის განყოფილებაში წერს — ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურაზე, lifestyle-ზე; კულტურის სექციისთვის ამზადებდა 10-კითხვიან ინტერვიუებს; წერს ტაბულას ბლოგზეც.

ქართულ მედიაში 12 წლიდან მოხვდა. 2003 წელს გაზეთ 24 საათში აქვეყნებდა ”თინეიჯერის სვეტს”. აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალ ანაბეჭდში. საქართველოში პირველმა თარგმნა ჯეინ ოსტინის ”სიამაყე და მცდარი აზრი”.

არის ფსიქოლოგიის მაგისტრი. ამჟამად ილიაუნის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტია. პარალელურად წერს და თარგმნის.

სტატიები

მარსისკენ უორჰოლთან ერთად

სულ რაღაც ორი თვის წინ, ყველაზე სახელგანთქმული ცოცხალი მწერალი, ალბათ, რეი ბრედბერი იყო. მას მერე, რაც ბრედბერი ამ სტატუსს გამოემშვიდობა, ანუ როცა ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე, 2012 წლის 5 ივნისს ლოს ანჯელესში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, დასავლური გამოცემები ერთმანეთს მასთან აღებული უკანასკნელი ინტერვიუების გამოქვეყნებით ეჯიბრებიან. ერთ-ერთ ასეთში, ამერიკელმა...

სეზონური კინო

სითბოსთან ერთად, ქალაქში კულტურულმა ღონისძიებებმაც იმატა. ასე, მაგალითად, მომდევნო, სულ მცირე, ერთი კვირის მანძილზე იმდენი რამეა დაგეგმილი, რომ დროის ნამდვილი მენეჯმენტი გჭირდება, არაფერი რომ არ გამოტოვო. თანაც, მგონი, ხელოვნებისა თუ გართობის ყველა სფეროში ხდება რაღაც: წიგნებში და ლიტერატურაში, მუსიკაში, ფოტოგრაფიაში, კლუბურ ცხოვრებაში... ამ წერილში კინოსთან დაკავშირებულ ერთ ღონისძიებაზე მოგახსენებთ. არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, კინომანების საყვარელი კანის ფესტივალის ბოლო დღეს რომ ემთხვევა,...

დედა ორშაბათობით მამის უჯრიდან

პატარა ფრაგმენტი „პირადი 90-იანებიდან": ბავშვობაში სახლში ჩემი საყვარელი ადგილი მამაჩემის საწერი მაგიდის საკმაოდ დიდი ზომის უჯრა იყო (რომელიც ალბათ მაშინ კიდევ უფრო დიდი მეჩვენებოდა). ის მთლიანად კასეტებით იყო სავსე და კოლექციონერისთვის დამახასიათებელი წესრიგით გამოირჩეოდა. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რომ, როცა ჩემთან ამხანაგები მოდიოდნენ, ჩუმად მივიყვანდი ხოლმე მაგიდასთან, უჯრას გამოვაღებდი და მათ რეაქციას სიამაყით ვაკვირდებოდი. ამ კასეტებში დასავლურ ჩანაწერებთან ერთად, ადგილობრივი...

Future Shorts-ი ბრუნდება

გახსოვთ, შარშან ტაბულას ვებ-გვერდზე Future Shorts-ის საღამოების შესახებ პერიოდულად, უფრო ზუსტად კი თვეში ერთხელ, რაღაცები რომ იწერებოდა? და გახსოვთ საერთოდ, Future Shorts-ი მაისიდან საქართველოში რომ ჩამოვიდა? კინო, იუთუბში ძრომიალი და მახვილგონივრული არტი თუ გიტაცებთ, გემახსოვრებათ. ისიც გემახსოვრებათ, რომ Future Shorts-ი ცხრა წლის ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი კინო-ლეიბლია, მსოფლიოში ყველაზე დიდი, ნაყოფიერი და ინოვაციური კინო-ორგანიზაცია, რომელიც გახსნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი რეპუტაციით...

23 ნოემბერი ტელევიზორში

8 წლის წინანდელი 23 ნოემბრისგან განსხვავებით, გუშინდელ 23 ნოემბერს მთლიანად ტელეეკრანზე ვადევნე თვალი. ერთი თვეა სახლში ტელევიზორი არ გვქონია. ალბათ უფრო ინტერნეტთან დამეგობრებული დროის გამო იყო, რომ ამ უტელევიზორობისას გავიფიქრე, სწორია, ვინც თქვა – თეატრი ცხოვრებაა, კინო – ხელოვნება, ტელევიზორი კიდევ ავეჯიო.  თუმცა, ასე იყო თუ ისე, გუშინ მაინც ვიყიდეთ ტელევიზორი.  ჰოდა, მიმდინარე 23 ნოემბერს ახალი, უშველებელი ტელევიზორიდან ვადევნე თვალი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღის აღნიშვნის ერთ-ერთ...

ჯულიან ბარნსის Happy Ending-ი

18 ოქტომბრის გვიან საღამოს ლონდონში, გილდჰოლის ისტორიული შენობა ლიტერატურულ ვნებათაღელვას მოეცვა: იქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, გავლენიანი და მდიდარი ლიტერატურული კონკურსის, Man Booker Prize-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  Man Booker Prize ბრიტანული მოვლენაა და ჯილდოს – ანუ პრესტიჟს, გავლენასა და ფულს – 1969 წლიდან დღემდე, ყოველ წელს, ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანისთვის, ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების, ირლანდიის რესპუბლიკისა ან ზიმბაბვეს...

10 წლის შემდეგ

სხვა სათაურის მქონე ტექსტს დღეს ვერ დავწერდი, იმიტომ რომ, ეხლა, როცა ამ წინადადებას ვწერ, 2011 წლის 11 სექტემბერია - ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის 10 წლისთავი. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, ამის გამო მაინცდამაინც ემოციებით და ემპათიით ვარ სავსე-მეთქი; უბრალოდ, თეორიულად შემიძლია ავად-განთქმული 9/11-ის საშინელების შეფასება და იმის გაცნობიერება, როგორ შეცვალა ამ ათი წლის წინანდელმა დღემ უამრავი ადამიანის ცხოვრება და - თამამი ნათქვამი არ იქნება - მთელი მსოფლიო. სინამდვილეში, არ ვიცი,...

FS ONE ზღვაზე მიდის

...ალბათ ისევე, როგორც თქვენ. ოღონდ, დასასვნებლად კი არა - სამუშაოდ. გადაწყვიტა, რომ აგვისტოს კინო-ჩვენებისა და ჩვენების შემდგომი გართობისათვის შავი ზღვის სანაპირო საუკეთესო იქნებოდა. ზღვის ნაპირი, ზღვის ჰაერი, ზღვის მცირედი ხმაც, დიდი თეთრი ეკრანი, ახალი თაობის მოკლე ფილმები - სხვადასხვა ფერის და ფორმის შთამაგონებელი კადრები, და მუსიკა... ამაზე რელაქსაციურ-(მსუბუქად)ინტელექტუალური ცოტა რამაა არდადეგებზე. მაშ ასე: Future Shorts Georgia-ს აგვისტოს საღამო კვარიათში, კლუბში ”...

ივლისის შორტები

ზაფხულობით ბევრი რამე მოკლდება. ყოველ შემთხვევაში, სიცხეში ყველაფერი მოკლე კარგია: მოკლე თმები, მოკლე კაბები, Short stories, შორტები, შორტკატები (აშკარად ცხელა)... და რა თქმა უნდა, Short Films - მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ თბილისში ხართ, გირჩევთ ცხელი ხუთშაბათი საღამო ლისის ტბაზე, Lisi Lounge-ში გაატაროთ - Future Shorts One-ის ივლისის ღონისძიებაზე.    28 მაისს, საღამოს 9 საათზე Future Shorts Georgia უკვე მესამე საღამოს მოაწყობს. ამჯერად FS ONE რვა...

სინდბადიდან ავთანდილამდე

 “ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”. შოთა რუსთაველი „რუსთაველის პოემის დასურათების ისტორიას დასაწყისი არა აქვს: უძველესი დასურათებული ხელნაწერები „ვეფხისტყოსნისა”, როგორც ჩანს, დაკარგულია. ამ ისტორიას არც დასასრული გააჩნია, რადგან ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების დაუშრეტელი წყარო – „ვეფხისტყაოსანი...