Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

კომენტარები

სტატიაზე პირთა წკვარამი

„განათლებული და დახვეწილი ნაძირალა“, ვფიქრობ, ქათინაური უფროა მათგან, ვინც იმ დღეს ქალაქის ცენტრში ფუნას ისროდა. ახლა რაც შეეხება ზოონიმ „ქათამს“: ჰორმონმოჭარბებულ ახურუშებულ „მამლებს“ რომ ყველგან „ქათამი“ ელანდებათ, ესეც ფაქტია და ნუ ვუწყენთ, ბატონო დავით! P.S. ჩვენი ქალაქის წმინდა გამზირზე, ადამიანები ნეხვით რომ უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს, სად იყო ერი (პოლიცია) თუ ბერი (ეკლესია)?!

სტატიაზე "განსაკუთრებულად ნიჭიერთა" უგამოცდოდ ჩარიცხვის კანონპროექტი მთავრობამ დაიწუნა

უნარები ჩაბარებული მაქვს ორჯერ, მათ შორის მათემატიკური ნაწილიც, რაც დიდად არ მჭირდებოდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. უნარები უნდა ჩაბარდეს, მაგრამ მოხდეს რანჟირება - ყველა აბიტურიენტს არჩეული სფეროს მიხედვით მოეთხოვოს შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომჟღავნება. ტექნიკური ფაკულტეტის მომავალ სტუდენტებს რაოდენობრივი მსჯელობა მოეთხოვოს მეტი სიმკაცრით, სხვებს - ნაკლებად. წელს უკვე იყო ოთხი ტიპის ტესტი (A, B, C, D ) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიმართულებების მიხედვით. თუ უფრო არსებითი განსხვავება თუ იქნება ტესტის სხვადასხვა ვარიანტებს შორის, ნამდვილად მისასალმებელი იქნება (მაგალითად, უფრო შეიზღუდოს მათემატიკური ნაწილი ჰუმანიტარებისათვის და ასევე საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტთათვის). რა საჭიროა ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, არ მესმის. იმაზე რატომ არ არავინ არაფერს ამბობს, როგორ იღებს ყველა ჩაჭრილს სასულიერო სემინარია?!

სტატიაზე "განსაკუთრებულად ნიჭიერთა" უგამოცდოდ ჩარიცხვის კანონპროექტი მთავრობამ დაიწუნა

არ უნდა დაიშვას ვინმეს რაიმე ნიშნით გამორჩევა... საქართველოში ვართ, ყველა ყველას ბიძაშვილ-მამიდაშვილია და ეს უდავოდ გამოიწვევს შეუქცევად კორუფციულ პროცესებს!

სტატიაზე ილია II: გვინდა, ჩემმა ნათლულებმა ერთმანეთი სპეციალური ვებგვერდითაც გაიცნონ

ეკლესიისა და მშობლების მიერ წამოკიდებული მორიგი ჯვარი, რომელიც სიკვდილამდე უნდა ზიდონ ნათლულებმა...

სტატიაზე ილია მეორე: მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ დაეხმაროთ გაჭირვებულებს

14 ერთხელ, როცა იესო შაბათს ფარისეველთა ერთ-ერთი უფროსის სახლში საჭმელად შევიდა, მათ თვალთვალი დაუწყეს. 2 და აი, დაინახა მან წყალმანკით დაავადებული კაცი. 3 იესომ კანონის მცოდნეებსა და ფარისევლებს ჰკითხა: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“ 4 ისინი დუმდნენ. მაშინ მან ხელი მოჰკიდა იმ კაცს, განკურნა და გაუშვა. 5 შემდეგ უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს?“ 6 ვერავინ შეძლო შეპასუხება (ლუკას სახარება მე-14 თავი, მუხლები 1–6). მორალი: არ არსებობს დღე, როცა იკრძალება სიკეთის კეთება. შესაბამისად, კეთილი საქმისთვის არავის სჭირდება კურთხევა!

სტატიაზე ბოლო ჟამის შემდეგი პატრიარქი

ხალხო, რაა მკრეხელობა?! გინდ „უწმინდესი“ იყოს და გინდ „უნეტარესი“, ადამიანი ცას ხომ ვერ გამოეკერება? შესაბამისად, სცენარის შესაძლო განვითარებაა აღწერილი სტატიაში რეალურ – ნეპოტიზმისა და სიმონიის – ფონზე; მშრალი, ფაქტობრივი მასალა. სამარცხვინოა, რომ მითოლოგემებითა და კულტურული გმირებით „გვაბოლებენ“ დღემდე და მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი არც საღ აზრთან არის ახლოს და არც საღვთო წერილთან. გამოიღვიძეთ!

სტატიაზე სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირის შემსრულებელმა განაცხადა, რომ გეია

უენთვორთზე ყველამ დიდი ხანია იცის, ვინც მხოლოდ „ასავალ-დასავალს“ არ კითხულობს. ყოველთვის მეცოდებოდნენ ქართველი „მაჩოები“(ლატენტური გეები), „სკოფილდზე“ რომ აფანატებდნენ :)

სტატიაზე ეკა კვესიტაძის "აქცენტები" წამყვანთან შეუთანხმებლად დაიხურა

ახლა დავით პაიჭაძის „დიალოგი“ მიაყოლეთ და მერე ერთხმად უკმიეთ საკმეველი არსებულ ხელისუფლებასა თუ მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელთ. მერე რა, რომ ქრისტიანობის არაფერი სცხიათ, სამაგიეროდ მამაპაპური ტრადიციების ერთგულნი რჩებიან, „კაი ბიჭებსაც უსწორებენ“ და ჰომოსექსუალებს (თავისი რომ გასჭირვებიათ) ტაბურეტებით დასდევენ. მოვლენების განვითარების სრულიად ლოგიკური ჯაჭვია.

სტატიაზე პედაგოგის პრესტიჟი

კომუნისტური ჩარჩოებიდან თუ გამოვლენ მასწავლებლები და წაშლიან „ბიუროკრატიულ“ ბარიერებს, კარგია. ეს არაა უზრდელობის წახალისება. მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მტრების ხროვაშია. მასწავლებელიც და მოსწავლეც ერთი გუნდია და ერთი მიმართულება უნდა ჰქონდეთ. ესმოდეთ რა ორივეს, რომ „ხელი ხელს ბანს, ორივე კი სახეს!“.

გვერდები