Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
7 წელი 1 თვე

კომენტარები

სტატიაზე შესაძლოა ევროპის მოედანი 100 ათასი მოწამის სახელობის გახდეს

სამწუხაროა, რომ დემოკრატიას ასე ვხედავთ. იქნებ, თბილისელებსაც გვკითხონ აზრი? არა თუ უნდათ, ჩაგვეკითხონ, არც ეგაა პრობლემა :)

სტატიაზე მამაოთმავლობის საცდური

სრული სურათია დახატული, ამაზრზენი და ნამდვილი, პირქუში და გულისამრევი. „შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართო, მიცვალებულთა ძვლებით სავსეს“ – ტყუილად კი არ უთხრა იესომ თანამედროვე ფარისევლებს. ვისურვებდი, ბევრმა დაინახოს საკუთარი თავი ამ „იერემიადაში“. მადლობა ლევან!

სტატიაზე სასამართლომ მამა ანთიმოზის საქმე არსებით განხილვაში არ მიიღო

ელოდით სხვა რამეს?! პროტესტის ტალღა გადაგორდა. ამ საკითხისადმი ინტერესი განელდა. შერჩათ თუ არა ცოდვის მანკიერი ზეიმი „ღვთისა და კაცთა შორის შუამავალთ?!“.

სტატიაზე მეუფე იაკობი: ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლით

23 მაშინ იესომ მიმართა ხალხსა და თავის მოწაფეებს: 2 «მოსეს ადგილზე მწიგნობრები და ფარისევლები დასხდნენ. 3 ამიტომ, რასაც ისინი გეტყვიან, ყველაფერი გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ იმ საქმეებს ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ. 4 კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. 5 ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს, 6 უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში, 7 მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ რაბის უწოდებს. 8 თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; 9 არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; 10 ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. 11 თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; 12 ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება.
13 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ ზეციერ სამეფოს ადამიანებს, არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელებს უშვებთ (მათე 23:1–13).

სტატიაზე ილია მეორე: ეკლესია იქცა რუსეთის სახელმწიფოებრიობის ღერძად

ალბათ მომეტებული „რწმენის, სასოებისა და სიყვარულის“ ბრალია, 2008 წელს ერთმორწმუნე რუსეთმა რომ დაბომბა მოძმე ერი. სადაა ლოგიკა?!

სტატიაზე პატრიარქი რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა

ეს კაცი ისე ხშირად სტუმრობს ჩრდილოელ მეზობლებს, რომ ძვირფასო ტაბულელებო, შეგიძლიათ ბეჭდვად რუბრიკად აქციოთ „პატრიარქი რუსეთში“.

სტატიაზე პატრიარქი რუსეთის ნათლისღების იუბილეს რუსეთში იზეიმებს

კრემლი ხომ ჩვენი დროის მართლმადიდებელთა „მექაა“! ჰოდა, მისი მოლოცვაც „საჭიროა“ თქვენთვის. მხსნელი „მუჰამედებიც“ მოგვევლინენ. რელიგია – პოლიტიკური პოზიციების გამყარების ბერკეტი. როდემდე?

სტატიაზე როცა სიბრიყვე ასე ნავარდობს

„ბუნებრივია, არანაირი მორალური განსხვავება კოცონზე გაგზავნილ ერეტიკოსსა და გილიოტინაზე თავმოკვეთილ მღვდლებს შორის, არ არსებობს. ჩვენ არც ერთი გვჭირდება და არც მეორე“ – ძალიან კარგი დასკვნაა!

სტატიაზე ვაჭრობიდან ლიტერატურამდე

ძალიან კარგად ასახავს წიგნის მე-15 ფესტივალის ბაზრის კვლევა ქართულ საზოგადოებაში არსებულ სნობიზმსა და კლიშეებს. მახსოვს ჩემი სტუდენტობის პერიოდი, როცა ყველა, უკლებლივ, პაოლო კოელიოს მდარე ეროტიკას მიეძალა. საყვარელი წიგნი – „თერთმეტი წუთი“, „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“, „ალქიმიკოსი“ – იმის მიუხედავად, ჰქონდათ ეს წიგნები თვალით ნანახი თუ – არა. ერთიცაა, „მწკრივებად და სერიებად“ დალაგებული წიგნები აქსესუარია ქართულ ოჯახებში და უტყვი მოწმე იმისა, რომ მფლობელი უდავოდ წიგნიერია, თუმცა შესაძლოა, არც გადაუშლია არც ერთი მათგანი. ამაზე „პალიტრა L“-ის დისტრიბუტორის სიტყვები გამახსენდა, როდესაც მავანმა სერიად გამოცემული „50 წიგნი“ მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ ყავისფერი მის მისაღებში შპალერს უხდებოდა! რა გინდა თქვა ამის შემდეგ?! ჩვენ ხომ არშინიანი დიპლომების და უცოდინარი თავების ქვეყანაში ვართ! Welcome to Georgia.

სტატიაზე ილია მეორე კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა

დიდი ხანია, პუტინი მართლმადიდებელი ეკლესიის „ბეიბისითერი“ გახდა? ან როდიდან იქცა პუტინი მართლმადიდებელთა თავშეყრის „მექად“? რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ რუსეთი ერთმორწმუნეობას სხვებზე – ამ შემთხვევაში მსოფლიოს 26 ქვეყანაზე, სადაც მართლმადიდებლობის აღმსარებლები ცხოვრობენ – გავლენის მოსაპოვებლად იყენებს!

სტატიაზე აი ია

უბედურება ისაა, რომ ვინც უნდა კითხულობდეს ასეთ სტატიებს, ის არ კითხულობს, თორემ რეალიზებული და განათლებული ადამიანი ვერ მოცდება და ვერ იფიქრებს იმაზე, როგორ უმტროს, უავკაცოს და უმუხთლოს სხვას. ჭეშმარიტებაც „აი იასავით“ მარტივია, მაგრამ რად გინდა?! ვინ დასერავს ყვითელი ავტობუსების სავარძლებს, ვინ მიაწერს ოპერის კედლებზე „აქ იყო გიო“ ან სამშობიაროს შებათქაშებულ კედელზე – „აქ დაიბადა ნინო“. დროა, გამოვიდეთ სიყრუიდან!

გვერდები