Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
7 წელი 1 თვე

კომენტარები

სტატიაზე როგორ გავხდეთ მღვდელი

იოანე ოქროპირი: „მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვრის ზედამხედველად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა”.

სტატიაზე წულუკიანი: სიცოცხლის უფლება უნდა გახდეს ქვეყანაში პირველი ღირებულება

მიზანი არა დამნაშავის დასჯა, არამედ კრიმინალის აღმოფხვრა უნდა იყოს და არა მოწოდება იმისკენ, რომ „გაგებით მოვეკიდოთ!“. სამარცხვინოა.

სტატიაზე ბათუმში 16 წლის გოგონა მოკლეს

სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ... ახლა სადაა სრულიად მართლმორწმუნე ერი და ბერი?! რატომ დუმან?

სტატიაზე ივანიშვილი: რელიგიური ექსტრემიზმი 9-წლიანი მმართველობის გადმონაშთია

თუ მართლა ასეა, მაშინ პოლიტიკურმა ძალებმა პასუხისმგებლობა რელიგიურ ექსტრემიზმზე კი არ უნდა „განიხუნონ“ ან პატრიარქს გადააბარონ, არამედ პასუხი მოსთხოვონ ფანატიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ქრისტეს სახელით ამართლებენ კაცთა ჩაგვრა-შევიწროებას. არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება,– მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ყველა ხელისუფლების პირობებში უმცირესობები იყვნენ „პამპულა“ – ზოგთათვის კოზირი იმის საჩვენებლად, თუ რა დემოკრატიულია ქვეყანა, ხოლო სხვათათვის მტრის სახელდახელოდ შეთითხნილი ხატი.

სტატიაზე ლომისობის მსხვერპლშეწირვა - ფოტორეპორტაჟი

„ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა... რადგან ისინი სრულად ვერასოდეს წაშლიან ცოდვებს. მან [იესომ] კი სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელები 10:4, 11, 12).

სტატიაზე ენით ჩაკოდილი

ბატონო დავით, ერთი რამ ზუსტად ვიცი: ჩა- ზმნისწინი უკვე პოლიტიკური კუთვნილების განმსაზღვრელ ზმნისწინად იქცა და მაქვს რა ნეიტრალური პოზიცია, უკვე პრინციპულად ვერიდები მის გამოყენებას :)
თქვენი სტატია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ამინდის შესანიშნავი იდეურ-მხატვრული ანალიზია გრამატიკულ ჭრილში.

სტატიაზე ლომისობის მსხვერპლშეწირვა - ფოტორეპორტაჟი

21 მძულს და უარვყოფ თქვენს დღესასწაულებს, არ მესიამოვნება თქვენი საზეიმო თავყრილობების დროს დატრიალებული სუნი. 22 მთლიანად დასაწვავი შესაწირავიც რომ შემომწიროთ, არ მესიამოვნება ეს საძღვნო შესაწირავი, არც მშვიდობის მსხვერპლად შემოწირულ ნასუქ პირუტყვს შევხედავ. 23 განმარიდე შენი სიმღერები, შენი ხმაური, არ მსურს შენი სიმებიანი საკრავების ჰანგების გაგონება (ამოსი 5:21–23).

სტატიაზე The Parade of the Seven Deadly Sins

Where disappeared from newsstands and kiosks "Tabula" edition of this month? Without comment!

სტატიაზე შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის აღლუმი

თუ ასეთ მაგარ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კითხვა მაქვს მოაზროვნეთათვის: სად გაქრა დახლებიდან ამ თვის, ივნისის, „ტაბულას“ ნომერი? ვერ იგუა მართლმადიდებელმა ღრმადმორწმუნე საზოგადოებამ ჟურნალის გარეკანზე ტაბურეტმომარჯვებული ჩვენი დროის „ჯვაროსანი“? აი, დღეს რისთვის სჭირდება რელიგია პოლიტიკას! აი, რატომ „დარია ხელი“ მაღალი ეშელონების მესვეურთ ჰექსაკოსიოჰექსაკონტაჰექსაფობიამ ანუ 666-ის შიშმა! აი, თურმე ვის ხიბლავს ყურის მაამებლური ზღაპრები „ივერთ მხარის გაბრწყინებაზე“, „ღვთისმშობლის წილხვედრილობასა“ და „შესაქმის“ ქართულ ინტერპრეტაციებზე! კოსმოგონიური მითოლოგემებით გაჟღენთილ, ჰაერისგან გაუხშოებულ სინჯარაში ვიხრჩობით, ხალხო!

სტატიაზე პატრიარქი გუშინ მომხდარ ძალადობას ”მეტად სამწუხარო უსიამოვნებას” უწოდებს

„ხე თავისი ნაყოფით იცნობაო“, და ბლომად კი „დაისხა“ 8 თებერვალსაც, 17 მაისსაც - თუ წინა მთავრობას უხსენებდნენ 7 ნოემბერს, 26 მაისს - არც ესენი უდებენ ტოლს... ვინ ხედავს ამას? ვინ ზარალდება? ისევ „საზარბაზნე ხორცი“, ბრბო, რომელსაც ყოველ ცისმარე დღეს ხან ავანი იბარებს პარლამენტთან და ხან ჩავანი – სპორტის სასახლესთან... ჰოდა, ბრბოც რისია?! მიდის... მერე იცვლება მთავრობა, იწყება ანგარიშსწორება... ბრბო, რომელიც კითხვაზე „იესო თუ ბარაბა?“ ხმის ჩახლეწამდე გაჰყვირის: „იესო, იესო!“. ღვთისგან გაუცხოებული ხალხი, რომელიც ძმას მტრად ექცევა, გაჰყიდის, მოკლავს... მერე კი ხელში აიღებს კალამს, მოჰყვება „მოთქმას თავ-ბოლო ერთს“ და აწ გაცამტვერებულს წმინდანის შარავანდედს დაადგამს!

გვერდები