Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
6 წელი 11 თვე

კომენტარები

სტატიაზე მეუფე იაკობი: ყველამ კარგად იცოდეს, თავს არავის დავაჩაგვრინებთ

...თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“, მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი, და თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. მთხოვნელს მიეცი და ვისაც შენგან სარგებლის გარეშე სურს სესხის აღება, ზურგს ნუ შეაქცევ. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც, რადგან, თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით? განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან? მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი» (მათე 38-48, „იესოს ქადაგება მთაზე“).

სტატიაზე Tina Khidasheli

Her response is very adequate and consistent, but unfortunately, "One Swallow doesn't make summer!" We'll see what penalties will be carried out, but if not... Back in the USSR!

სტატიაზე 17 მაისის აქცია - LIVE FEED

„თქვენ კი ასეთად არ გისწავლიათ ქრისტე“ (ეფესოელები 4:20).

სტატიაზე Father Iakob: Their time must come to end

What a shame to have this bully and a tough guy as a spiritual instructor! He reminded me of a basic biblical truth: "But YOU did not learn the Christ to be so". Indeed!

სტატიაზე i-წიგნი

„ჩემთვის ამას ვერაფერი შეცვლის“… ეს ფრაზა დაიკარგა მგონი ბწკარებს შორის, არა?! ჩემთვის წიგნი დღემდე წიგნად რჩება, თუმცა „ქათინგ ეჯ“ ტექნოლოგიებს აქტიურად ვიყენებ. სულ ტყუილად აღელდით, მეგობრებო!

სტატიაზე მეხუთე კოლონა ან ხუთი ნომერი

საქართველო კვლავ გზაგასაყარზეა. ის, თუ რა განსაზღვრავს მის მომავალს, ისევ პოემიდან, „ბედი ქართლისა“, ვიგებთ; ისტორია მეორდება:

“აბა რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?

კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:

აწ განთქმულია რუსთა სახელი,

ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,

დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,

მტკიცე კავშირი, — სარწმუნოება, —

მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა,

და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"

რელიგია დღესაც „რუხი კარდინალისა“ და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლეგიტიმატორის როლს ითავსებს. შესაბამისად, რელიგიური გრძნობებით დამუხტული მრევლისთვის „მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის“. აკი ბრძანა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა: „მზის ამოს­ვლამ­დე მე­ზობ­ლის­კენ უნ­და გა­ი­ხე­დოო“. გეორგიევსკის ტრაქტატის თემა, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალურობას. ისმის კითხვა: როდემდე უნდა ერეოდეს რელიგია პოლიტიკაში?

სტატიაზე ლატე რძის გარეშე, ანუ ბარი ქართულად

სტატიის სათაური ზუსტადაა მორგებული ქართული საზოგადოების სნობურ ხასიათს. „ლატე რძის გარეშე“ ზუსტად ისეთივე მარაზმია, როგორც „სამარხვო რძიანი ყავა“, ასეთ წარწერასაც მრავლად შეხვდები თურმე ჩვენს ქალაქში ყავის დისპენსერებზე (ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ამაზე გულიანად მაცინა). გაიფერადეთ მსგავსი რეპლიკებით პარადოქსული ქართული ყოფა და შეხედეთ ცხოვრებას იუმორით!

სტატიაზე კენგურუდან პინგვინამდე - ზაზა ბიბილაშვილი

რა სატირაა! ერთი შეხედვით, ანალიზის უნარს მოკლებულ მკითხველს შესაძლოა ეგონოს, რომ ავტორი მათ წისქვილზე ასხამს წყალს და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სერიოზული მხილებაა მთელი ქართველი ერის, რომელიც ვერ გუობს ვერასდროს განსხვავებულს, თუნდაც სწორი, კარგი და მისაღებიც შესაძლოა იყოს ის, რაღაც ახალი. განსხვავებულს წერს რამეს ლეონიძე, როცა ბროწეულის რტოსავით აფეთქებულ მარიტას მთელი სოფელი ტალახის კოლტებს ესვრის?! ან ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია (მართალი), რომელიც „მტრის არმცნობს,
მოყვრის მგმობს,
გარეთ მხდალსა და შინ ძლიერს;
არრის მქონეს,
არრის მცოდნეს,
უზრუნველსა და მშიერს“ უწოდებს „ბედნიერ ქართველებს?!“...

სტატიაზე ახალი წარმართობა — უკან მომავლისაკენ

შესანიშნავი სატირაა! „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო“, „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო!“ – სანამდე ამ სიტყვები ავტროები „წმინდანებად“ შეირაცხებოდნენ, ხომ არ აჯობებდა, მათი ერთი-ორი ამგვარი ციტატა ცოტა ყურადღებით წაგვეკითხა და სწორ დასკვნამდე მივსულიყავით?! რაში გვჭირდება ასეთი მითოლოგემებითა კულტურული გმირის ძიებით გაუხშოებული სივრცე? კიდევ ერთ მამულიშვილს უთქვამს: „ვაჰმე, როგორა ბნელაო!“.

სტატიაზე ნიგვზიანის სპირალი

პოლიტიკოსთა მიზანი მასებზე ზემოქმედებაა. თუ მათ რაიმე ისე არ გამოსდით, როგორც საჭიროა, ამისთვის არსებობს გასული საუკუნის მიწურულსა და ამ საუკუნის დასაწყისში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა – სწორედ მასებზე გათვლილი, „მტრის ხატის“ შეთითხვნა და ამ თემით უტრირება – უმეტესად, საზოგადოების ასეთი დაუძინებელი მტრები რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ხდებიან. მასაც დავლურს უვლის... მიზანი მიღწეულია: სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკიდან მთელი ყურადღება გადატანილია სწორედ რელიგიური ნიშნით განსხვავებული თანამემამულეებისკენ და „ერიცა და ბერიც“ ერთიანი აღტკინებით იწყებს ლაფის სროლას „მასონების“ მისამართით, კვლავაც უიმედოდ ელის „ბაზალეთის ფსკერზე დარწეული აკვნიდან“ ამომავალ ოქროსქოჩრიან მზეჭაბუკს, მიძინებულ დევგმირს, რომელსაც „სრულიად ივერიის გაბრწყინება“ ხელეწიფება... ვინ იტყუებს თავს? მასა!

სტატიაზე ქლიავიანი ჩაი

„ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი სა­უზ­მე­ზე მი­ირ­თმევს ქლი­ა­ვი­ან ჩა­ის და ამ­ბობს ორ სად­ღეგ­რძე­ლოს” – რა გინდა, ვერაფერს იტყვი... ერთი კია, „შედევრის შემქმნელს“ (მთარგმნელს) ან ამ „ფაქტით შთაგონებულს“ (ჟურნალისტს), არ დაებადათ კითხვა – რა ქლიავი, რისი ჩაი ან ვისი სადღეგრძელო?!... ეპიგრაფი ღირდა მთელ სტატიად!

გვერდები