Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
6 წელი 11 თვე

კომენტარები

სტატიაზე ვინ გამოუშვა ჯინი ბოთლიდან

„მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ადვილია!“ – ამ პრინციპით იწყებს მოქმედებას ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში რაღაცაში (თუნდაც კანონის ფარგლებში) შეიზღუდა და კვლავ ძველებურად სურს „გაშალოს ფრთები“. ასეთებს, ცვლილებათა ყოველი ახალი ტალღა ესახებათ ბედის ჩარხის წაღმა შემოტრიალებისა და ფულის შოვნის ავანტიურისტულ საშუალებად (პატიოსანი გზით მოპოვება რთულია). ეს ჯინი – „მანია გრანდიოსა“, ანუ ესოდენ პატივცემული პირადი „მეა!“

სტატიაზე დაგმე მიშა

იოანეს სახარება, მე-6 თავი, მე-15 მუხლი:„...ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ....“ (გიორგი მთაწმინდელის რედაქციით).„...ხოლო იესომ გაიგო, რომ აპირებენ მოსვლას და მის მოტაცებას, რათა გაამეფონ იგი, და ხელახლა განმარტოვდა მთაზე...“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).„...იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე....“ (წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

სტატიაზე ძალადობა, ქორწილი და მედიტაციები ბანალურ თემებზე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი თა­ვი­სი ვო­დე­ვი­ლე­ბით და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი, თბი­ლი­სუ­რი თე­მა­ტი­კით, მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვია. გუ­ლი მწყდე­ბა, რო­ცა უზ­ნეო „რე­ა­ლო­ბის ასახ­ვით“ და სქე­სობ­რივ თე­მა­ზე უტ­რი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ა­ცი­ე­ბით ­ი­ზი­და­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს. „რი­მე­ი­ქე­ბი“ კარ­გია, თუმ­ცა, უნ­და იყოს რა­ღაც წმინ­და, რაც არ­სობ­რი­ვად თე­ატრს კი­ნოს­გან გა­ნას­ხვა­ვებს და ქარ­თულ თე­ატრსაც ამ მხრივ, ნამ­დვი­ლად ეთ­ქმის სიტ­ყვა!

სტატიაზე New. ქაოსური ოდისეა

ქართული თეატრი თავისი ვოდევილებით და განუმეორებელი ტრადიციული, თბილისური თემატიკით, მართლაც შესანიშნავია. გული მწყდება, როცა უზნეო „რეალობის ასახვით“ და სქესობრვი თემაზე უტრირებული ვარიაციებით მიიზიდავენ თანამედროვე თეატრები მაყურებელს. „რიმეიქები“ კარგია, თუმცა, უნდა იყოს რაღაც წმინდა, რაც არსობრივად თეატრს კინოსგან განასხვავებს და ქართულ თეატრს ამ მხრივ, ნამდვილად ეთქმის სიტყვა!

სტატიაზე უკუნეთი – უკუნისამდე

ბმულები და ფოტოები შორს წაგვიყვანს, თუ გინდა, მეც მოგაწვდი დამატებით მასალას. მთავარი ის კი არაა, ვის რა აქვს, არამედ ვის რა გზით აქვს მოპოვებული ან რისთვის იყენებს... 

სტატიაზე ბოლო ჟამის მართლმადიდებელი

გაიხარე თორნიკე, კომპლიმენტი მიღებულია. თუმცა, იეჰოვას მოწმეებზე ცუდი წარმოდგენისა ყოფილხარ. ვირტუალური ბაასის გაგრძელებას აქ ვწყვეტ... უბრალოდ, იეჰოვას მოწმეები მხოლოდ ბიბლიიდან ანუ წმინდა წერილებიდან საუბრობენ, სწორედ ამას უთვლიდნენ მოციქულებსაც მთავარ სისუსტედ, შესაძლოა ყველა მათგანმა პავლე მოციქულივით არ იცოდა რამდენიმე ენა და არც გამალიელის სამართალმცოდნეობის სკოლაში ჰქონდა ნასწავლი, მაგრამ წერილები ზედმიწევნით იცოდნენ. ასეა დღესაც... ისტორია მეორდება და ჭეშმარიტებაც არა ბერძნულ ფილოსოფიაში (როგორც ეს იყო პირველ საუკუნეში), არა ჰაგიოგრაფიულ ალმანახებში (როგორც ესაა დღეს), არამედ კარგად დავიწყებულ ბიბლიაშია მოცემული, მარტივად და შავით თეთრზე. წარმატებები!

სტატიაზე ბოლო ჟამის მართლმადიდებელი

tornike chiboshvili,„მორ­წმუ­ნე­ე­ბის­კენ ქვე­ბის სრო­ლა ად­ვი­ლი საქ­მეა,იცი ხელს არა­ვინ შე­მო­გიბ­რუ­ნებს“ :))) -------აკი, ხელს არ შემოგიბრუნებსო?! (ავტორისეული სტილი დაცულია).

სტატიაზე ბოლო ჟამის მართლმადიდებელი

...და დიდი ხანია, მართლმადიდებელი და ფარისეველი გაიგივდა?!... ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა :)

სტატიაზე უკუნეთი – უკუნისამდე

სახელმწიფო თავიდან ირიდებს მგრძნობიარე თემებს, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის ექსტრემისტ მრევლს სულ გადარევს. თავის მხრივ, ეკლესიაც „დე-ფაქტოდ“ ითავსებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლეგიტიმატორისა და საზოგადოებრივი მეტრის როლს... ახალი?! არც არაფერი!

სტატიაზე მდიდარი ადამიანის სტერეოტიპში გაჩენილი ბზარი

ერთი მდიდარი ადამიანი ყოველთვის ყიდულობდა რამდენიმე ზომით პატარა, ვიწრო ფეხსაცმელს. და იცით, რატომ? დღის ბოლოს ის მაინც ახარებდა, რომ საღამოობით, ფეხსაცმლით გაწამებული, შვებით ამოისუნთქავდა ხოლმე. ხანდახან, ასეთ ადამიანებს საოცნებოც აღარ რჩებათ ხოლმე. მათი ფსიქიკა ვერ უძლებს ამდენს და იწყება ჰედონისტური ცხოვრება ჩვეული თავაშვებულობით. ასე რომ, „მივბაძოთ ველის შროშნებს, რომლებიც არც რგავენ, არც ართავენ და ყოველივე საკმარისი აქვთ“...

გვერდები