Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
7 წელი 2 თვე

კომენტარები

სტატიაზე რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი

განსხვავებული აზრის ქონის უფლება ყველას აქვს. ეს უფლება კი უცხო იყო საბჭოთა ადამიანისთვის. მიხარია, რომ ჩემი დაბადებიდან 2-3 წელიწადში ეს „ბოროტების მანქანა“ დასამარდა. დრო, როცა „ხრუშჩოვკას“ დააპროექტებდი თუ მსოფლიოს მერვე საოცრებას, ჰონორარი 120 მანეთი იყო მოჭრილად. არანაირი ვნებათაღელვა, რუხი მასა და უფერული ცხოვრება. 

სტატიაზე ფემინისტური ლოგიკა

არც სტატიის ავტორებზე ვაპირებ ავკარგის თქმას და არც მათი ერთობლივი შემოქმედების გაკილვა მსურს. მე მსურს ამ გადაცემის მიმართ პირადი მოსაზრება გავახმოვანო. გადაცემის პირველივე ნახვის შემდეგ, ვთქვი: „ეს თავმოყვარე ქალმა, ვისაც განათლებულობაზე აქვს პრეტენზია, ასე არ უნდა დატოვოს–მეთქი“ – ჰოდა, ასე აგიხდეთ ყველაფერი. ამ გადაცემას არ უწერია დიდი დღე...

სტატიაზე სემანტიკური ძიება

ცოდნის მიღება ძალიან გამარტივდა და გაიაფდა; მთავარია, კაცმა მოინდომოს და... მალე ქალაქის ბიბლიოთეკები უფუნქციონი დარჩებიან... თუმცა, ერთ სიამოვნებად ღირდა ნესტიანი და ჩაბნელებული ქალაქის სარდაფ-ბიბლიოთეკებში სასურველი ტექსტის „სქროლვა“. ეს ხუმრობით... მაგრამ ამ ხუმრობაშიც არის ჭემშმარიტების მარცვალი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ძალისხმევით მოიპოვებდი და მასში მიღებული „ფრიადი“ განსაკუთრებით ტკბილი იყო. თუნდაც ის შეგძრნება რად ღირდა, როცა მთელი კურსიდან პირველი მიასწრებდი წიგნის ერთადერთ, დროისგან გადახუნებულ, ათას ხელგამოვლილ წიგნს... თუმცა, დღევანდელი თაობა ამას ვეღარ გაიგებს...

სტატიაზე გააღეთ, ხალხია!

ზოგადად, ნაკლებად ვინტერესდები სპორტით, მაგრამ ავტორი ისეთი სატირით ხატავს ჩვენს პირქუშ რეალობას, რომ არწაკითხვა შეუძლებელია. ახლა თემაზე. ქართველი რისი ქართველია, თუ არ გაგრძნობინა, რომ ის გისოსებიან გალავანს მიღმაა, შენ კი გისოსებთან ელი შეშვებას. ღირსების გრძნობის სასიამოვნო ღიტინის ცდუნებას (გენებოთ, ცთუნებას), ისტორიულად დადასტურებულია, ვერასდროს უძლებდა ქართველი. ადრენალინი, სახელად – უპირატესობა!

სტატიაზე ახალი ბრიტანიკა

სტატიის ავტორს დავესესხები, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი ბეჭდური
საშუალებების ელექტრონულ ფორმატში მოქცევა და პროგრესთან ინტეგრაციაა. რატომღაც
გონებაში წამომიტივტივდა ილიასეული ციტატები: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა...
სიცოცხლისა და ძალის მომცემი“ და „თუ წუთისოფელს თვალი მოუხუჭე ისე გაგთელავს,
როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსო“. კიდევ ხალხური სიბრძნე: „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო“.
ჰოდა, სხვა რაღა დაგვრჩენია, ჩავყვეთ...

სტატიაზე თვითვეიბინების ხუნმმართველობა

გულწრფელად მეცოდება ჩემი თაობა, რომელსაც „გაყოლა-ჩაცუცქვასა“ და „კაცურად
დალაპარაკებას“ სთხოვდნენ ბნელ 90-იანებსა თუ 21-ე საუკუნის „შემგლისფერებულ“ განთიადზე.
თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ დღევანდელი თაობა კიდევ უფრო მებრალება. ჩვენ ის
მაინც ვიცოდით, რომ გასაკეთებელი ჩუმად გვეკეთებინა და „ჩაცუცქულებს“ არსად
გადავყროდით. დღეს კი, როცა მენტალიტეტი მეტწილად შეიცვალა, „შავი სამყაროც“
რომანტიკული საბურვლისგან განიძარცვა, მოაზროვნენი თავისუფლებას ქადაგებენ, და
ამავდროულად, თავისუფალი სიტყვის გამო (არ ვიცი, რა ეწერა ბლოგზე და ამას არც აქვს
არსებითი მნიშვნელობა), თბილისის „ალმა-მატერად“ და „ცოდნის მექად“ წოდებული
უნივერსიტეტის თვითმმართველობა ფიზიკურად უსწორდება მისსავე სტუდენტებს... ამაზრზენია...
როგორც ჩანს, ამ ცხოვრებაში მძიმეზე მეტად, რაიმესთვის წერტილის დასმაა გაცილებით
მძიმე... ჯერ ისევ „ბნელა“... ცუდია, მაგრამ თენდება გვიან... 

სტატიაზე სიძულვილის დანაშაული

„რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?“ – ვკითხულობთ აკაკისთან. სწორედ ამიტომ, რადიკალური და ექსტრემისტული ტენდენციების „გასაუვნებელყოფლად“, უნდა იარსებოს მკაცრმა და სასჯელის დამამძიმებელმა მუხლმა სახელად – „სიძულვილის დანაშაული“.

სტატიაზე პანკვედრება

debita animadversione puniendum - რა საინტერესოა, რომ ეს ლათინური სენტენცია ყველა სასულიერო პირს ავიწყდება, როცა კვერის დამკვრელისა და პოლიტიკური რეფორმების ლეგიტიმატორის ფუნქციას ითავსებს... თუმცა, ნიკეის საეკლესიო კრებიდან ასე იყო...

სტატიაზე ეკლესიის სამი ცთუნება

მოკლედ, ეს მეტად საჩოთირო და საჭირბოროტო თემა ლინგვისტურ შუქში გავშალეთ... :)

სტატიაზე პიროსის გამარჯვება

მხოლოდ სათაური ღირდა მთელ სტატიად – „პიროსის გამარჯვება“. ამით ყველაფერია ნათქვამი. 

სტატიაზე ნაცნობი სიტყვები თუ ყალბი მეგობრები?!

ძალიან საინტერესო სტატიაა, თუ როგორ იცვლება ამა თუ იმ ენის სემიოტიკა დრო-ჟამისა თუ ტერიტორიულ-კულტურული გავლენით – და ბევრი სიტყვა იძენს მიმსგავსებულ, ან ხშირად სრულიად საპირისპირო ელფერსა და სემანტიკურ მნიშვნელობას. ამის საუკეთესო ნიმუში ქართული „სოფელია“, რომელიც ადრე თუ „მსოფლიოს“ ნიშნავდა, დღეს უკეთეს შემთხვევაში მცირე სამეურნეო ტიპის დასახლებას ან უარეს შემთხვევაში, „გამოუსვლელის“ განმსაზღვრელ ეპითეტადაც გვევლინება. მადლობა!!!

სტატიაზე სექსი ქართულ ზღაპრებში

ნათელია, რატომ გამოიყენა ავტორმა „ეპატაჟური“ სიტყვა სათაურში. მკითხველს ხელში რომ ააღებინებ სტატიას და წააკითხებ, ეგეც საქმეა... სექსზე შეშლილ მსოფლიოში ამ თემის ირგვლივ უტრირებაც ნებადართულია...

გვერდები