Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
7 წელი 1 თვე

კომენტარები

სტატიაზე i-წიგნი

ვერანაირი i–წიგნი ვერ შეედრება იმ შეუდარებელ სტამბისა და საღებავის სუნს, რომელიც ამ წამს, ამ სტატიის კითხვის დროს მცემს „ტაბულას“ ფურცლებიდან... ეს სულ სხვა შეგრძნებაა და ჩემთვის ამას ვერაფერი შეცვლის...

სტატიაზე ზაფხული მათი მღელვარებისა

სათაურიდანვე მივხვდი, რომ წერილი სულმოუთქმელად წამეკითხებოდა. ხარისხიანი და ბევრის მთქმელი სათაური უკვე ნახევარი წარმატებაა და ცნობილი ფრაზის, სათაურის ავტორისეულ ყალიბში მოქცევა კი მხოლოდ აცხოველებს მკითხველის ინტერესს. სტაინბეკის „ზამთარი ჩვენი მღელვარებისას“ ჭკვიანურმა მოდიფიკაციამ თავიდანვე გამიღვიძა კითხვის ჟინი. რაც შეეხება საკითხს, ეს ის წიგნებია, რომლებმაც 1990-იანი წლების უშუქობა–უგაზობა გამოგვატანინა და გარდა საბჭოთა პერიოდის ალმანახობისა, უამრავი სხვა საყოფაცხოვრებო ფუნქცია შეითავსა :) ყველას გვახსოვს მათში გამოკრული მზესუმზირა, შეშის ღუმლის ასანთები მაკულატურა და... ყველას „პირის ფარეში“:) დუხჭირი ათწლეულის ბოლოს, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, როცა ეკონომიკურად ცოტა მომჯობინდა ოჯახები და სახლების კოსმეტიკურად შელამაზება იწყეს, მათ კუთვნილი ადგილი სადარბაზოებსა და სარდაფებში მიუჩინეს...

სტატიაზე ორგაზმის გენეზისი

გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ავტორისეული პათოსი როდესაც ცხოველების ბუნებრივ გადარჩევაზე და დარვინისეულ ევოლუციურ იდეებზე საუბრობს. თავად უტრირებული თემა კი „სექსზე შეშლილ“ მსოფლიოში უდავოდ წარმატებისთვისაა „განწირული“, მით უმეტეს თუ სტატიას ერთ-ორ შესატყვის ფოტოსაც დავურთავთ.

მათთვის კი, ვინც სამყაროს შემოქმედებაში ღვთის ხელს ხედავს და ენდობა წმინდა წერილს, პასუხები ავტორისეულ დასმულ კითხვებზე ძლიერ მარტივია და ყოველგვარ ზედმეტ „გაბრძნობას“ გამორიცხავს.

ბიბლიაში ღვთის მიერ პირველი წყვილის მისამართით მკაფიოდაა დახატული ქორწინების ინსტიტუტის შექმნის მიზანი:
„ინაყოფიერეთ, გამრავლდით... აავსეთ დედამიწა“.

გარდა მოვალეობებისა, ეს არ გამორიცხავს ხორციელ ტკბობასაც. ბოლოსდაბოლოს, „ქებათა-ქება სოლომონისა“ ხომ მიწიერი ტრფობის დითირამბაა:
„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან, საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან, ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი, მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ“.

თუმცა, ამასთან ერთად, ღვთის მიერ დაარსებული ქორწინების ინსტიტუტი მონოგამიურია:
„წყალი შენი წყაროდან და შენი ჭიდან სვი. რატომ უნდა დაიღვაროს გარეთ შენი წყაროს წყალი და შენი ნაკადული მოედნებზე?! მხოლოდ შენთვის გქონდეს და უცხოებს ნუ გაუნაწილებ... რატომ უნდა გატკბობდეს შვილო უზნეო ქალი და რატომ უნდა ეხუტებოდე მკერდზე უცხო ქალს?!“ (იგავები სოლომონისა).

მგონი, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყოველგვარი „პრომისკუიტეტი“
და ადამიანის მაიმუნთან გათანაბრება გამორიცხულია და არც ზნეობა და თანამედროვეობაა ერთმანეთისგან გასამიჯნი ცნებები... მით უმეტეს, რომ დღეს ბევრი იქადის ქრისტიანობას, ნომინალურს, მაგრამ მაინც...

სტატიაზე რატომ ლაპარაკის ნაცვლად?

ჩემთვის სასაცილო კი ისაა, რომ მავანს ნებისმიერი აზრის წინააღმდეგ წასვლა ესახება თვითმყოფადობის უნივერსალურ გამოვლინებად... აბსოლუტურად ინდიფერენტული ვარ ლიფონავას პერსონისა და ფილმოგრაფიის მიმართ, მაგრამ ზოგიერთებისგან განსხვავებით, ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ობიექტურად მივუდგე მის მიერ გამოთქმულ აზრს და მოვიწონო. კიდევ ერთი ბრძნული აზრი მომწონს საღვთო წერილიდან – „ნუ დაუყრი ღორებს მარგალიტებს“– ნამდვილად ღირს ამის გათვალისწინება მაშინ, როცა კომენტარის დადება მოგინდება ადამიანს.

სტატიაზე რატომ ლაპარაკის ნაცვლად?

ლიფონავა რა შუაშია? უბედურება სწორედ იმაშია, რომ შენი შეფასებით Souljacker, გამოდის, რომ არცთუ ბევრია ნორმალური...

სტატიაზე რატომ ლაპარაკის ნაცვლად?

ძალიან მომეწონა ეპიგრაფად წამძღვარებული გიორგი ლიფონავას ციტატა. დიდი ხანია მსგავსი ჭეშმარიტება არ მომისმენია :) ბრბოს ყოველთვის „შოუს“ ელემენტი ხიბლავს... მაშინ, როცა პავლე მოციქული კორინთელ ქრისტიანებს პირველ საუკუნეში წერდა:„რწმენით დავდივართ, და არა ხილვით“...

სტატიაზე ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

და კვლავ ილიას დავესესხები:

ჩემზედ ამბობენ: “ის სიავეს ქართლისას ამბობს..

ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია?”

ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე გრძნობს -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.

სტატიაზე ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

სტატიაზე ესპანეთში პაპის ვიზიტის ბიუჯეტიდან დაფინანსება არ სურთ

რელიგია–პოლიტიკა–კომერცია... „ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათო მამაჩემის სახლი“... ეს სიტყვები პირველ საუკუნის ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს, იესო ქრისტეს ეკუთვნის...

სტატიაზე 9 კითხვა ქრისტიან სასულიერო პირებს

ვისთვისაც ამოსავალი წერტილი საღვთო წერილია და არა მამების წერილები, მათ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ პასუხი ერთ მარტივად დასმულ შეკითხვაზე – „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ადამიანური სიბრძნე და ფასეულობები კი წარმავალია და ძალიან ხშირად ცდება სწორ გზას. ბიბლიაში არაა დოგმები და ამოუხსნელი ცნებები, ყველაფერი შავით თეთრზე წერია, რასაკვირველია, თუ გსურს, გაიგო... ერთია გსურდეს, იცოდე რას ამბობს ბიბლია და მეორეა – რამდენად მზად ხარ მის სწავლებებს მოარგო ცხოვრება და პირიქით არ მოარგო შენი ცხოვრების წესს... ერთიცაა, შეიძლება ადამიანი აღიარებდეს ბიბლიური სწავლებების ჭეშმარიტებას, მაგრამ უბრალოდ, მამა-პაპური ტრადიციების მოყვარულად რჩებოდეს... ერესი და ერეტიკოსები ყოველთვის იმიტომ იგმობოდნენ, რომ კითხვა არ ეზარებოდათ და ბევრს გებულობდნენ... ადამიანმა კი, რომელმაც ბევრი იცის, ბუნებრივია, ბრბოს ფსიქოლოგიის აღარ არის, უჩნდება საკუთარი აზრი და პროტესტის გრძნობა... შესაბამისად, საუკეთესოდ ხვდება, რომ „არა განსაჯოს“ თეორია სამარდება იქ, სადაც აღმოაჩენს, რომ მის რელიგიაში „ხე საშინელი ნაყოფით იცნობა“...

გვერდები