Andre Zeuge

0 სტატია 129 კომენტარი
წევრია:
6 წელი 11 თვე

კომენტარები

სტატიაზე სამამულო სექსი

მთელი ეს დისკუსია ასახავს რეალობას, რომ დღეს ქრისტიანობას მხოლოდ ნომინალური ხასიათი აქვს და საერთო არაფერი აქვს რწმენასა და ბიბლიურ ფასეულობებთან.

სტატიაზე ტირამისუ

ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი...

სტატიაზე ქინდლის სუნი

არაფერი ახალი არ უნდა დაგმო, თუ ამას არ აქვს ფანატიკურ-ექსტრემისტული ხასიათი. შესაბამისად, არ მაქვს უფლება, რიგით მოქალაქეს „ქინდლის“ ავკარგიანობაზე ვესაუბრო...
ოღონდ კი რამე წაიკითხონ ნებისმიერი ფორმატით და გამოვიდეს საზოგადოება ბრბოს მდგომარეობიდან...
პირადად მე, წიგნის სტამბისეული სუნი ყველაფერს მირჩევნია... სქელტანიანი წიგნი, ჭიქა ცხელი ყავა და დროის მანქანით გადასვლა სხვა ეპოქაში... საკუთარ დივანზე მოკალათებული...

სტატიაზე ლონდონში პოლიციელების რიცხვი და უფლებები გაიზარდა

დიდი ხანია დასრულდა „კონკიასა და უფლისწულის“ ბრიტანული ზღაპარი? დგება ბრიტანეთში ანგლო-საქსური შემოდგომა (არაბული გაზაფხულის გამოძახილი)? გადაიწურა ბრიტანეთმა ტემზის ფსკერზე მიძინებული ოქროსქოჩრიანი მზეჭაბუკის გაღვიძების იმედი? ეს ისე ლირიულ-იუმორისტული სატირა დღევანდელი მსოფლიოს შემხედვარე!

სტატიაზე პროფესია: მშობლის ჩრდილი

შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს ჯული ენდრიუსის მიერ განსახიერებული პერსონაჟები, მერი პოპინსი და მარია ფონ ტრაპი, ან „სხვისი შვილების“ დეიდა ნატო, მაგრამ რეალობაში მშობელს არაფერი შეედრება... „ყველა ყვავს თავისი ბახალა უნდა ერჩივნოს“ და კეთილი ინებოს და თავად დატკბეს მისი პირველი ლუღლუღით თუ პირველი ნაბიჯით... ვერანაირი კარიერა იმავე დოზით სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ განაცდევინებს ვერანაირად... თუმცა, ჯული ენდრიუსისნაირ ძიძაზე არავინ იტყოდა უარს!

სტატიაზე Rule, Britannia!

„ნიუსიუქში“ დაახლოებით ერთი თვის წინათ,სტატიაში „რიგითი მოქალაქე ქეითი“, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ქეით მიდლტონზე შემდეგი დაწერა: „ეს გონიერი, მომხიბვლელი, ბაზარში საკუთარი ფეხით მოსიარულე უჩვეულოდ ჩვეულებრივი გოგონა თუ გადაარჩენს პრინც უილიამსა და სრულიად მონარქიას“. ქალი, რომელმაც ისწავლა ლოდინი...

სტატიაზე საერო აღდგომა

კვერცხიცა და კურდღელიც რომ ნაყოფიერების სიმბოლოა,ეს ფაქტია, რომელსაც ცოტა თუ აღიარებს, ხოლო ვინც აღიარებს, ეძნელება, გააიგივოს მართლმადიდებელთათვის „საკრალური“ დღესასწაულებთან. ისე, სააღდგომო პასქისა და ჯვრის ეტიმოლოგიასაც თუ გაშიფრავთ, რომელიც ასევე ანიმიზმიდან, ფეტიშიზმიდან და ძველი წარმართული პანთეონებიდან იღებენ სათავეს, არ იქნება ნამდვილად ურიგო. დიდი მადლობა, რომ საღ აზრს აწვდით მკითხველს და არა მონაჭორს, ლეგენდებსა თუ მათი ყურისთვის სხვა საამო ამბებს... არ უკმევთ საკმეველს უმეცრებას და არ უგალობთ დითირამბას უცოდინრობას...

სტატიაზე პოლიტკორექტულობა

„ოქროს შუალედის“ პრინციპი ყველა სფეროში დროულია. გონივრულია, პოლიტკორექტული იყო ოცდამეერთე საუკუნეში, მაგრამ საზოგადოება, რომელიც „მოხუცსა და ზღვას“ „სხვებზე უფროს კაცსა და დიდ წყალს“ უწოდებს, ცოტა არ იყოს, სასაცილოა და ყველაფერი თავის ეშხსა და ხიბლს კარგავს... ასე რომ კიდევ ერთხელ ზომიერება, რაც ასე გვაკლია ქართველებს...

სტატიაზე 18 წლამდე რეკომენდებული არ არის!

მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს. ძალიან მიხარია, რომ ბექა მინდიაშვილის სახით საზოგადოებაში ჟღერდება საღი აზრი. ტაბუდადებული და „საკრალური“ თემები მოაზროვნე ადამიანისთვის არ არსებობს. გავიზიარებ რა ბექასეულ პათოსს, ვიტყვი, რომ პავლე მოციქული პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანთაგან ბერეელ ქრისტიანებს სწორედ რომ კვლევისთვის და მეტის გაგების სურვილისა და წვდომის უნარის გამოვლენისთვის აქებდა:
10 ძმებმა პავლე და სილა იმ ღამესვე ბერეაში გაგზავნეს, ისინი კი ჩასვლისთანავე იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ. 11 იქაურები თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ, რადგან უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. 12 მათგან მრავალმა ირწმუნა. ირწმუნეს პატივცემულმა ბერძენმა ქალებმა და კაცებმა (საქმეები 10:12).
გადახედეთ ისტორიას... ის ხომ მეორდება! ვინ იდგა ინდულგენციებით ვაჭრობის, ინკვიზიციისა და ერეტიკოსების ცეცხლზე დაწვის მიღმა?! ვინ იყვნენ ერეტიკოსები?! ვის უნდა ცოდნა?! მხოლოდ ზღაპრები და ლეგენდები!
მხოლოდ ბრბოა ადვილად სამართავი – უცოდინარი ბრბო! გინდათ, მათი ნაწილი იყოთ?!
მადლობა ჩემი მოკრძალებული აზრის დაფიქსირების საშუალება რომ მომეცით...
მადლობა ჟურნალს, რადგან ტაბლოიდებისა და „გადაყვითლებული“ პრესის ფონზე ნათელ წერტილს ჰგავხართ ბნელ და დახშულ სივრცეში.
P.S. გარდა ამისა, ქართულს გიწონებთ მეგობრებო!

გვერდები