არჩილ მამათელაშვილი

5 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 3 კვირა

სტატიები

სუბსიდირებული ეკონომიკის პარადოქსი

„თუ მშიერ ადამიანს გინდა დაეხმარო, მას თევზი კი არ უნდა მისცე, არამედ მიეცი ანკესი და თევზაობა ასწავლე“ ჩინური ანდაზა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შეიქმნას კონკურენტუნარიანი პროდუქტი და მომსახურება (ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომლის ფასის და ხარიხის ერთობლიობა უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლების მხრიდან მათ შეძენას). ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას შექმნას სამუშაო ადგილები, შეავსოს სახელმწიფო ბიუჯეტი, სტაბილურად შეინარჩუნოს...

სამხრეთის ნაკადი VS. ნაბუკო

წლის შემოდგომაზე რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამხრეთის ნაკადის მშენებლობაზე შეთანხმებამ და ნაბუკოს პროექტზე მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, გერმანული ენერგოკომპანიის RWE-ს მხრიდან უარმა, ნაბუკოს პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო. თუმცა, როგორც ეკონომიკის ძირითადი კანონი გვკარნახობს, მონოპოლიზაცია და ფასის ზრდა სტიმულს იძლევა, რომ...

რატომ არ უნდა ვთქვათ უარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე

პოტენციურად კონკურენტუნარიან დარგებში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მით უმეტეს, თუ ეს სექტორი კაპიტალტევადია და გრძელვადიანი ბიზნესციკლით ხასიათდება (ანუ ინვესტიციის დაბრუნებას, მისი განხორციელებიდან მინიმუმ 5 წელიწადი სჭირდება). რეგიონში თუნდაც ერთი ან ორი მიმართულებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას დადებითი ეფექტი აქვს დამხმარე ინდუსტრიებზეც და ეკონომიკაზე იმაზე უფრო მეტ დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე...

ტარიფის „ანატომია“

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პერსპექტივით ხშირად სპეკულირებენ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით არჩევნების წინ. მათ ზურგს უმაგრებს „ექსპერტთა“ გაანგარიშებები და მოსაზრებები „მონოპოლისტური“ კომპანიების მიერ ხელოვნურად გაორმაგებული ფასების შესახებ. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც პოლიტიკოსებს, არც ზოგიერთ „ექსპერტს“, თვითონ ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არა აქვთ წარმოდგენა, თუ რამდენად რეალურია ტარიფის შემცირება და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას ენერგოსექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე....