ავთო ქორიძე

199 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წერს. მისი სტატიები უმეტესწილად ევროპასა და აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მიმოიხილავს. ის ჟურნალ „ტაბულაში“ 2010 წლის იანვარიდან მუშაობს.

სწავლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

სტატიები

ადამიანის ახლებური ისტორია

ადამიანის წინამორბედის ევოლუციის თეორია შეიძლება მნიშვნელოვნად „გამარტივდეს": მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანების წინამორბედი სახეობა შეიძლება არც ისე „დაქსაქსულია", როგორც აქამდე გვეგონა და შესაძლოა ყველა მათგანი ჰომო ერექტუსის ერთგვარი ნაირსახეობა იყოს. ამის დასამტკიცებლად მკვლევრები დმანისში აღმოჩენილ სრულყოფილ თავის ქალას, სახელწოდებით ქალა 5, და იქვე აღმოჩენილ 4 ქალას იყენებენ.ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორები – დავით ლორთქიფანიძე და ქრისტოფერს ცოლიკოფერი აცხადებენ, რომ...

ბიტკოინი

ცოტა ხნის წინ რუსეთმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო ქვეყნის აგენტებად" გამოაცხადა და ამის მთავარ მიზეზად მათი დაფინანსების წყარო დაასახელა. რუსეთის ეს ნაბიჯი არც უცხო და არც ინოვაციურია ავტოკრატიული რეჟიმის ქვეყნებისთვის. მსგავსი მდგომარეობაა ირანსა და ჩინეთშიც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის დამქაშებად არიან გამოცხადებული და მათ დემონიზაციასთან ერთად აქტიური დევნაც მიმდინარეობს. ირანის პარლამენტმა 2011 წელს არასამთავრობოთა კონტროლისთვის სპეციალური ორგანო,...

უკრაინა - თამაში წესებთან და არა წესებით

„უკრაინა ცდილობს ითამაშოს წესებთან და არა წესებით", – ასე ახსნა უკრაინის ბოლოდროინდელი პოლიტიკა ხავიერ სოლანამ. სწორედ ამის მაგალითია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი იური ლუცენკოს შეწყალება. იანუკოვიჩი ცდილობს ევროკავშირს აჩვენოს, რომ ის დემოკრატიული წესებით თამაშობს, სინამდვილეში კი ქვეყანაში პოლიტიკური წესების შეცვლას ფიქრობს.30 აპრილს ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა....

ლუის ნავარო მოსახლეობას სამუშაო ადგილებსა და სიღარიბეზე მეტის მოსმენა სურს

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მარტის კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თვლის, რომ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა და უმთავრეს ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკურ საკითხებს ასახელებს. საქართველოს მოსახლეობის განწყობების შესახებ ტაბულა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორს, ლუის ნავაროს ესაუბრა.თქვენი უკანასკნელი გამოკითხვით რომ დავიწყოთ – ეკონომიკური საკითხები, როგორიცაა უმუშევრობა, პენსიები, ინფლაცია და ფასების ზრდა...

ფადი ასლი: ბიზნესი შეფერხდა

„საქართველოს ეკონომიკა ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, თუ ინვესტორები დაფრთხებიან, დეფიციტი წარმოიქმნება და ლარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში არცერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და, ჩემი პროგნოზით, ეს სიტუაცია უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება”, – განაცხადა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ...

ეკონომიკა და გადასახადები სამთავრობო პროგრამაში

„საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს და ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომელიც გამოკვეთს სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობის და სოციალური უსაფრთხოების საქმეში“, წერია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში. ეს დებულება სამთავრობო პროგრამაშიც შენარჩუნებულია. სამთავრობო და საარჩევნო პროგრამების მიხედვით, ქვეყნის მიზნობრივი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები...

ოკუპირებული ტერიტორიები სამთავრობო გეგმაში

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. სწორედ ამ გეგმაში ჩამოთვლილი პრინციპების მიხედვით აპირებს ქართული ოცნება უახლოეს მომავალში ქვეყნის მართვას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალი მთავრობის სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგია საარჩევნო და სამთავრობო პროგრამაშიც კონფლიქტების მოგვარების სათაურის ქვეშ არის. კონფლიქტების მოგვარება საგარეო ურთიერთობების უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარ...

საგარეო პოლიტიკა სამთავრობო პროგრამაში

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას და მის სამოქმედო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების ნაწილის განცხადებით, ქართული ოცნების სამთავრობო პროგრამა უფრო ბუნდოვანია და მასში ნაკლები კონკრეტიკაა, ვიდრე წინასაარჩევნო პროგრამაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თარიღებია - თითქმის არცერთი პროგრამის შემთხვევაში არ არის ცნობილი, თუ რა ვადებში შესრულდება ის. ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამაში ჩამოაყალიბა ზოგადი დებულებები, რომელთა მიხედვითაც...

61% თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, 30% ამ მოსაზრებას არ იზიარებს

მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა. უმრავლესობის აზრით, 2008 წლის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა პენსიების, განათლების და კორუფციის მხრივ. ყველაზე მეტად გაუარესება შეინიშნება რუსეთთან ურთიერთობასა და ინფლაციაში. მოსახლეობის 51% ამბობს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა 2008 წლის შემდეგ არ...

პარტიული რეიტინგები NDI-ის მიხედვით

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 37% მისცემდა ხმას, კოალიცია ქართულ ოცნებას 12%, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 3%, სხვა პარტიები კი ჯამში 2%-ს მოაგროვებდნენ. მოსახლეობის 22%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 21% კი უარს ამბობს ფავორიტი პარტიის დასახელებაზე. განსაკუთრებით საინტერესოა პარტიების რეიტინგის დინამიკა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ივნისის შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ასევე უცვლელია ქრისტიან-...