ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

10 სტატია 4 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

Blueberry Fields For Ever

„გოდერძის სათხილამურო ტერიტორია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ მოდის საუკეთესო ხარისხის თოვლი და ჩერდება ივნისამდე. ხელოვნური დათოვლიანების საჭიროება არასოდეს არაა, რადგან კლიმატი სუბტროპიკულია და ნალექი ყოველთვის საკმარისი მოდის. საკმარისი კი არა და ძალიან ბევრი. აქაურობა ნამდვილი სამოთხეა ფრი რაიდერებისთვის, ხელუხლებელი „...

ჯგუფი “შინ” - არაჩვეულებრივი გამოფენა

საქართვლოში ყოველთვის ცოტა ჯაზი იქმნებოდა. 70იანი წლებიდან იყო ბევრი გადამღერება, კოპირება, მაგრამ ორიგინალური მუსიკა თითქმის არ იწერებოდა. საბედნიეროდ არის იშვიათი გამონაკლისებიც, რომლებიც არამხოლოდ ორიგინალურს, არამედ ხარისხიან მუსიკას ქმნიდნენ. ასეთია ჯგუფი "შინ", რომელსაც შეიძლება იმანაც უშველა რომ საქართველოსთვის კულტურული ჩავარდნის პერიოდის დასაწყისშივე გერმანიაში გადავიდა. 20 წლის დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. შინი დღეს უმაღლესი ხარისხის ეთნო ჯაზს ქმნის და საქართველოში იშვიათი...

რენო და იალტა

ავტოშოუ ლამაზი რუტინაა და მეტი არაფერი. ავტომწარმოებლები იძულებულები არიან წელიწადში ერთხელ მაინც გამოფინონ თავიანთი ახალი პირმშოები, რომ ციმციმა ბროლის თვალებში ჩაახედონ ცოლები, რომლებსაც მერე ვერაფრით ვერ ეტყვიან უარს ქმრები და შემდეგ ასე გაიყიდება ათასობით თვალებციმციმა მოდელი.ცოლების ლამაზი ვარიანტი მე მოვიგონე, თორემ ისე ავტოშოუს ბევრი...

Fiesta

მე ჰემინგუეის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ერნესტოს… )))) დილით დანიელმა გამაღვიძა. ოთახში თავი შემოყო და თავისი საოცარი ღიმილით გამიღიმა. დანიელი ერთადერთი ხევსური ბასკია მსოფლიოში, რომელიც პამპლონაში ცხოვრობს. დილაადრიან დანი ჩუპინასოსთვის თეთრ ტანსაცმელში გამოიპრანჭა, ახლა მთელ სახლში ყვირილით დარბოდა “Viva San Fermin!” და წითელ ქამარს დააფრიალებდა. სან ფერმინი პამპლონაში მე20 საუკუნის მეორე ნახევრამდე ერთი ჩვეულებრივი, პატარა, პროვინციული ფესტივალი იყო, ისეთი, როგორიც...

ტექნო იმერეთში, ანუ რატომ უნდა წამოხვიდე წყალტუბოში

Second Life Festival Chiatura Second Life Festival Velodrome, Tbilisi 2 ივლისს წყალტუბოში დიდი ამბავია, “ფესტივალი მეორე სიცოცხლე” ამჯერად ამ პატარა და საყვარელ ქალაქში ჩაგუგუნდება. ფესტივალზე 12 ნარჩევი დიჯეი დაუკრავს და შეეცდება, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს ნამდვილი, კარგი, თანამედროვე კულტურის სიყვარული ცოტა მაინც გაუღვიძოს. პირველმა Second Life Fest-მა ჭიათურაში იმდენი ქნა, რომ ელექტრონავტზე წლის საუკეთესო ივენთის ტიტული აიღო. ჭიათურაში ისეთი საოცარი ენერგია ტრიალებდა, რომ ძალიან...

გიყვარს და ზასაობ პარკში? მაშ მტყუანს…

გაბაზრდა რა, კოცნის თვითნებური აკრძალვის ამბავი, გიორგი კიკონიშვილმა წამოიწყო თემა, რომელიც საჯაროდ კოცნის აკრძალვას აპროტესტებდა. როგორც ყველა უცხო ხილის, ამ თემის გარშემოც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა საბოლოოდ ხმათა უმრავლესობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ კოცნა არ უნდა აიკრძალოს პარკებში, თუნდაც ამას არასრულწლოვნები ხედავდნენ, რადგან ადრე თუ გვიან ისინიც ვიღაცას აკოცებენ, სექსიც ექნებათ და მერე სავარაუდოდ გამრავლდებიან. სხვანაირად მოვლენათა განვითარება ცოტა არ იყოს და შეუძლებელია. დაიგეგმა, რომ...

კაფე გალერეის გახსნა გრიბოედოვზე

ასეთი ადგილი თბილისში აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც აქამდე არ არსებობდა - ასე კონკრეტულად დაახასიათა ახალი კაფეგალერეა გრიბოედოვზე ერთმა ახლად გაცნობილმა გერმანელმა ადამიანმა.  აქ დიდი და ნათელი სივრცეა, აგატა უგემრიელეს რამეებს ამზადებს, ეზოც ისეთი მყუდროა, რომ ჩაჯდები და წასვლაზე აღარ გეფიქრება და დენსფლორიც იმაზე...

გუდაური „ჩაინიკებისთვის” და არამარტო მათთვის

კურორტი გუდაური გუდაურს ყოველდღიურად 5 ათასამდე დამსვენებლის დატევა შეუძლია. ხუთ საბაგირო გზას ერთდროულად 4 ათასი მოთხილამურე მოიხმარს.12 გატკეპნილი სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 25 კილომეტრს შეადგენს. ტრასის უმაღლესი წერტილი მთა საძელეზეა – 3 300 მ. თვითონ დაბა გუდაური ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრზე მდებარეობს. კურორტის რესურსი ამ დროისთვის სანახევროდაც არაა გამოყენებული: დაზვერილი სათხილამურო ტერიტორია უზარმაზარია და ერთდროულად 15 ათასი მოთხილამურის დატევა შეუძლია. აქაურობის მთავარი...

ჯერჯერობით არ შევსულვარ ფბ-ზე და …

გავიდა ორი დღე, მტკივნეული და ცდუნებით აღსავსე ორჯერ 24 საათი. რამდენჯერმე ხელი გამეპარა ჩემი ვერცხლისფერი შვილის კლავიატურისკენ. დავაჭერ კომანდ+ტეს, გაიხსნება ახალი ტაბი და პირველივე ფანჯარა “პოპულარული საიტების” სიაში გადამაგდებს ჩემი მეგობრების, იმათი მეგობრების, გოგოების, მუსიკის, ტრეილერების და რავიცი რა სამყაროშიც მინდა იმაში, მთავარია სწორად შევარჩიო ჩამოსარბენი პროფაილი: ლევან ძნელაძესთან კარგ მუსიკას და ბევრ ფსევდო პროტესტს ვნახავ, გიორგი კეკელიძესთან კარგ რამეს აუცლებლად ვიპოვი...

თოვლის მაგივრად ჯონჯოლი (ძველით ახალი წელი უთოვლო გუდაურში)

ეპიგრაფი ბურნუთა: - თოვლი გიყვარს? მკერავი გოგო: - ძალიან! ბურნუთა: - მოვა! კინოფილმი “სიყვარული ყველას უნდა” არ გეგონოთ რომ ჰალუცინაციაა, არც რაიმე ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედებას დააბრალოთ თუ ახვალთ გუდაურში და დაინახავთ, რომ მთის ფერდობებზე ძროხები ბალახობენ. უკვე თვენახევრის განმავლობაში აქ ორი მეტრი თოვლი უნდა იდოს და ბედნიერი მოთხილამურეები უნდა დასრიალებდნენ. არ ვიცი ბედის უკუღმართობის ბრალია, თუ გლობალური დათბობის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გუდაურში თუ...