ბიძინა ბარათაშვილი

29 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

ახალი ევროპული სამწვრთნელო რუკა

ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანაში დასრულდა საფეხბურთო სეზონი. დადგა შედეგების შეჯამების და ახალი გეგმების შედგენის დრო. გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა. მოკლედ, ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება.დღევანდელ წერილში საუბარი გვექნება სამწვრთნელო გადაადგილებებზე. თან, ამ ფონზე, შევეცდებით განვლილი საფეხბურთო წელიწადიც მიმოვიხილოთ და წინასამუნდიალო სეზონის კონტურებიც მოვხაზოთ.საქმის გასაადვილებლად, ალბათ უმჯობესია, ევროპული ფეხბურთის ხუთ წამყვან პირველობას გადავავლოთ თვალი.ჰეინკესი – გვარდიოლაევროპული...

ისევ ტიკი ტაკა

დიდი ხნის წინ ლეგენდარულმა გარი ლინეკერმა თქვა: ფეხბურთს ყველა თამაშობს, გამარჯვება კი მუდამ გერმანიას რჩებაო! დღეს ამ გამოთქმის ახალი პერიფრაზი გაჩნდა: საუკეთესო ფეხბურთს ესპანეთი თამაშობს და გამარჯვებაც მას რჩება! ესპანელების შემხედვარე, თანამედროვე ფეხბურთი თითქოს მთავარ ხიბლს კარგავს – ამოუცნობადობას. უმაღლესი რანგის ზედიზედ 3 ფორუმი ერთი და იმავე სცენარით ვითარდება – სპეციალისტები აფასებენ ფავორიტთა შანსებს, ვარაუდობენ ლიოვის გერმანიის აღზევებას, ინგლისურ რენესანსს, ჰოლანდიური ფენომენის...

აღარ მინდა კლასიკო!

2012 წელი კიდევ ორი ესპანური კლასიკოთი დაიწყო და მადრიდისტებმა მორიგი იმედგაცრუება მივიღეთ. მოურინიოს ეპოქაში რეალმა 11-ჯერ სცადა კატალონიელთა დამარცხება და ძირითად დროში ამის გაკეთება ჯერაც ვერ მოახერხა. ერთადერთ წარმატებად სამეფო თასის შარშანდელი ფინალის დამატებითში რონალდოს მიერ გატანილი გოლი რჩება, რომელმაც მადრიდელებს თასი მოაპოვებინა. ისიც სიბელესისკენ მიმავალ სერხიო რამოსს ავტობუსის ბორბლებში ჩაუვარდა და გატყდა! ესპანური ფეხბურთის გრანდების დაპირისპირება უკანასკნელ დროს გროტესკულ...

ქართველი დ’არტანიანი

თბილისში აცივდა, საზოგადოებამ კაფე-ბარებიდან თეატრებსა და კინოდარბაზებში გადაინაცვლა. ჰოდა, მეც მათთან ერთად ვეცნობი ახალ ტენდენციებს. სწორედ ამ პროცესში დავაგემოვნე მუშკეტერების მორიგი ამერიკული ვერსია. როგორც ჩანს, დროს თავისი მოაქვს და კლასიკის გათანამედროვება და ახლებური წაკითხვა აუცილებელ მოთხოვნად იქცა. სახლში დაბრუნებულს მეც მომინდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ საშვილიშვილო საქმეში, გამახსენდა, რომ მოსკოვის Дом Книги-ში ერთ-ერთი ვიზიტის დროს შევიძინე ალექსანდრ ბუშკოვის ორტომეული Дартаньян...

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

 წლევანდელი კოპა ამერიკას შემხედვარემ, ლამისაა უკან წავიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების მისამართით გამოთქმული ყველა შენიშვნა და ვირწმუნო, რომ ევრო2012-ზე (მთლად მუნდიალს ჩემი თავხედობა ჯერ ვერ ქაჩავს) ჩვენც საფეხბურთო მოდის მკარნახებელთა შორის აღმოვჩნდებით! ლათინოამერიკულ ფორუმებს ჯერ კიდევ ადრეული სტუდენტური პერიოდიდან ვადევნებ თვალს – ჯერ საგაზეთო პუბლიკაციებით, 1993 წლიდან კი უკვე ტელევიზიითაც. იმასაც გეტყვით, რომ პირველად საქართველოში („მოპარული”) კოპა ამერიკას...

ყიფო

ბოლო დროს საქართველოს ნაკრებზე და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე რამდენიმე არცთუ საქებარი წერილი დავწერე. ვიცი, ბევრს არ ესიამოვნა, ზოგმა ზედმეტად კრიტიკული ხარო, მითხრა – ზოგმაც, დაუნახავობა დამაბრალა... შეიძლება მართალიცაა ვინც ამბობს – ამაზე მეტი დღეს არ შეგვიძლია, ესაა ჩვენი მაქსიმუმიო! უბრალოდ, აქ შესაძლებლობის ზღვარის საზომის პრობლემა დგება. ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის გულშემატკივართა “უბედურება” ისაა, რომ განგებამ ჩვენ სტადიონზე მიშა მესხის, სლავა მეტრეველის,...

ახალი მიმდინარეობა – ქართული ფეხბურთი

მსოფლიოში ფეხბურთის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. სპორტის უპოპულარულესი სახეობის ისტორიაზე გადაღებულ უამრავ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილია მსგავსი თამაშის არაერთი რეკონსტრუირებული მაგალითი. ზოგი მკვლევარი, ბერძენ ანტიფანეზე (ძვ.წ. 388-311) დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფეხბურთი სათავეს იღებს ანტიკურ საბერძნეთში პოპულარული „ეპისკიროსიდან”, რომელიც მოგვიანებით რომაელებმა დახვეწეს და “ჰარპასტუმი” დაარქვეს. არსებობენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებს – “ჩან კუი ცეს” ტრაქტატის მიხედვით, ამ თამაშს “...

სამეფო და ქართული ამბები

მაისში სპორტულ წრეებში ორ თემაზე საუბრობენ – “გაუთავებელ” ესპანურ კლასიკოზე და ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალზე. ორივეზე უკვე იმდენი ითქვა, რაიმე ახლის მოგონება ურთულესი საქმეა. ალბათ არცაა საჭირო ორიგინალობა და საკმარისი იქნება, უბრალოდ ორივე მოვლენისადმი ჩემი დამოკიდებულების დაფიქსირება.   დავიწყოთ კლასიკოთი. ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ კვლავ შევცდი და მეორედ მომიწევს პოზიციის შეცვლა, უფრო სწორად, სასტარტო განწყობაზე დაბრუნება – ვფიქრობ, საბოლოოდ...

ფიქრები კლასიკოზე

პირველად კლასიკოს შესახებ საუბარი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოვისმინე. ბიძაჩემი, ლაშა ძიძიგური, რომელმაც ჩემი საფეხბურთო გემოვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, საზაფხულო არდადეგების დღეებში, ოქროყანაში, რომელიღაც თავის მეგობარს უმტკიცებდა – ასეთი დაძაბული მატჩები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იმართებაო. მართალი ყოფილა... იმ დროს ლაშა ესპანურის შესწავლით იყო გატაცებული და არგენტინული ფეხბურთის უპირველეს მეხოტბედ ყალიბდებოდა. შემდგომში, თავისი საფეხბურთო იდეების ადეპტად მეც...

ლიგა გუშინ და ხვალ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა ეტაპმა დაადასტურა დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში შესამჩნევი ტენდენციები.კონტინენტის უძლიერესმა ლიგებმა თავიანთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაგვანახეს. ინგლისური კვარტეტიდან სამმა გადალახა ბარიერი, ესპანური ტრიოდან – ორმა. ჩელსის რეალური შესაძლებლობების საზომად კოპენჰაგენი არ გამოდგება, საგნობრივი მსჯელობისთვის უმჯობესია მანჩესტერ იუნაიტედთან მის მეოთხედფინალურ ჯახს დაველოდოთ. თავის მხრივ, ალექს ფერგიუსონის გუნდმა არად ჩააგდო შიდა პირველობაზე (იმავე ჩელსისთან და...