ბიძინა ბარათაშვილი

29 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

You'll never walk alone!

მართალი გითხრათ, ინგლისური ფეხბურთის დიდი მოყვარული არ გახლავართ და, შესაბამისად, არც ნისლიან ალბიონზე მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალყურს გაფაციცებით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ან მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის ფეხბურთელთა ოსტატობას არ ვაფასებ, მილანში ტოტენჰემის დამაჯერებელმა გამარჯვებამ არ მომხიბლა ან ჩელსისა და მანჩესტერ სიტის მრავალმილიონიანი კონტრაქტების შესახებ არ მსმენია არაფერი. უბრალოდ, მე სამხრეთელი კაცი ვარ და ჩემი ტემპერამენტის შესაფერისი, ე.წ. ლათინური ფეხბურთი...

ორიოდ თბილი სიტყვა ბრაზილიაზე

ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაფასებდი მათ ფანტასტიკურ ტექნიკას, თამაშის განუმეორებელ, ლაღ სტილს, ამოუცნობ მოძრაობებსა და ფინტებს (ამის არდანახვა მხოლოდ ბრმას თუ შეუძლია!). მაგრამ, ვინაიდან მე ბავშვობიდან მათი არგენტინელი მეზობლების თავგადაკლული ფანი გახლავართ, პენტაკამპეონთა წარმატებები დიდად არასდროს მახარებდა. თანაც, მე შენ გეტყვი, ესენიც არ იძლეოდნენ სანერვიულო საბაბს! როგორც ჩანს, ასაკში ყველაფერი სხვანაირ ელფერს იძენს. მართალია, დუბაიში...

საახალწლო ციებ-ცხელება ტანგოს მოტივებით

გასულ ორშაბათს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოვლინდნენ.ჟურნალისტებისა და ფიფას ერთობლივმა გამოკითხვამ ერთადერთი “დაგეგმილი” წარმატება ბრაზილიელ ლამაზმან მარტას არგუნა, რომელმაც მეხუთე ოქროს ბურთი მოიპოვა და თუ ასე გააგრძელა, შეუძლია, აქტიური კარიერის დასრულებისთანავე, საიუველირო საქმით დაკავდეს... ლიონელ მესისა და ჟოზე მოურინიოს ნიჭიერებაში (ან გენიალობაში) ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მათი გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ მუნდიალის მოგების ფასი ნელ-ნელა ნიველირდება! თავად...

რატომ ბრუნდებიან ჩემპიონები?

ეს კითხვა არაერთხელ გამჩენია. შარშან მიხაელ შუმახერი მიუჯდა მერსედესის ბოლიდს, იმავე პერიოდში კორტს ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ ჟუსტინ ენენი და კიმ კლაისტერსი, თბილისში მარადონას ვეტერანებთან ერთად ჩამოსული მატიას ალმეიდა კი დღესაც რივერის კაპიტანია... უფრო ხშირად “ქამ-ბექი” უშედეგოდ მთავრდება – ბიორნ ბორგის ხის ჩოგანი აშკარად მოძველებული გამოდგა თანამედროვე ჩოგბურთისთვის, ვეღარ ივარგეს გორან ივანიშევიჩმა და მონიკა სელეშმა, მარტინა ჰინგისი კოკაინზე ჩავარდა და ახლა ცხენით...

34:33 თუ 36:37, ანუ ვინაა წინ სამხრეთამერიკულ სუპერკლასიკოში

 ნოემბრის მეორე ნახევარი მსოფლიოს უპრინციპულესი საფეხბურთო დაპირისპირებებით აღინიშნა. იტალიაში რომამ შეაჩერა თანაქალაქელი ლაციოს ტრიუმფალური სვლა, მერე მილანმა მოუგო “დერბი მადონინა” ინტერს და ეჭვქვეშ დააყენა მეტოქის ესპანელი თავკაცის ბენიტესის კვალიფიკაცია და მეზობელთა საჩემპიონო ამბიციები. ინგლისში მანჩესტერული კლუბების დუელი უგოლოდ დასრულდა, ლონდონში კი ტოტენჰემმა სტუმრად მოუგო არსენალს; არგენტინულ სუპერკლასიკოში მწვრთნელდათხოვნილმა რივერმა დაამარცხა ბოკა და მისი თავკაცი...

ბებერი ხარის რქები

ხშირად გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ბოლო დროს ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. აქ თამაშის სტრატეგიასაც ვგულისხმობთ, მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებასაც და კიდევ უამრავ სხვა ასპექტს.ადრე, როდესაც პროფესიული ფეხბურთი ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად დამონებული მსხვილი კაპიტალის მიერ, ვარსკვლავები მაყურებლისთვის დგამდნენ სპექტაკლებს და ამით თვითონაც არანაკლებ სიამოვნებას იღებდნენ. მაშინ გუნდის ერთგულება დაუწერელი კანონი იყო და გულშემატკივარიც ცალკეულ ფეხბურთელებს მათ კლუბებთან აიგივებდა. ისინიც კარიერის დასრულებას არ...

ყველაზე საფეხბურთო თვე

ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება 70-80 წწ. მიჯნა – ჩემი სტუდენტობის წლები, როდესაც ქვეყანა ბნელი იყო, უცხოელებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი კი სუკ-ში დაბარებით მთავრდებოდა... იმხანად, მხოლოდ სოციალისტური პრესის გამოწერა შეიძლებოდა, ისიც სპეციალურად დაშვებული ლიმიტით. ყოველ ზაფხულს, გაზეთების გამოწერის პერიოდში, იწყებოდა დიდი ჩალიჩი, მშობლების ნაცნობ-მეგობართა შეწუხება და მომდევნო იანვრიდან ჩვენი ფოსტის ყუთები კვლავ ივსებოდა ჩეხურ-სლოვაკური, პოლონური, უნგრული, ბულგარული და გერმანული...

საკუთარი თავისთვის დასმული კითხვები...

დასრულდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტური. ოქტომბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა აიღო – მოიგო საშინაო მატჩი მალტასთან და ქულა წამოიღო ლატვიიდან. რაც მთავარია, გაგრძელდა თემურ ქეცბაიას გუნდის წაუგებელი სერია, რომელიც, ამხანაგური თამაშების ჩათვლით, უკვე 6 მატჩს შეადგენს. ასეთი შედეგი ალბათ საქართველოს ნაკრების არც ერთ წინა დამრიგებელს არ ჰქონია... პრესა და ელექტრონული მედია ექსტაზშია, ქომაგებს კვლავ გაუჩნდათ რენესანსის იმედი და ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი...

არაა ეს ჩემი რეალი!

რაც ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, ჩემი სიმპათია მადრიდის სამეფო კლუბს ეკუთვნის. ადრე, 70-80-იან წლებში, ასაკიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მტკივნეულად განვიცდიდი ყოველი მატჩის შედეგს – გაგიჟებული დავრბოდი უნივერსიტეტის ბაღში, მიუნხენგლადბახის ბორუსიას 1:5 წაგება 4:0-ით რომ ამოვუღეთ, ანდერლეხტს კი 0:3-ის მერე ბერნაბეუზე 6:1 ვასიამოვნეთ! და პირიქით, დანა პირს არ მიხსნიდა ბაიერნთან ჩემპიონთა თასზე 1:4 წაგების მერე... ეჰ, კარგი დრო იყო! დათო ქლიბაძის კალეიდოსკოპი... ღამის ვოიაჟები ლენინაკანში,...

საკრალური კითხვა

როდესაც ვინმეზე მეუბნებიან, ერთი და იგივე შეცდომა მესამედ მოსდისო, ან პირდაპირ ვამბობ, რომ სულელია, ან (თუ საპატივცემულო პიროვნებაა) იგივეს, ჩემთვის, გულში ვფიქრობ! ახლა, როცა ვიგრძენი, რომ მორიგ შესარჩევს ბავშვური ენთუზიაზმითა და ურყევი ოპტიმიზმით ვხვდები, ეს კითხვა საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა! შუაქალაქისეული ქეთევანისა არ იყოს – კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა დამემართოს ერთი და იგივე? ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ... რვაჯერ?! უკვე მეცხრე ცდაზე ვართ! 1994 წლიდან დაწყებული მეცხრედ ვცდილობთ დაუძლეველი...