ბექა მინდიაშვილი

26 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

ქრისტიანობის სადღეგრძელო

ქრისტეს მოძღვრებამ აქ, საქართველოში, შინაგანი და გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, სიყვარულის, თავგანწირვის, თავისუფლების, შემწყნარებლობის, ჩაგრულის მხარდაჭერის, ქველმოქმედებისა და განათლებული რწმენის უნიკალური აქტებით შეისხა ხორცი;ქრისტიანობა, ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ ტრადიციაში, ესაა მცხეთელი ებრაელების ოჯახს შეფარებული უცხოელი, კაპადოკიელი ქალის ტრიუმფი, რომელიც მკაცრად გმობს ქრისტეს სახელით რელიგიურ და პოლიტიკურ ძალადობას, ქრისტეს მოძღვრების ცეცხლითა და მახვილით გავრცელების შესაძლებლობას...

თავისუფლების დასაცავად

უპირველეს ყოვლისა, თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ! რაღაც ჯგუფები, მედია ორგანიზაციები, მათი ინსტრუქტორები და შტურბმანფიურერები, რომლებიც საქართველოში შეუწყნარებლობის, ტოტალური ძალადობის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის, რასიზმის, ქალთა ჩაგვრის, სამოქალაქო დაპირისპირების პროპაგანდითა და შუღლის გაღვივებით არიან დღენიადაგ დაკავებული, უკლებლივ ყველა, სინამდვილეში გაცხადებული ან ლატენტური რუსეთუმეები, პუტინის დაკრულზე მოცეკვავეები, საქართველოსა და ჩვენი თავისუფლების მტრები არიან!ისინი არიან სერგო ორჯონიკიძის...

იუდას ღამე

ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამეიოანე. 13.301საღვთო ლიტურგიის დროს მართლმადიდებლები ღვინითა და პურით იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. მაგრამ, ეკლესიის სწავლების თანახმად, თუკი გულში ძვირი გვიდევს, უბრად ვართ მოყვასთან, ვაწყენინეთ ან შეურაცხვყავით ვინმე, ხოლო გულწრფელი პატიება არ გვითხოვია – ქრისტესთან ევქარისტიული შეხვედრა იუდას ზიარებად შეიძლება გვექცეს, რადგან ღმერთთან შერიგება ადამიანთან შეურიგებლად შეუძლებელია. ღმერთისა და ადამიანის თანაზიარების ეს...

ივანიშვილის გამოქვაბული

იგი ერთბაშად ორ, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულ პოზიციას იკავებს – ერთიდან თავსდება მეორეში. ამასთან, შინაგანი მარჯვედაა დამალული გარეგანში. მეგობრული და უწყინარი – გარეთ, მტრული და მომაკვდინებელი – შიგნით. მომაკვდინებელი თავის თავს პოულობს მხოლოდ საბოლოო აქტში.ელიას კანეტი პლატონი „სახელმწიფოში" აღწერს გამოქვაბულს, სადაც დაბმული ადამიანები...

პატრიარქის დროით

რამდენიმე, ერთმანეთთან მებრძოლი დრაკონი განასახიერებს putrefactio-ს, ელემენტების გაყოფისა და ფსიქიკური დეზინტეგრაციის მდგომარეობას. ფრთოსანი დრაკონი ცვალებად ელემენტს აღნიშნავს, მაშინ როდესაც უფრთო დრაკონი რაღაცა მდგრადის, მყარის, მუდმივის სიმბოლოა.— ალქიმიური სიმბოლიკის შესახებგაკურთხებთ, წეროთ ზღაპრები.— ილია მეორეამასწინათ პატრიარქი პრემიერს ესტუმრა და ძვირფასი მაჯის საათი უბოძა. ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ, თავი დავანებოთ საათის ღირებულებას, მით უმეტეს, რომ...

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის აღლუმი

უწმინდესო და უნეტარესო, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო, მღვდლებო და მონაზონნო, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, ვინც ღვთის სახელით აკურთხეთ და დალოცეთ ძალადობა და სიძულვილი, ვინც თანამდგომნი და მონაწილენი იყავით 17 მაისს ჰომოფობიის გასაპროტესტებლად გამოსულ მოქალაქეებზე სადისტური ნადირობისა, ვისაც სინდისი გქენჯნით, მაგრამ შიშისა და კონფორმიზმის გამო ჩუმად ხართ, ანდა, ვისაც სინდისი არ გაქვთ და ცდილობთ გაამართლოთ ჩადენილი უმძიმესი ცოდვა, მინდა გაუწყოთ, რომ თქვენ ამ დღეებში მარტო საქართველოს...

რუსეთი შინ და გარეთ

იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იდენტობის მთავარი ელემენტი, რუსულ-საბჭოური პოლიტიკური სივრციდან გასვლა და საპირისპიროდ, დასავლეთში საკუთარი ადგილის პოვნაა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აწყობას გულისხმობს. ამ სამუშაოს დასრულება გვიპასუხებს ფუნდამენტურ კითხვებზე: ვინ...

რუსულ-ქართული მარადისობის კანონი

„როგორც თებერვლის იას მარტის ყინვებმა შეიძლება მოუსპოს სიცოცხლე, თავისუფლებაც ასეთი ნაზი, ფაქიზი ბუნებისაა. იგი მარტო იქ ხარობს და ფესვებს იდგამს, სადაც ტრიალებს სული უფლისა”. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. 26 მაისი 1920 წელი   21 დეკემბერს პუტინმა გაიხსენა, რომ ადრე რუსეთის იმპერიაში „თბილისის გუბერნია შედიოდა და არავითარი საქართველო არ არსებობდა”, ხოლო...

წინასაარჩევნო თურქოფობია

„რამდენიმე წლის წინ ჩემს ყურამდე მოვიდა აგორებული ჭორი – საქართველო სამართავად იოლი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში მილიონ-ნახევარი მოსახლე უნდა დარჩენილიყო, აქედან ქართველები მხოლოდ 40%, ე.ი. სულ 600 ათასი. ამას თავის დროზე, შაჰ-აბასი, თემურ-ლენგი და სხვა ბარბაროსი დამპყრობლები ვერ ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, არც ჭორების ამყოლი ვარ და ეს ამბავიც...

დაბრუნება შუა საუკუნეებში

საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების მიწურულს დასვა ბაგრატის ტაძრის სრული აღდგენისა და ამოქმედების საკითხი. 1990-იან წლებში აქტიურად განიხილებოდა ესა თუ ის პროექტი, შეიქმნა არაერთი მაკეტი. დიდი კათედრალების მშენებლობა განვითარებული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. შუა საუკუნეების „კოსმოსს” აირეკლავს მათი სტრუქტურაც და ნიშანთა სისტემაც...