ბესიკ ნამჩავაძე

3 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

ინფლაცია – ფაქტები და მითები

2010 წელს საქართველოში, ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ინფლაცია იყო: ერთ წელიწადში ფასებმა 13.9%-ით მოიმატა. მარტში პროდუქციაზე ფასების ზრდა შეწყდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მიმოქცევაში არსებულმა ფულის მასამ კლება დაიწყო. ფოტო: ავტორი ავტორიშვილი გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქართველო 165-ე ადგილზეა – ანუ, შარშან, მსოფლიოს 164 ქვეყანაში, პროდუქციის ფასები ნაკლებად გაძვირდა. 184-დან 102...

ბოდიში, თქვენ გელით სტაგფლაცია

იანვრის ბოლოს, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობას ტვირთად აწვება, კიდევ უფრო საშიში მთავრობის პოზიციაა, რომლის მიხედვით, ინფლაცია 90%-ით საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ინფლაციის დონის შესამცირებლად რადიკალურ ზომებს არ გაატარებს – მეტიც, იგივე ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას გააგრძელებს, რამაც 12.3%-იან ინფლაციამდე მიგვიყვანა. ინფლაციას რომ ჭარბი ფულის მასა იწვევს, მსოფლიოს გავლენიანი ეკონომისტები ამაზე...

“ზემაღალი მოგება”

ტერმინს “ზემაღალი მოგება” მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში იყენებენ. ინგლისურად მისი შესატყვისი არ არსებობს. ინგლისური ბიზნესის ენაა, ბიზნესი კი “ზემაღალ მოგებას” არ იცნობს. მან მხოლოდ „მაღალი მოგება” იცის, რომლის სიდიდეც  სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ბოლო პერიოდში, ინფლაციის მაღალი ტემპის მიზეზებს მეწარმეებისგან „ზემაღალი მოგების” მიღების არგუმენტიც შეემატა, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უნისონში იმეორებენ....