დიმიტრი ავალიანი

1431 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი.
ტაბულაში მუშაობს 2010 წლის ოქტომბრიდან. მანამდე იყო ტელეკომპანია იმედის საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი, გაზეთ 24 საათის პოლიტიკური მიმომხილველი. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში და რადიოში. იყო რუსული ნოვაია გაზეტას საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში.
დაიბადა მოსკოვში 1975 წელს, 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

სტატიები

"ნეიტრალიტეტი" და "ბლოკგარეშე ქვეყანა"  - კრემლის უკვე დაცდილი სატყუარები

2007 წლის 6 თებერვალს მოსკოვიდან საქართველოში რამდენიმეთვიანი არყოფნის შემდეგ დაბრუნებულმა რუსეთის მაშინდელმა ელჩმა ვიაჩესლკავ კოვალენკომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. რუსეთმა საქართველოდან ელჩი 2006 წლის შემოდგომაზე, თბილისში რუსული დაზვერვის ოფიცრების დაკავების გამო გამოიწვია. მანამდე კი იყო რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე და მთელი რიგი ინციდენტები და პროვოკაციები კონფლიქტის ზონებში. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაიძაბა.თავისი პირველი საჯარო გამოსვლა დაბრუნების შემდეგ...

სახელმწიფო ინფანტილიზმი რუსეთთან ურთიერთობაში

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთს საჯარო წერილით 9 მარტს მიმართა, იმასთან დაკავშირებით, რომ 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში საეჭვო ვითარებაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ცხინვალის რეჟიმი აჭიანურებდა.პრემიერმა თავის წერილში “კონსტრუქციული დალოგისთვის” მზადყოფნა გამოთქვა, ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზადაა, მიაღწიოს რეალურ პროგრესს ჟენევს დისკუსიების პროცესში და “მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან...

როგორ მოხდა საქართველოს გასაბჭოება

1921 წლის 16-დან 25 თებერვლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა. ბრძოლას ხშირად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელით მოიხსენიებენ. ეს ორი ადგილი ცენტრალურ როლს თამაშობდა ტფილისის დაცვაში.იუნკრების თავდადებაც ამ ომის გამორჩეულად გმირული, თუმცა ცალკეული ეპიზოდია. მე-11 წითელი არმიის ნაწილები ბოლშევიკური აჯანყების მხარდასაჭერად საქართველოში 1921 წლის 11 თებერვალს...

სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში - “სიტუაციური ალიანსი” ხელისუფლების წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის დარღვევისთვის არ დააპატიმრებენ და საქართველოში მისი ექსტრადიცია არ მოხდება - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 16 სექტემბერს განაცხადა. სამიაგიეროდ, მისი თქმით, მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც სააკაშვილს საზღვარზე გადმოსვლაში ეხმარებოდა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მესაზღვრეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.მიხეილ სააკაშვილის შელახული უფლებების დასაცავად, უკრაინის ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად წონიანი სახე შეიკრიბა...

სომხეთი – იძულებითი არჩევანი

1 იანვრიდან, საბაჟო კავშირის საფუძველზე, რომელშიც რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი შედიან, ახალი გაერთიანება - ევრაზიული კავშირი შეიქმნა. 2 იანვარს მას ოფიციალურად საქართველოს მეზობელი სომხეთი შეუერთდა. ევრაზიული კავშირის წევრებს საერთო ეკონომიკური საზღვრები და საბაჟო ტარიფები აერთიანებთ. თუმცა, ერევანში ამ კავშირს ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ გაერთიანებად აღიქვამენ და სომხეთის მასთან შეერთების მიზეზებიც უმეტესად პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი...

არშემდგარი ტრიუმფი

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რიგით მეორე არჩევნები გახდა. ამ არჩევნებშიც გამარჯვება ქართულმა ოცნებამ მოიპოვა. თუმცა, უფრო მოკრძალებული შედეგით, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნების შედეგების თანახმად, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდაჭერა 62-დან 51 პროცენტამდე დაეცა. თანაც, ამჯერად ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო.[[{"fid":"53514","view_mode":"...

მაიდნის შიში

საქართველოში ევრომაიდნის გამეორების შესაძლებლობაზე, როგორც საფრთხეზე ქვეყნის სტაბილურობისთვის, ოფიციალური პირებიდან პირველმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ისაუბრა. მინისტრმა არეულობისთვის მზადებაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.„მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები. ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ...

„მიშა კუტაისკი”

საქართველოს მთავრობა პარტნიორ ქვეყნებში ქართულ დიასპორებთან თუ ბიზნესმენებთან კონტაქტების დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთში კარგად ცნობილ და არაერთგვაროვანი და სპეციფიკური რეპუტაციის მქონე პირებთან სიახლოვის დემონსტრირებას ახდენს.ასე მოხდა მიმდინარე წლის ინვარში, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ისრაელს ვიზიტით ეწვია. ერთ-ერთი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან გამართა. პრემიერმინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ამ შეხვედრის შესახებ აღინიშნა, რომ მას ისრაელის საგარეო...

არადამაჯერებელი სამართალი

„არავის სჭირდება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. ის კარგად ზის და კიდევ იჯდება", – ეს განცხადება 16 იანვარს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ასეთი პასუხი გასცა მან შეკითხვას ყოფილი პრემიერის ბრალდების თაობაზე, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ციხიდან ფარულად გაყვანასა და ზეწოლაში ადანაშაულებდა.14 იანვარს გამოქვეყნებული სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დასტურდება, ხოლო „მატროსოვის ციხეში" განთავსებული...

მაიდანი კრემლის წინააღმდეგ

კიევში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების მთავარი მიზეზი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჩაშლა გახდა. თუმცა, უკრაინის დედაქალაქში ყოფნისა და რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტზე დაკვირვების შედეგად ხვდები, რომ მიმდინარე მოვლენების მიზეზი მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხი არ არის. რომ არა ეს თემა, სახალხო მღელვარების საბაბი სხვა რამე გახდებოდა. ისინი, ვინც მაიდანზე დგანან, მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი გზა დარჩათ, რათა ქვეყანას, მათ და მათ ოჯახებს რაიმე პერსპექტივა და მომავალი გაუჩნდეთ.„...