დიმიტრი ავალიანი

1431 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი.
ტაბულაში მუშაობს 2010 წლის ოქტომბრიდან. მანამდე იყო ტელეკომპანია იმედის საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი, გაზეთ 24 საათის პოლიტიკური მიმომხილველი. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში და რადიოში. იყო რუსული ნოვაია გაზეტას საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში.
დაიბადა მოსკოვში 1975 წელს, 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

სტატიები

ოცნების ხანა

საქართველოს ახალი პრეზიდენტი და პრემიერი ჰყავს. 17 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცი სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა, გიორგი მარგველაშვილმა „მოკრძალებულ და არაპომპეზურ" ცერემონიალზე დადო. ინაუგურაციას არ ესწრებოდა არც ყოფილი პრეზიდენტი და არც ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მოკრძალებული იყო უცხოელ სტუმართა წარმომადგენლობაც – თბილისში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, ლიტვის პრეზიდენტი ჩამოვიდა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დელეგაციას კი USAID-ის ხელმძღვანელი მეთაურობდა.წინა პრეზიდენტის...

უკრაინის დაცემა

უკრაინის ხელისუფლების უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ქვეყნის საზოგადოებისათვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე გახდა ცნობილი, სადაც ამ დოკუმენტისთვის ხელი უმდა მოეწერათ.21 ნოემბერს ჯერ უმაღლესმა რადამ, მმართველი პარტიის ინიციატივით, უკვე მესამედ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას...

პუტინის ოლიმპიადა

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო – ახალი პრემიერი ამას რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების" პროცესის ნაწილად განიხილავდა. ფორმალურად გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც ამ სურვილის დეკლარირება პრემიერის მხრიდან მოხდა.საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2007 წელს რუსეთში ოლიმპიადის ჩატარებას მხარი დაუჭირა – იმ იმედით, რომ ეს დიდი საერთაშორისო მოვლენა რეგიონში სტაბილურობას მოიტანდა, რუსეთი კი...

ევრაზიული შეტევა

4 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა მოულოდნელი განცხადება, რომლის განმარტება მას შემდეგ არაერთხელ მოუხდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობს ევრაზიული კავშირის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა".კრიტიკას ამ განცხადების გამო ივანიშვილმა რამდენჯერმე უპასუხა –...

პაატა ზაქარეიშვილი: სამთაწყაროში ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვისაც ლოცვა უნდოდა და ამის საშუალებას არ აძლევდნენ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ტაბულას სამთაწყაროში ქრისტიანთა და მუსლიმთა დაპირისპირებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, მავთულხლართების გავლებაზე, აფხაზეთის რკინიგზისა და ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პერსპექტივებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა. ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ კონფლიქტების მოგვარების საქმე ბევრად უფრო სწრაფად წავა წინ, თუ იგი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღარ იქნება – ანუ უწყება სახელს შეიცვლის, რის საშუალებასაც, ზაქარეიშვილის თქმით...

მავთულხლართები დათმობების პასუხად

პირველად, რუსეთთან ურთიერთობის „დალაგების" პროცესის დაწყების შემდეგ, ახალმა მთავრობამ მოსკოვისგან მკაფიო მესიჯები მიიღო იმის შესახებ, რომ თბილისის მიმართ მისი მტრული პოლიტიკა არ იცვლება. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება გამოაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში კრემლის გაღიზიანებას ყოველმხრივ ერიდებოდა და გარკვეულ დათმობებზეც წავიდა.მაისში, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზოლზე განლაგებული რუსი მესაზღვრეები „საზღვრის" მოწყობას აქტიურად...

მმართველობის პირველი ნაბიჯები

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთავ­რო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და. მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­საწყის­ში ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გ­ნენ და სხვა­დას­ხ­ვა პრი­ო­რი­ტეტს ისა­ხავ­დ­...

ძალაუფლებისთვის ბრძოლა სამცხე-ჯავახეთში

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, პოლიტიკური ცვლილებები სამცხე-ჯავახეთშიც მიმდინარეობს რეგიონული სპეციფიკით. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით რეგიონისადმი ინტერესი და განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურება ორმა ფაქტმა გამოიწვია – ახალქალაქელი აქტივისტის, ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლებამ და ახალქალაქის საკრებულოს თხოვნამ რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირების თაობაზე. ტაბულა შეეცადა გაერკვია, რა ხდება რეგიონში – ვინ და რატომ დასვა რეგიონული ენის პრობლემა...

ზურაბ აბაშიძე: არ უნდა შევიქმნათ ისეთი განცდა, რომ რუსეთთან ყველაფერი მოვაგვარეთ და სადღესასწაულო ჟამი დადგა

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მიმდინარე დიალოგისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. რაღაც პერიოდი უკვე გავიდა, რაც ამ პოსტზე დაინიშნეთ. დიალოგი ორმხრივ ფორმატში დაიწყო, ჩატარდა შეხვედრები – როგორ შეაფასებდით დროის ამ მონაკვეთში თქვენს საქმიანობას და გამართლდა თუ არა ის იმედი,...

ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი ფედერაციის საბჭოდან გააძევეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყველაზე მდიდარი წევრი (სენატორი), ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი ვიტალი მალკინი 26 მარტს თანამდებობიდან გადადგა. ფედერაციის საბჭომ მისი განცხადება დააკმაყოფილა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის დატოვება მალკინმა კანონდარღვევებში მისი მხილების შემდეგ გადაწყვიტა. მალკინი ფედერაციის საბჭოში 2004 წლიდან...