დავით ბატაშვილი

4 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 11 თვე

სტატიები

ამერიკა და ჩინეთი — XXI საუკუნის საზღვაო პაექრობა

დღევანდელ მსოფლიოში აქტიური საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რუსეთთან დაკავშირებულ ამბებთან ერთად, ძირითადი ყურადღება ექცევა ახლო აღმოსავლეთს, ჯიჰადისტურ მოძრაობასა და ტერორიზმს. ეს ბუნებრივია საქართველოს პრობლემების და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. თუმცა, ობიექტურად, პირველი ადგილი თავისი გლობალური მნიშვნელობით დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში სხვა პრობლემას უკავია. ეს არის მასშტაბური გეოპოლიტიკური ჭიდილი ერთი მხრიდან ჩინეთს და მეორე...

მოგზაურობა სომხეთში

ცოტა ხნის წინ, ერთი პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდი ერევანში. იქ 12 დღე გავატარე და ამ პერიოდის განმავლობაში ვხდებოდი ადგილობრივ საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს. თავად ქალაქმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, კეთილმოწყობის დონით და ზოგადი გარემოთი თბილისს ჰგავს. მთლიანობაში, იქ თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ქუჩაში სიარულისას ზოგჯერ მავიწყდებოდა კიდევაც, რომ თბილისში არ ვარ.ერევნის ცენტრის ლაღი და ხალისიანი გარემო ერთგვარ კონტრასტში იყო იმ თემებთან, რის შესახებაც მიწევდა საუბარი...

ქაოსის სტრუქტურა

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს სამი გეოპოლიტიკური „თამაში". ერთი უკავშირდება რუსეთის მცდელობას, აღიდგინოს იმპერია; მეორე – ჩინეთის მიზანს, გააკონტროლოს მისგან აღმოსავლეთით მდებარე ზღვები; მესამე კი ახლო აღმოსავლეთში მიდის. დანარჩენი ორი „თამაშისგან" ის იმით განსხვავდება, რომ საკუთარ საზღვრებს გარეთ თავისი გავლენის დამყარებას ერთზე მეტი სახელმწიფო ცდილობს. თუკი პირველ შემთხვევაში ასეთი სახელმწიფო რუსეთია, ხოლო მეორეში – ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთში ამ ტიპის ამბიცია...

რას გვასწავლის პუტინი

2008 წლის ივლისის ბოლოს ავიღე შვებულება და 10 დღით ისრაელში წავედი. უკან დავბრუნდი 8 აგვისტოს, ადრე დილით. მანამდე კი, 7 აგვისტოს, ჯერ კიდევ ისრაელში ყოფნისას, ერთ-ერთი ქართველი ტურისტი, საქართველოში მყოფ ახლობლებთან ტელეფონით საუბრის შემდეგ, ძალიან წუხდა ცხინვალის რეგიონში გამწვავებულ მდგომარეობაზე. მე ვიცოდი, რომ სროლები იყო ივნისშიც და ივლისშიც, ამიტომ ვცადე მისი დამშვიდება და ვუთხარი, რომ სროლა კიდევ ჯერ არ ნიშნავდა იმას, რომ აუცილებლად ომი იქნება.2014 წლის თებერვლის ბოლოს ფეისბუქზე ერთმა...

რუსეთის გავლენის ეკონომიკური ბერკეტები ევროპაში

საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამ პრიორიტეტის რეალიზების შემადგენელი ნაწილია სომხეთის იძულება შეუერთდეს საბაჟო კავშირს, ზეწოლა მოლდოვაზე, რათა მან შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, მტრული პოლიტიკა უკრაინის და საქართველოს მიმართ, ისევე, როგორც მთლიანობაში ევრაზიული კავშირის შექმნისა და გაფართოების პროექტი.ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებისას, რუსეთს სურს, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან...

ბრძოლა უკრაინისთვის

მოვლენები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში, გადამწყვეტია არაერთი თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, მათი განვითარება და საბოლოო შედეგები დიდი ხნით განსაზღვრავს თვით უკრაინის ისტორიულ ბედს. ამის გარდა, ეს მოვლენები დიდწილად გადაწყვეტს იმასაც, რამდენად წარმატებული იქნება კრემლის პროექტი, რომლის მიზანია რუსეთის ყოფილ იმპერიულ სივრცეზე კონტროლის ხელახლა დამყარება. ამ თვალსაზრისით, უკრაინის მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც კრემლის მიერ უკრაინასთან...

საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რუსეთის პრობლემის მიმართ

აშკარაა, რომ ყველაზე დიდი საგარეო ფაქტორი, რომელიც მოქმედებს საქართველოს მდგომარეობაზე – რუსეთია. ეს იმდენად ცხადია, რომ ამას ჩვენთან თითქმის არავინ უარყოფს. არანაკლებ აშკარაა, რომ ეს ფაქტორი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს გარემოება ყველაზე თვალსაჩინოა, თუმცა ამით რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არ ამოიწურება. შესაბამისად, ის, თუ როგორ ახდენს საქართველოს ხელისუფლება რუსული ფაქტორის მენეჯმენტს, შეიძლება ჩაითვალოს მისი...

პროექტი

ბოლო დროს ლევან ვასაძე ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში. ის ამბობს, რომ არ არის და არც სურს იყოს პოლიტიკოსი, მაგრამ, ამავე დროს, თავადაც იქცევა პოლიტიკოსივით და მედიაც მის ქმედებებსა და გამონათქვამებს შესაბამისად აშუქებს. ზოგი ადამიანის თვალში მისი ბოლოდროინდელი აქტიურობის ცალკეული ეპიზოდი ხუმრობების წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ლევან ვასაძის პოპულარობის და გავლენის გაზრდის მიმდინარე მცდელობა არის პრაგმატულად გათვლილი პოლიტიკური პროექტი. მიზანმიმართული მზადება ამ პიროვნების...

სტალინის კულტი საქართველოში

2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, საქართველოში სტალინის ძეგლების აღმართვა დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში დადგეს ძეგლი სოფელ ზემო ალვანში, დეკემბერში სოფელ აკურაში, ხოლო 2013 წლის პირველ სექტემბერს – თელავში. თელავის მუნიციპალიტეტმა მალევე განაცხადა, რომ მოხდებოდა ძეგლის დემონტაჟი, თუმცა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის (ოქტომბრის შუა რიცხვები) ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა და გაურკვეველია, მოხდება თუ არა საერთოდ. ჯამში, თელავის გარდა, სტალინის ძეგლები ამჟამად დგას სოფლებში: აკურა, ვანთა, ზემო ალვანი,...

2012

შარშანდელი შემოდგომა ძირითადად იმდროინდელი შიდა პოლიტიკური მოვლენების გამო გვახსენდება. აგრესიული საარჩევნო კამპანია, საზოგადოების რადიკალური პოლარიზაცია, შემდეგ არჩევნები და მათი შედეგები, ხელისუფლების გადაბარება – ეს ყველაფერი ჩვენს ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტი პროცესები იმ პერიოდში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკით.ირანი და რუსული „დერეფანი სომხეთში"2013 წლის 19 აგვისტოს ისრაელის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიორა ეილანდმა...