დათო კოვზირიძე

53 სტატია 19 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

სტატიები

აი ია

ჩვენ – პუბლიცისტები, მწერლები, ჟურნალისტები – ბევრს ვწერთ და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საზოგადოების არაადეკვატურობა ევერესტამდეა ასული. ამას ხან სერიოზულად ვაკეთებთ და ხანაც ირონიულად, ვეძებთ მიზეზებს და გამოსავალს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრს, უბრალოდ, არ ესმის, რას ვწერთ და რას ვლაპარაკობთ. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით – სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ანბანით დავიწყოთ ურთიერთობა. მარტივად და პრიმიტიულად, ნუ მოგვერიდება ამის. რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ „თხა და გიგოს",...

ამოტრიალებული ქრისტიანობა

ასე მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ პრობლემის ჩანასახში და იქ გავაკეთოთ დასკვნები. პირდაპირ ტაბურეტკიანი „მღვდლიდან" ამოცანას ვერ ამოვხსნით. არადა, ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა და მისი ვერ, ან არასწორად ამოხსნა, კატასტროფამდე მიგვიყვანს.რუსთაველზე რა არ მინახავს, 9 აპრილით დაწყებული და სამარცხვინო სამოქალაქო ომით...

ტომი და ერი

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლისდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავანახეთ ყველას, რომ ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე უკვე კარგა ხანია გაჩერებულები ვართ. ხან წინ ვდგამთ მოკლე ნაბიჯს, ხან უკან, მაგრამ „ზედიზედ ორჯერს წინ“ ვერ მოვაბით თავი. რა მოხდა იმ სიმბოლურ ადგილას, ბიბლიოთეკას და ეკლესიას შორის, ყველამ ვიცით, თუმცა ერთ აზრამდე არ მივდივართ. აი, პირველი პრობლემა, რომელიც წინ არ გვიშვებს. ერთ აზრამდე იმასთან დაკავშირებითაც კი ვერ მივედით, კარგია თუ ცუდი, რომ ახალგაზრდა გოგოს „ქართველმა ვაჟკაცმა“...

დაკარგული ღირსება

ახლა რასაც დავწერ, მე მგონი, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გვახსოვს, ან არ გვინდა, რომ გვახსოვდეს, ან სულ უნდა ვიმეოროთ, რომ არ დაგვავიწყდეს. შეიძლება ეს მომაბეზრებელია, მაგრამ სხვა გზა არ არის... როდის ცხოვრობდნენ ქართველები კარგად? თუ ბოლო საუკუნეებს გადავხედავთ, პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება – კომუნისტების დროს, სამოციან-ოთხმოციანებში, როცა ჩვენს შენახვაზე სხვები ზრუნავდნენ. მანამდე სულ ომში და დავიდარაბაში ვიყავით, სულ ვიღაცას ვიგერიებდით, ვეფარისევლებოდით, ორგაზმს...

რა, სად, როგორ

ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას გთავაზობთ - შედით ნებისმიერ საშუალოზე დიდ ორგანიზაციაში, სადაც უნდა მოგემსახურონ, გიპასუხონ, რჩევა მოგცენ და ორ სხვადასხვა თანამშრომელს ერთი და იგივე კითხვა დაუსვით. ასეც შეიძლება - ამ ორგანიზაციაში ჯერ დარეკეთ, მერე იმეილი გააგზავნეთ და მერე მიბრძანდით. მერწმუნეთ, გამაოგნებელ შედეგებს მიიღებთ და ძალაუნებურად კიდევ ერთხელ დაფიქრდებით სალი კლდეებისა და სამოთხის კომბინაციაზე. მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფილის ორგანიზაციაში გაქვთ საქმე - პასუხების 99 პროცენტი...

ღვთიური ფიზიკა

     Почём опиум для народа - ოსტაპ ბენდერი. თორმეტი სკამი შენი არამართლმადიდებელი დედა მ****** - უყივლა გარდატეხის ასაკში მყოფმა ბიჭმა ფიჯელ მორაგბეს 24 ნოემბერს. სტადიონზე, თან ქართულზე, ვის არ შეუგინია, მაგრამ სიტყვა „არამართლმადიდებელი“ ძალიან უცნაურად გაისმა, მით უმეტეს ბავშვისგან და მით უმეტეს - მართლმადიდებლისგან. იმ მომენტში სასაცილო იყო, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ტრაგედიაა. 21-ე საუკუნის საქართველოს ტრაგედია. ჩვენთან ეკლესია ეკლესიაზე შენდება, იქ დასაქმებული ადამიანები შარშანდელ...

სახელმწიფო სამშობლო

მე თუ მკითხავ, ცოტა ზედმეტს და არასწორად ვფიქრობთ იმაზე, რასაც შინაგანად სხვადასხვა სახელს ვარქმევთ, სახალხოდ კი სამშობლოს ვეძახით. ჩვენ სულ სამშობლო გვაკერია პირზე - სუფრასთან ქანაობისას, სატელევიზიო გამოსვლებში, წითელ ხიდთან ამ სამშობლოდან კურდღელივით გაქცევისას, მიტინგზე, ინტერნეტში, სექსის დროს - ყველგან და ყოველთვის სამშობლოზე, მის მომავალზე ვფიქრობთ. უფრო სწორად, ვამბობთ, რომ ვფიქრობთ, რადგან არ იფიქრო სამშობლოზე, ეს მისი ღალატია. ასეა მოდაში. და რა არის საერთოდ სამშობლო? ადგილი, სადაც...

ათი მცნება არდადეგებისთვის

რამდენიმე დღეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე დისკუსია მიმდინარეობს. დეტალებზე ნუ შევჩერდებით, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. სხვადასხვანაირად, მაგრამ იცის. დრო საკმარისზე მეტი გვქონდა, რომ ეს ფუნდამენტური ამბავი ერთნაირად გვცოდნოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, არ გამოგვივიდა. როგორც ყოველთვის, ქართველებს არცერთი საერთო ეროვნული ინტერესი არ გვაქვს. თავი გავანებოთ იმას, თუ როგორ განვითარდა ნატოსთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკური კუთხით, რომელი განცხადება რას ნიშნავდა, რომელი სვლა...

KINGY

...მოულოდნელად შუქი მოვიდა. სასწაული იყო, მაგრამ მოვიდა. მაშინ ქართულ ენერგეტიკაში სასიამოვნო სიურპრიზები არ უყვარდათ – იდეალურ შემთხვევაში, ღამის თორმეტზე ქრებოდა და დილისკენ მოდიოდა. ამას გრაფიკი ერქვა. აქ კი თითქმის პირველი იყო და აინთო. შუქი აინთო და, თქვენ წარმოიდგინეთ, თამაშიც დაიწყო – მანჩესტერ სიტი საუთჰემპტონს ხვდებოდა მეინ როუდზე. იმ საღამოს მასპინძლების შვიდმა ნომერმა ორი გოლი შეაგდო ხუთ წუთში, აქედან ერთი ყველას გვახსოვს – ბურთი მიიღო, რაღაც იცეკვა, მცველების ნაწილი ტანით მოატყუა,...

ფიქრი დემოკრატიის პირას

ერთხელ, თბილისის მახლობლად აგარაკზე მყოფ ოჯახში, პატარა, 3–4 წლის გოგოს მშობლები გაუბრაზდნენ. გოგოს ეწყინა და სახლიდან წავიდა. ყველას ეგონა, რომ მეორე ოთახში იჯდა გაბუზული. ის კი ადგა და წავიდა. ჯერ სახლში ეძებდნენ, მერე ეზოში და მერე პანიკა ატყდა. თან ბნელდებოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, სახლიდან შორს, ტყისკენ, ვიღაცამ თეთრი ლაქა დაინახა, პატარა ადამიანი, რომელიც ძალიან საქმიანად მიდიოდა ტყისკენ და ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა. პარკში ეწყო: პამპერსი, კოვზი და მაწონი... ადამიანს მომავალზე...