დავით დარჩიაშვილი

4 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

2014-2017 წლების რუსეთი - ყირიმის პერიოდის პარკის პრეზენტაცია 23 ოქტომბერს გაიმართება

სერგეი მედვედევის „ყირიმის პერიოდის პარკი“ ალუზიას პირდაპირ გვთავაზობს.მაიკლ კრაიტონის სპილბერგისეული ეკრანიზაცია, ანუ გასართობად კლონირებული დინოზავრების ნადირობა მათ შემქმნელებზე, რაღაცით ნამდვილად წააგავს პუტინის მმართველობას. არ ვიცი, ამ უკანასკნელის დინოზავრული ბუნების გამღვიძებლად ბერეზოვსკის ოლიგარქია წარმოვიდგინო, თუ ყველაფერი თავისთავად და გარდაუვლად მოხდა, მაგრამ წიგნის შინაარსს რომ დავუბრუნდეთ, ერთი რამ ცხადია - ესაა ჟურნალისტის მახვილი თვალისა და ისტორიკოსის...

დარჩიაშვილი: დღეს საჭიროა გაწონასწორებული პოლიტიკოსები, ეროვნული თანხმობა

იმდენი გამოხმაურება მოჰყვა დათო ბაქრაძის ინტერვიუს, მეც ვალდებულად ვთვლი თავს, აზრი გამოვთქვა. ვინძლო ამ აზრის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა დამბლოკოს და მოეშვას საკუთარი თუ ჩემი დროის ფლანგვას: როცა არ გვესმის ერთმანეთის - ტაიმაუტი (მინიმუმ) ან დაბლოკვა (მაქსიმუმ) და მისი ჯანი.დათომ მიშას გაუწოდა ხელი ცივილიზებული ურთიერთობებისაკენ მოსაბრუნებლად. თან ინტერვიუშივე დააფიქსირა, რა ორგანიზაციული თუ პოლიტიკური აზრთა სხვაობა გაჩნდა მიშას უპირობო მომხრეებსა და "გამიჯნულებს" თუ "...

"ორ ცეცხლს შუა" ანუ მიშას ფენომენი

სოციალურ ქსელში ყოფნა გამოწვევაა, ანუ რისკი და შესაძლებლობა ერთდროულად. რისკი ისაა, რომ ერთს ამბობ, "მეგობარი" კი სულ სხვა ემოციით გპასუხობს და კონფლიქტებიც მრავლდება თუ ღრმავდება. შესაძლებლობა კი იქვეა - აზრთა გაცვლები ხომ აზროვნების ერთადერთი გზაა.დღეს ფეისბუქზე ისევ მიშას თემა დომინირებს. მე, როგორც "გამიჯნულთა" წარმომადგენელი, ორმხრივ კრიტიკას ვიღებ: კრიტიკის ერთი ხაზი, არსებითად, თავად "გამიჯვნის" დაუშვებლობას უკავშირდება - ჩემი დამოკიდებულებები მიშას...

ქართული პარტიული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები ენმ-ის მაგალითზე

ბოლო დროს სოციალური ქსელები ენმ-ის შიდა სამზარეულოს გარჩევის ასპარეზი გახდა. მე არ მჯერა ახალი ტექნოლოგიების სასწაულმოქმედი ძალისა და იმის, რომ ფბ ეპოქაში პოლიტიკური ტექნოლოგიები, ელიტის არსი და მასასთან ურთიერთმიმართება უკანმოუხედავად შეიცვალა. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არნახულად გაადვილდა, მაგრამ ადამიანური ვნებები ისევ ადამიანური ვნებებია და მეტ-ნაკლებად იგივე მოხდებოდა, მხოლოდ ტელევიზიის, გაზეთის და მიტინგების ამარა რომ ვიყოთ. ბოლოს ისევ მიტინგზე (ყრილობაზე) გადაწყდება ყველაფერი....

აქვს საქართველოში დემოკრატიას შანსი?

გააჩნია, რას ვგულისხმობთ დემოკრატიაში. ასევე, გასარკვევია, ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმი, რომლადაც, წლებია, საქართველოს „თავისუფლების სახლი“ მოიხსენიებს, თავისთავადი ღირებულებაა, დემოკრატიის სტადიაა თუ მისგან უნებური და დროებითი გადახვევა.ანტიკური საბერძნეთიდან, ანუ დემოკრატიის პირველსამშობლო ექსპერიმენტიდან მოყოლებული, „ხალხის მმართველობის“ ქვაკუთხედი პერიოდული კენჭისყრაა ყველა თანასწორუფლებიანი მოქალაქის მონაწილეობით. 1990 წლიდან ჩვენში არჩევნები იმართება. მართალია, 1992 წელს ხელისუფლება არჩევნების...

არ მინდა პარიზში

17 იანვარს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი ქართულ-რუსული დიალოგის მცდელობას გეგმავდა. ქართული დელეგაციის წევრებმა მასზე დასწრება ზედმეტად ჩავთვალეთ. მიზეზი შემდეგია: 2008 წლიდან ასამბლეამ 5 რეზოლუცია მიიღო. ქართულ-რუსული დიალოგის წინაპირობად 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვა და აფხაზურ-ოსური დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება გამოცხადდა. ბოლო, 2009 წლის რეზოლუცია რუსებს ჩვენი თანხმობით ერთგვარ შანსს აძლევდა – მოდით, დაიწყეთ...

ჩვენი დემოკრატიზაცია- მოდერნიზაციის მიმდინარე პრობლემატიკა

 თუ დემოკრატიზაციაში მთავარი საარჩევნო ინსტიტუტების გამართულობა და არჩევნებს შორის ანგარიშგება-მონაწილეობის მექანიზმთა განმტკიცებაა, მოდერნიზაციაში არსებითი სპეციალიზაცია და პროფესიონალიზმია – როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორებში. ანუ, საქმეში ნაცნობ-მეგობრობაც და პიროვნული ერთგულებაც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს კომპეტენციამ. ერთი პროცესი მეორის გარეშე ნაკლებწარმოსადგენია. მათ შორის კი ხიდის როლს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა თამაშობს.    ეს პროცესები...

ჩვენი დემოკრატიზაცია-მოდერნიზაციის მიმდინარე პრობლემატიკა

თუ დემოკრატიზაციაში მთავარი საარჩევნო ინსტიტუტების გამართულობა და არჩევნებს შორის ანგარიშგება-მონაწილეობის მექანიზმთა განმტკიცებაა, მოდერნიზაციაში არსებითი სპეციალიზაცია და პროფესიონალიზმია – როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორებში. ანუ, საქმეში ნაცნობ-მეგობრობაც და პიროვნული ერთგულებაც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს კომპეტენციამ. ერთი პროცესი მეორეს გარეშე ნაკლებწარმოსადგენია. მათ შორის კი ხიდის როლს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა თამაშობს. ეს პროცესები საქართველოში...

დრო, როგორც ჩვენში არსებულ დაპირისპირებათა ნიადაგი

26 მაისს აღლუმზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქში საათების სიმრავლის საჭიროებაზე ისაუბრა. საუბრის კონტექსტი აჩვენებდა, რომ საათი მისთვის მეტაფორაა - „ჩვენ არ შეიძლება დროს ჩამოვრჩეთ” - ასეთი იყო გამოსვლის პათოსი. ნათქვამში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ცნობილი სენტენცია „დრო ფულია”, ანუ შეგონება, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ფუჭი მეოცნებეობის ფუფუნება არავის უნდა ჰქონდეს. ამაზე, ალბათ, არავინ იდავებდა – არც პრეზიდენტის მხარდამჭერი და არც ოპონენტი. მაგრამ მგონია, რომ...