David J Smith

51 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 7 თვე

სტატიები

რას ნიშნავს სინამდვილეში #нтвлжет?

нтвлжет – ანუ НТВ იტყუება, რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის ოპოზიციის ახალი კამპანიაა. პროტესტის მიზეზად ტელეკომპანია НТВ-ს დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია” იქცა. ფილმს New York Times-მა ფსევდოდოკუმენტური უწოდა „კრემლის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული უკვე ცნობილი უხეში მეთოდების ნაკვალევით”. #нтвлжет აჩვენებს, რომ რუსი ხალხის გარკვეულ ნაწილს არ სურს კრემლში პუტინის ტრაგიკომიკურ დაბრუნებაზე თვალი დახუჭოს. Газпром-ის მფლობელობაში მყოფი ტელევიზიის წინააღმდეგ...

ამერიკის თავდაცვის ხარჯების შემცირება ყველას ეხება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 15 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალი აქვს. ეს თითქმის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებას უდრის. ხარჯების მკვეთრი შემცირება აუცილებელია. თუმცა, 2013 წლის თავდაცვის ხარჯების გეგმა, რომელიც გზას კონგრესისკენ მიიკვლევს, მნიშვნელოვნად თუ არ შეიცვალა, ამერიკაში ხარჯების კლების ათწლიანი ეპოქა დაიწყება. სუპერსახელმწიფოს ძლევამოსილება და საიმედოობა შეირყევა. ეს კი გავლენას მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, იქონიებს. როგორც ყოველ თებერვალს, ახლაც აშშ-ის...

ირანი – საუბარი ომზე

შესაძლოა, ირანი დასავლეთთან კონფრონტაციისკენ მიექანება, მაგრამ ამ წუთისთვის ომზე საუბარი ნაადრევია. ნებისმიერი მოსაზრება, თითქოს ვაშინგტონი და თბილისი რაღაც თავდასხმას გეგმავენ, უბრალოდ, ტყუილია. ყველაფრის მიუხედავად, სიტუაცია სერიოზულია – ის დრო, როდესაც ომზე საუბარი ნაადრევი ჩანს, შეიძლება სწრაფად გავიდეს. შესაბამისად, 2012 წელი უმნიშვნელოვანესი წელია. ირანი კი...

ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი: რუსეთის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი

სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პოლიტიკური ანალიტიკოსები გააოცა – მან 2012 წლის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რეჟიმის კანდიდატად პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ბევრის აზრით, ნაადრევად დაასახელა. მედვედევმა პარტია Единая Россия-ს მიმართა: „ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ყრილობა მხარს დაუჭერს პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ პუტინის, კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე”. ასე და ამრიგად, მქუხარე აპლოდისმენტების აკომპანირებით, რუსეთში არაფერი შეცვლილა....

ეს ბიჭები ომში არიან

გასულ თვეში, ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ის საზღვაო ძალების მე-2 საინჟინრო ბატალიონმა და 33-ე ქვეითი ბატალიონის ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ოპერაცია შავი ქვიშა ჩაატარეს. ჯარისკაცებმა, რომლებიც საბრძოლო პოსტ შუკვანზე არიან განთავსებულები, ლადარის ბაზარი გაწმინდეს იმპროვიზირებული ნაღმებისაგან. ეს ბაზარი მეამბოხეებმა დაიკავეს და ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილი ბაზრის გარეშე დატოვეს, სადაც მათ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ყიდვა-გაყიდვა შეეძლოთ. ახლა, ამერიკელები...

შევავიწროოთ კიბერმაფიოზები

დაახლოებით ამ დროს, სამი წლის წინათ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომში – ისტორიაში პირველ კომბინირებულ კინეტიკურ-კიბერომში – პირველი ტყვია ისროლა. ტყვია T-72 ტანკის 125-მილიმეტრიანი იარაღიდან კი არა, კომპიუტერის კლავიატურიდან გავარდა. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვებგვერდი – www.president.gov.ge – გამოუსადეგარი გახდა. პირველ თავდასხმას მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბერშეტევა მოჰყვა. დამოუკიდებელი ექსპერტების ანალიზმა რუსეთის ორგანიზებული დანაშაული...

თურქეთი: არჩევნებში გამარჯვება და ისტორია

ივნისს, თურქეთის ამომრჩევლებმა პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და მის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, ნდობა მესამე საპარლამენტო ვადით გამოუცხადეს. შედეგად, ერდოღანი და მისი მთავრობა თურქეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მრავალპარტიული დემოკრატია იქნება. თუმცა, სააღრიცხვო დავთრები ისტორიული ჩანაწერებისგან განსხვავდება. ერდოღანს ახლა თურქეთის...

დროა, ემბარგო გადატვირთვის პოლიტიკაზე დაწესდეს

როდესაც ერთი მუჭა დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ, საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობამ იკითხა, გამოიყენებდა თუ არა მოსკოვი ამ შემთხვევას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის საბაბად. თბილისელები დაინტერესდნენ, რა იცავდა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, 40-იოდე კილომეტრში განთავსებული რუსული ტანკებისაგან. რა და თავდადებული და ამაყი ქართული არმია, ერაყისა და ავღანეთის მისიების ვეტერანების ჩათვლით, რომელსაც, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, დასავლური სამხედრო...

9 მაისი: დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ

ამ კვირას მოკავშირეთა მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 66-ე წლისთავი აღინიშნება. ამ გამარჯვების თარიღად დასავლეთი 8 მაისს, ხოლო აღმოსავლეთი 9 მაისს მიიჩნევს. ამ თარიღით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომის მნიშვნელოვანი თავი დაიხურა – ომი წყნარი ოკეანის ზონაში კიდევ სამი თვე გაგრძელდა. სამი თაობის შემდეგ მოკავშირეთა ეს ეპიკური გამარჯვება ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ.   მეორე მსოფლიო ომის დასრულება ისტორიის რთული მონაკვეთია და...

მოსკოვი: უკუნეთი X საათზე

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსა და მის პარტიას თაღლითებს და ქურდებს უწოდებს. Livejournal.com-ზე, საკუთარ ბლოგში, ავტორი რუსეთში სიმდიდრისა და ძალაუფლების მქონეთა კორუფციას ამხელს. ნავალნის ეს მაფიოზთა ბანდის – კიბერმაფიოზების – ვიზიტად დაუჯდა. მათ – საქართველოზე რუსეთის 2008 წლის კიბერშეტევის მსგავსი ტექნიკით – Livejournal.com-ზე იერიში მიიტანეს. რუსეთში არჩევნების მოახლოებას, პუტინის და „სილოვიკების” არაპოპულარობის ზრდასთან ერთად, იქ...