David J Smith

51 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 hour

სტატიები

შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექიო

11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო რიხტერის შკალით 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რასაც 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა. ეს, 869 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო ამ რეგიონში, მსოფლიოში რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის კი მეოთხე. ეს ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოზე, უძლიერესი ფიზიკური დარტყმა გახლდათ. იაპონური ანდაზის მიხედვით, „შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექიო” – იაპონია ფეხზე წამოდგება. თუმცა ეს პროცესი, ახალი...

დაივიწყეთ გადატვირთვა; იშოვეთ ახალი მყარი დისკი

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის პოლიტიკის” მხარდასაჭერად, მოსკოვსა და კიშინიოვში შეიარა. რუსეთის ხილვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამერიკის პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მან ის მიღწევები ჩამოთვალა, რომლებიც გადატვირთვას მიეწერება, რუსი მასპინძლები ღიად გააკრიტიკა და მოლდოვის გავლით წავიდა, რამაც მოსკოვი გაანაწყენა. თუმცა ახალი არაფერი მომხდარა –...

ბევრი გამოწვევა – ერთი დიდი შესაძლებლობა

 რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ზუსტად რა – ჯერჯერობით  ნათელი არ არის. მოვლენათა განვითარება და ღრმა ანალიზი ნამდვილად გაახუნებს ზოგიერთ იარლიყს, რომელიც დასავლელმა რეპორტიორებმა იქ მიმდინარე მღელვარებას უცებ მიაწებეს – დემოკრატიული ხანძარი, Twitter-ის პირველი რევოლუცია და ა.შ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავარი მიზეზი საკვებზე ფასების მატება გახლდათ, რომელმაც განვითარებული სამყაროდან ახლო აღმოსავლეთის ჩიხში შესულ ეკონომიკებში შეაღწია. და იმ დროისათვის,...

მოსკოვის თამაშები კურილის კუნძულებთან დაკავშირებით

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიძი მაეჰარას მოსკოვში 11-12 თებერვლის ოფიციალური ვიზიტის დროს ცივად შეხვდნენ – ისე, როგორც ყველა დანარჩენს, ვინც კი ცივი ომის ყველაზე დაძაბული დღეების შემდეგ სტუმრობდა იქაურობას. იაპონია-რუსეთის ურთიერთობები ამ უკანასკნელის მიერ იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი კუნძულის, ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანისა და ჰაბომაის კლდეების 65-წლიანი ოკუპაციის გამო გაყინულია. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს კუნძულები კურილის ნაწილს შეადგენენ და ამ თემაზე საუბარი არ სურს....

ხანძარი ახლო აღმოსავლეთში

გასული წლის 17 დეკემბერს, ხილის გამყიდველმა, მოჰამედ ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ რადიკალური ფორმით მან ტუნისელი კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეებისგან დამცირება და ცემა გააპროტესტა. ამ ნაპერწკალმა დიდი ხანძარი დაანთო, რომელსაც ტუნისის პრეზიდენტის, ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის, გადადგომა მოჰყვა და რომელიც, ამ სტატიის დაწერისას, როგორც ჩანს, მთელ ახლო აღმოსავლეთს – მავრიტანიიდან იემენამდე – ედება. ხანძრის მასშტაბი და მისი სრული შედეგი, ჯერჯერობით, უცნობია. ასეა თუ ისე, ახლო აღმოსავლეთში ძალზე...

რუსეთის 2008 წლის თავდასხმა ისტორიულ პერსპექტივაში

ამ კვირაში 91 წელი შესრულდება იმ დღიდან, რაც დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა უარი თქვა ფართომასშტაბიან გეგმაზე, გაეერთიანებინა ანტიბოლშევიკური კოალიცია, მხარი დაეჭირა რუსეთის თეთრი გვარდიისთვის, დაემყარებინა კონტროლი კასპიის ზღვასა და ბაქო-ბათუმის დერეფანზე და შემდეგ უკვე ძალის პოზიციებიდან გაემართა მოლაპარაკებები საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ის-ის იყო ყალიბდებოდა. ამ გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური შედეგი საბჭოთა კავშირისთვის ევრაზიის ცენტრალური ნაწილის 70 წლით გადაცემა იყო. 1920 წლის...

მატლის წელიწადი

რამდენიმე დღეში კურდღლის წელიწადს შევეგებებით, ვეფხვისას კი გავაცილებთ. თუმცა შეგვიძლია 2010 წელს – და 2011-საც – მატლის წელიწადი ვუწოდოთ. Stuxnet-ი და Wikileaks-ი ორი მაგალითია იმისა, თუ როგორ შემოაღწევს ხოლმე მატლი – კომპიუტერულიც და ადამიანურიც – ჩვენს ცხოვრებაში. შედეგებს 2011 და შემდგომი წლების განმავლობაში სამ დონეზე – ტექნიკურ, ადამიანურსა და ისტორიულზე – ვიგრძნობთ. გასულ ზაფხულს, ვიღაცამ აშკარად შეიტანა Stuxnet-ის მატლი – სუპერკიბერიარაღი...

მედვედევი იღუშება

”გავიმარჯვეთ! 2018 წელს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ”, აღტაცებულმა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა Twitter-ით აუწყა თანამემამულეებს ახალი ამბავი 2 დეკემბრის საღამოს, ციურიხში ფიფას ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში. ეს დიდი  შემობრუნება იყო წარბებშეჭმუხნილი მედვედევისთვის, რომელმაც ერთი დღით ადრე დემონსტრაციულად მიატოვა ეუთოს სამიტი ასტანაში. რუსეთს მაგრად მოხვდა სამიტის გახსნის დღეს და მედვედევმა გადაწყვიტა, აღარ აეტანა მეორე დღესაც ეს დარტყმა....

NATO ლისაბონში: ზომიერი წარმატება

სამიტის ხმაურიანმა რეკლამირებამ, რომელსაც, ძირითადად, NATO აწარმოებდა, დამკვირვებლებს გადაჭარბებული მოლოდინი კი გაუჩინა, მაგრამ 19-20 ნოემბრის NATO-ს სამიტი ლისაბონში ზომიერ წარმატებად შეიძლება შეფასდეს. ალიანსმა რამდენიმე მოზომილი ნაბიჯი გადადგა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ოსტატურად აარიდა თავი რამდენიმე პოლიტიკურ ნაღმზე დაბიჯებას და განსაზღვრა ის დიდი სამუშაო, რომელიც მას ელის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც, ალბათ, ლისაბონში გაკეთდა, NATO-ს გამოცოცხლება იყო. ირონიულია, მაგრამ მაშინ,...

კიბერომი!

 ელექტრონული ომი ირანის წინააღმდეგ”, უთხრა New York Times-ს ირანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. ალბათ, ვერასდროს შევიტყობთ ამ ომის დეტალების ან მასშტაბის შესახებ, მაგრამ ცხადია, გასულ ზაფხულს რაღაც აირია ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამების კომპიუტერული კონტროლის პროცესებში. შემდეგ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ Stuxnet-მა – სუპერკიბერიარაღმა – ირანის ყველაზე მგრძნობიარე კომპიუტერულ...