David J Smith

51 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

ამერიკის ჩაის წვეულება

მომავალ კვირას ამერიკელები, ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, პოპულარობის მნიშვნელოვანი ვარდნის მოწმენი გახდებიან. ობამა არ იყრის ამ არჩევნებში კენჭს, მაგრამ მისმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს. 2 ნოემბრის არჩევნებზე გამოვლენილი უკმაყოფილება კი პრეზიდენტს პოლიტიკისა და პერსონალის შეცვლისკენ უბიძგებს, რადგან მას წინ 2012 წლის არჩევნები ელის, სადაც ფსონად მისი თანამდებობა დაიდება. თუმცა, ობამას საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებას ნუ ელით – ამ არჩევნებში...

მისტრალი სცილასა და ქარიბდას შორის

მაშინ, როდესაც ფრანგი მაღალჩინოსნები ლაჟვარდოვან სანაპიროზე აგვისტოს მზეს ეფიცხებოდნენ, ზოგ მათგანს ნამდვილად ეგონა, რომ ეს დამსახურებული დასვენება იყო იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო ვერტმფრენმზიდი ხომალდის, მისტრალის, მიყიდვას ეხებოდა. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარმა ზღვა ააზვირთა და ის, რაც მათ თითქმის დასრულებულ ექსკლუზიურ მოლაპარაკებად მიაჩნდათ, უცბად გახურებულ საერთაშორისო შეჯიბრად აქცია. სექტემბრის დასაწყისში პარიზში დაბრუნებულების...

თურქეთის არჩევანი: Evet თუ Hayir?

12 სექტემბერს თურქმა ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს 26 საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლებიც პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ იყო ინიცირებული. 58% მომხრეთა ხმებმა გააძლიერა ერდოღანის ხელახლა არჩევის პერსპექტივა 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც მას ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ თურქეთის პრემიერ-მინისტრად აქცევს ქემალ ათათურქის შემდეგ. თუმცა, რეფერენდუმში გამარჯვება ასევე ქმნის კონფლიქტს ერდოღანის რელიგიური ორიენტაციის მქონე სამართლიანობის და განვითარების პარტიასა და თურქეთის ტრადიციულად...

ნიუ იორკში მეჩეთის მშენებლობის იდეა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს

ამერიკისათვის ჩვეული ზაფხულის სიწყნარე წელს კამათმა დაარღვია იმ გეგმის შესახებ, რომელიც მეჩეთის აგებას ითვალისწინებს ორიოდ კვარტალში ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან, ანუ ადგილიდან, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა მიწასთან რომ გაასწორეს და ხალხმა „გრაუნდ ზერო” შეარქვა. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი მეჩეთის აგებას ემხრობიან, ამერიკელთა 70% კი, CNN-ის გამოკითხვის თანახმად, წინააღმდეგია. დებატები და მათი შედეგი მნიშვნელოვანია არა მარტო ნიუ...

მსოფლიო ჩემპიონატი ტერორიზმში

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის პირველი ტაიმი იწურებოდა, როდესაც იმედგაცრუებისა და შვების ნაზავის ხმა გაისმა რესტორნებიდან და ბარებიდან მთელ მსოფლიოში. ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა, არაჩვეულებრივად დაიცვა კარი. ზუსტად ამ დროს ხმა გაისმა კამპალის ეთიოპიური სოფლის რესტორნიდან - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ფეხბურთის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილას. ორიოდ წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ხალხით სავსე კუადონდოს რაგბის კლუბში. გეგონებოდა, ავღანეთი აღმოსავლეთ აფრიკაში გადმოიტანესო...

როცა რუსეთი იღიმის

მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკამ ალჟირი დაამარცხა, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კალიფორნიაში ჩავიდა ინტენსიური დიპლომატიური ტურის დასაწყებად. ფულისა და ტექნოლოგიების ძიებაში „სილიკონის ველი” გაღიმებულმა მოიარა. ვაშინგტონშიც გაღიმებულმა მოისმინა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თუმცა, შემდეგ მატჩის მიმდინარეობა მოულოდნელად შეიცვალა - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში...

შუა აზია: „გადატვირთვა” არ უშველის!

7 აპრილს მსოფლიო ცდილობდა, მიეკვლია რუსული ანაბეჭდისთვის ყირგიზეთის გადატრიალებასა და პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის ჩამოგდებაში. ამერიკის მაგალითიდანაც ჩანს, რომ რეჟიმის შეცვლამ შეიძლება სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მოსკოვს კარგად გამოსდის დამსხვრევა, მაგრამ არ შეუძლია გატეხილის შეწებება. კვირებიც არ დასჭირდა ეთნიკური ყირგიზებისა და უზბეკების ერთმანეთთან გადაკიდებას. პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას დროებითი მთავრობა უუნარო ან უნებისყოფო აღმოჩნდა უზბეკების დასაცავად ყირგიზული...

ისრაელის დადანაშაულება თავიდან ბოლომდე მიუღებელია

31 მაისის დილას თურქულ გემ მავი მარმარას გემბანზე ვერტმფრენიდან ისრაელის კომანდოები გადმოსხდნენ. მათ ხელი შეუშალეს ეგრეთ წოდებულ მშვიდობის აქტივისტებს ღაზას სახმელეთო ზოლამდე მიღწევაში. ამ ნაპირს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს. გემბანზე მომხდარი შეტაკება გადაიზარდა საერთაშორისო თამაშში - „დააბრალე მსხვერპლს”. ჩვენ, საქართველოში, კარგად ვიცნობთ ამ თამაშს. თუმცა, ისრაელის დადანაშაულება იმაში, რომ მან თავი დაიცვა, უგულებელყოფს ფაქტებს და იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც...

ბირთვული სამბა

დასავლელი დიპლომატები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი სანქციების დასაწესებლად მზად იყვნენ, როდესაც 17 მაისს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ინასიო ლულა და სილვემ და ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თეირანში, გამარჯვების ნიშნად ზემოთ აწეული, გადაჭდობილი ხელებით გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული საქმიანობის ირგვლივ არსებული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა იყო. ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეთანხმებამ რამე მნიშვნელოვანი...