დალი კრიხელი

12 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

MANDARI – GEORGIAN FUSION

შარშან აპრილში, ერთ-ერთ ახლადგახსნილ ქართულ რესტორანში ვისხედით, თბილისის ძველ უბანში. ოთხი-ხუთი უცხოელი სტუმარი და ამდენივეც – ქართველი მასპინძელი. სადილის შემდეგ სტუმარი ინგლისელი ქალბატონი მომიბრუნდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საუბარი კულინარიაზე გამიბა. „იქნებ ამიხსნათ, სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ წელს თუ არა, ყოველ მომდევნო წელს საქართველოში ჩამოვდივარ; ნაირ-ნაირ რესტორნებში მპატიჟებენ, ახლებში თუ ძველებსა და კარგად გამოცდილებში, მაგრამ სადაც არ...

კულინარიული დიპლომატია

 მშიერ კუჭს რომ ყურები არ აქვს, ჩინელებმა დიდი ხანია იციან. ევროპაში ამ თემაზე გამოთქმული ერთ-ერთი პირველი დაკვირვება ლეგენდარულ ფრანგ მზარეულს, მარი-ანტუან კარემს ეკუთვნის: „კულინარიული ხელოვნება დიპლომატიის ნაწილია და ყველა პრემიერ-მინისტრი ამას ემორჩილება”. უდავოდ, კულინარია ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა საფრანგეთის სახელმწიფო საქმეებში, როგორც ქვეყნის გარე, ასევე შიდა საქმეების მოსაგვარებლად.  ტომ სტოპარდის თანაავტორობით შექმნილი ფილმი – „ვატელი” (...

ბან თაის სამზარეულო

 ბან თაის სამზარეულოს სივრცე მინიმალური ძალისხმევით რესტორნად გადაკეთებული ბელეტაჟის ბინა, უფრო სწორად ერთი დიდი ოთახია, სადაც ჯერ კიდევ ძველი მობინადრის პარკეტზე ადგამ ფეხს. ბან თაის სამზარეულო ვერც შთამბეჭდავი ატმოსფეროთი და ვერც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით მოიწონებს თავს და არც კერძები გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალურობით. და მაინც, თაბუკაშვილის ქუჩაზე ეულად მდგარი ეს ტაილანდური რესტორანი, უკვე წლებია, ამერიკელი ექსპატრიოტების თუ ბრიტანელი ტურისტების ფავორიტად რჩება. ქართველი...

LOFT New American

ამ შუა ზაფხულში მოულოდნელად კარგი ამბავი მოხდა, გიხაროდენ, ამერიკელო ექსპატრიოტებო, ამერიკაში სტუდენტობაგამოვლილო ხალხო და თქვენც, ყოფილო ემიგრანტებო! იხარეთ ყველამ, ვინც ამერიკული სამზარეულოს ნოსტალგიას განიცდით, ვისაც, დღისითა თუ შუაღამით ნამდვილი ჩიზსბურგერი ანდაც ბუფალოს ქათმის ფრთები ენატრება. გასულ ხუთშაბათს, მოსაშვილის ქუჩაზე საქართველოში პირველი ახალ-...

ამერიკული სამზარეულო ტრადიციები

რთულია რამდენიმე პარაგრაფში დაახასიათო ისეთი ფართო და მრავალფეროვანი ქვეყნის სამზარეულო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ევროპული კულინარიის – იტალიური, ფრანგული თუ ესპანური ტრადიციების იმპორტმა ამერიკულ მიწაზე არსებითი სახეცვლილება განიცადა. საუკუნეების განმავლობაში ამერიკული სამზარეულო ივსებოდა და მდიდრდებოდა ჩინელი, აფრიკელი თუ ებრაელი იმიგრანტების მიერ. და მაინც, იმ ინგრედიენტების მრავალფეროვნების მიღმა, რომელიც თანამედროვე, განსაკუთრებით კი ახალამერიკულ სამზარეულოში გამოიყენება...

ღვინის მატარებლის შეფი:კელი მაკდონალდი

ივნისის პირველ კვირას საქართველოს ამერიკელი შეფ-მზარეული კელი მაკდონალდი ეწვია. კალიფორნიელი მზარეული საქართველოს აშშ-ის საელჩოს მოწვევით ესტუმრა, იმოგზაურა, მასტერკლასები გამართა ბათუმსა და თბილისში, დააგემოვნა ქართული სამზარეულო, აღფრთოვანდა ქართული ღვინითა და მეგობრული სადილი მოამზადა ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის რეზიდენციაში. ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც მაკდონალდმა თბილისის მზარეულთა სკოლა „იკარუსში” გამართულ მასტერკლასზე მოამზადა, მომდევნო გვერდზე გთავაზობთ. უშუალო, სანდომიანი და...

ვონგი

 ამაღლებული ბაზალტის კიბეებით მაღალ ბელეტაჟზე ადიხარ, კარებს შეაღებ და შენ წინაშე საუცხოო, ეკლექტური დეკორი იშლება: ლითონისფერი, გარდამავალი დაფნისფოთლისფერში, მრგვალზურგიანი ლურჯი სკამები, წნეხის ქვეშ დასტებად ჩალაგებული გაზეთები, პოლირებული ხის მაგიდები და ღია პიტნისფერი გამჭვირვალე ჭიქები. განათებად – ბრინჯის ქაღალდის ფარნები ან გირჩის ფორმის სპილენძის სანათები: თითქოს ჭერში შეკიდული აღმოსავლური ჯამ-ჭურჭელი. ტიბეტური მოტივები კედლებზე და მოხდენილ, აბრეშუმის მოჩითულ ტანსაცმელში...

ევროპის სახლი

  შალვა დადიანის ქ. 2. თბილისი, 0105 უბანი: სოლოლაკი ტელ: 470310/470312 სამზარეულო: ქართული ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი ფასი: 80ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით) პარკინგი: დადიანის ან ლესელიძის ქუჩაზე...

რესტორანი აჭარა სასტუმრო HOLLIDAY INN

  თბილისი 0171 უბანი: საბურთალო ტელ: 300 099 სამზარეულო: შერეული საათები: ყოველდღე, 09:00 - 23:00 (საუზმე, სადილი, ვახშამი) ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი ფასი: 120ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით...

ქართული სამზარეულო

ახლახან, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სქელტანიანი კულინარიული წიგნი-ალბომი „ქართული სამზარეულო” გამოსცა. ალბომში თავმოყრილია 90-მდე ქრესტომათიული რეცეპტი, სათითაოდ დასურათებული, ვარიანტებით, რჩევებითა და პიქტოგრამებით (მომზადების დრო, ულუფების რაოდენობა). ეს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამოცემა ნამდვილად ყურადღების ღირსია, მით უმეტეს, რომ საქართველოში კულინარიული ლიტერატურით განებივრებული არ ვართ. არადა უცნაურია, ქართველი უმადობას არც დღეს და სავარაუდოდ არც წარსულში უჩიოდა და...