დავით პაიჭაძე

8 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

De Civitate Bidzinae

...მიდიოდა რა ჩვენგან, უფრო ზუსტად, პრემიერის პოსტიდან, ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა თითქმის ენიგმატური სიტყვები: „არსადაც არ მივდივარ, მე მოვდივარ ოცწლიან ციკლში". ოდნავ შორსმჭვრეტელი მოქალაქეები იმთავითვე დაინტერესდნენ, როგორი იქნებოდა ფორმალურად კერძო პირის, რეალურად კი სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის პატრონის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და აჰა, მათ მიიღეს პასუხი.ძველი რომის რესპუბლიკური წყობა მინიმუმ ოცი წლის განმავლობაში ირღვეოდა. საბოლოოდ, ძველი წყობის ყველა დამცველი...

ბიძინა ივანიშვილის მითოსური პარადიგმები

მითოსისა და რეალობის შეპირისპირება, რეალობაში მითოსური პარალელების ძიება ადამიანის უძველესი ვნებაა. ამსგავსო რეალური კაცი მითოლოგიურ პერსონაჟს, ქცევითი მოდელები და სიტუაციები მითოლოგიიდან მიუყენო სინამდვილეს – თითქოს გვეხმარება გავიცნობიეროთ, რომ ახალი მზის ქვეშ არაფერია.ერთხელ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, მეორე ქრისტე ხარო. თუმცა, ეს უფრო ისტერიული აღტაცების შედეგი და ავანსად გაცემული ტროპი იყო. ბატონმა ბიძინამ, მართალია, შეიფერა ეს ჰიბრისული შედარება, მაგრამ მისი სიზუსტე არაფრით...

ქართული ოცნება და ქართული ზღაპარი

ქართულ ხასიათზე მსჯელობისას ზღაპრის გმირი პირველად, მგონი, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების დასაწყისში გამოიხმეს, როცა გურამ ასათიანის წიგნს აკაკი ბაქრაძე გამოეხმაურა და დისკუსიის ნაწილი ნაცარქექიას ავ-კარგს შეეხო. ხასიათის ეთნიკური ნიშნით განსაზღვრა, შესაძლოა, ფრიად სადავო იყოს და ზღაპრებზე დაკვირვებაც უფრო საგულისხმო გამოდგეს არა იმდენად ხასიათის გასაგებად, რამდენადაც ურთიერთობებზე, მიდგომებზე, კულტურულ პარადიგმებზე დასაკვირვებლად.ქართულ ზღაპარში, მაგალითად, მოულოდნელად აღმოაჩენ მენცარულ...

ყეენი და ნაცები

„შენი ძალა შენსავე ოსტატურ გამონათქვამებშიუნდა იყოს... შენი ენა შენსავ მახვილადაქციოო უნდა, უთქვამთ ბრძენებსა".ფარაონის მრჩეველი,გ. დოჩანაშვილის პერსონაჟისაქართველოს პრემიერმინისტრის თითოეული ვრცელი გამოსვლა – ლინგვისტური ყეენობაა, სადაც ყეენის როლს ენა ასრულებს. არაპროფესიონალი მსმენელისათვის ეს არის ჩვეულებრივი სანახაობა, „დასაფრებული" ფილოლოგისთვის კი – ერთგვარი რიტუალი, რომელშიც ენა-ყეენი უჩვეულოდ და შეუფერებლად აღკაზმეს, თან ძალაუფლებით შემოსეს (პრემიერის სიტყვაა, ბოლო ბოლო) და თან...

პირთა წკვარამი

Красный факел не погас,– Хунвэйбины среди нас.„ლიაპის ტრუბეცკოი", ბელარუსული პანკჯგუფი...ქართულ ენას (და ალბათ, ყველა ენას) აქვს როგორც სტანდარტული, ისე ამოუცნობი შესაძლებლობები; მაგალითად, სიტყვა „ქათამი" შეიძლება აღნიშნავდეს შინაურ ფრინველს (საღსალამათსაც და შემწვარსაც), ქერქეტა ქალს და პასიურ ჰომოსექსუალ მამაკაცს. ამასთან, ეს...

ენით ჩაკოდილი

პრემიერზე ან კარგი ან არაფერიიქცა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საჯარო ფიგურად, დაკვირვებულმა მოქალაქეებმა ეგრევე შენიშნეს: ის უკეთ კითხულობს დაწერილს, ვიდრე ლაპარაკობს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, თავად დაწერა თუ რეფერენტები დაეხმარნენ. დაწერილი ტექსტის კითხვისას პრემიერი მშვიდი და მკაფიოა, მისი შეტყობინებების შინაარსი – გასაგები. სამაგიეროდ, ზეპირი, „უშპარგალკო" ლაპარაკის დროს ქვეყნის კონსტიტუციურად მესამე პირი უფრო უშუალოა, უფრო გულწრფელი, თავისუფალი და ეგებ უფრო იდენტურიც თავის თავთან....

ტრადიცია და თანამედროვეობა

თბილისის იუსტიციის სახლიდან მტკვარგაღმა რომ გაიხედავ, მოჩანს ერთი კარგად ცნობილი აღმართი, რომელსაც აივლი და ჩუღურეთიდან ავლაბარში მოხვდები. აღმართს ელენე ახვლედიანის სახელი ჰქვია. სწორად ჰქვია: თავს ცოტა ძალას თუ დაატან, ეგებ იფიქრო, რომ იმ აღმართის სიმაღლიდან შეიძლება დაგენახა ძველი თბილისი, როგორიც ის არის ხოლმე ელენე ახვლედიანის სურათებზე. მეტეხის ეკლესიიდან ჯერ მეტეხის აღმართს და მერე მეტეხის ქუჩას თუ შეუყვები, ანაც ურბნისის ქუჩას, ავლაბრის მთავარ ავენიუმდე ერთ პატარა ფოლორცს გადაკვეთ –...

უნებლიე, ქაოტური ჰარმონია

რა გვინდა ვიცოდეთ პოლიტიკოსზე და პოლიტიკოსისგან? თან იმისგან, მთავრობის და ქვეყნის ლიდერობა რომ სურს? გულუბრყვილოდ ვფიქრობ, ჟურნალისტს ეს ორი შეკითხვა შეიძლება ექცია ათვლის წერტილად ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენციაზე წასასვლელად მზადებისას. უუნარობა, არათუ დასვა, არამედ თუნდაც გაიფიქრო რელევანტური შეკითხვები – ეს აჩვენა ჟურნალისტების საგრძნობმა ნაწილმა 1 ნოემბერს, დღის ოთხი საათიდან ექვსის ნახევრამდე. პოლიტიკის სპეციფიკური გაგების ინერცია ქართულ ჟურნალისტიკას შევარდნაძის დროიდან მოჰყვება....

შაშკინი და ინგლისურის დაცვა

 „რა იქნება, თავი რომ დამანებოთ?” აკა მორჩილაძე, „გადაფრენა მადათოვზე და უკან” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შარშან განაცხადა, რომ აპირებდა შესულიყო სასკოლო სახელმძღვანელოთა ბაზარზე. სამინისტროს ეს გამოუვიდა. ჩვენ ამ მიღწევის ერთ წახნაგს მივაპყრობთ მზერას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით ინგლისურ ენაში სკოლები – ჯერ მხოლოდ დაწყებით საფეხურზე – ერთადერთი სახელმძღვანელოს ამარა დარჩნენ. 2011 წლის სექტემბრამდე...

როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი

„ფუნაგორიების” გამოცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საქართველოში, სადაც ხელისუფლება უარს ამბობს მწერალთა მომსახურებაზე: არც მწერალთა კავშირს ინახავს, არც მწერლებს აყვირებს თავის სასარგებლოდ, არც პრივილეგიებს უნაწილებს უთანაბროდ და არც იდეოლოგიურ შეკვეთებს იძლევა. ფუნაგორია ყველაზე ხშირად არის გალექსილი ინვექტივა, რომელსაც ავტორი უძღვნის რომელიმე მწერალს, მის ქცევას, ნაწარმოებს, მოვლენას ლიტერატურაში და მის გარეთ. ფუნაგორიას ამავე დროს ე.წ. ნეხვის ხოჭოსაც ეძახიან. ის ქართულ...