სინათლე ჩვენს ფანჯრებში?
...ბოლო 12 წელი ერთად ვიყავით. ჩემი რომ გახდა, არაფერი აკლდა – ლაზათი ჰქონდა, ძალაც მოსდევდა, ბევრის უფლებას მაძლევდა, უხმოდ დადიოდა კი არა – მოცეკვავესავით დანარნარებდა. სიამოვნებით ვხმარობდი. მაგრამ დრომ და ასაკმა თავისი უყო. რაღაცნაირად,...
პრაგმატული ლირიკა
წიგნით მოვაჭრეთა ამასწინანდელი გასტუმრება თბილისის ქუჩებიდან რამდენიმე განმარტებას მოითხოვს – მერიისა და საკრებულოსგან არა. ჩვენგან, მოქალაქეებისგან.
სწორი ნაბიჯია, როცა ყველის, ვაშლატამას, კარტოფილისა და სხვა ასეთი სიკეთეების ქუჩაში გამყიდველებს გამოუყოფ ტერიტორიას და იქ მოუყრი თავს. ეს მეთოდი ქალაქის მერობისას ჯერ კიდევ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, როცა დინამოს სტადიონის მეავეჯენი ნაძალადევში გადაიყვანა სავაჭროდ. ახლა ვისაც მეორადი ან აქ დამზადებული ავეჯი უნდა, ჯერ კიკვიძის ბაღთან...
ხიჭვი ანუ სტალინის ბოლო გადასახლება
„განათების მიზეზი ხარ,
მიწას შენი შერჩა შუქი,
სამოცი მზის ფრთებზე ზიხარ,
ვით ზღაპრული მზეჭაბუკი”.
სტალინისადმი,
ალექსანდრე აბაშელი
თბილი საღამოა. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ნაწილი ხალხით გავსებულა. ადამიანები დუმან და თავები აუღერიათ. აქა–იქ ხმადაბალი საუბარი ისმის. იგრძნობა მსუბუქი დაძაბულობა. მოედანზე აღმართულ ძეგლს დიდი ამწე მისდგომია. მუშები სკულპტურას სქელ ტროსს ახვევენ. ფუყე ტოტემი მალე დაემხობა. მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ მოქალაქეებს...
მამრი მედეა და ტექსტის დაბადება
რას ელოდები ლაშა ბუღაძისგან? სიცილს, მარტივ სიუჟეტს და თითქმის ერთგანზომილებიან პერსონაჟებს. ჰო, კიდევ იოლ კითხვას. ოღონდ მისი ბოლო რომანები ასეთ მოლოდინს მთლად არ ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, ბუღაძის გმირები ნელა, მაგრამ თანდათან რთულდებიან. „ლიტერატურული ექსპრესი” ლაშა ბუღაძის პირველი წიგნია, რომელშიც ის ბევრი მწერლისათვის ჩვეულ თემას ამუშავებს – ესაა, რუსი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, Из какого сора растут стихи: როგორ იქმნება ლიტერატურული ტექსტი. რომანის პერსონაჟები ერთთავად პოეტები და...
გზაზე ერთი ქალი მიდიოდა
ვალერია ნოვოდვორსკაია – რუსეთის დემოკრატიული კავშირის დამფუძნებელი და ლიდერი. 19 წლისა იყო, კაგებემ პირველად რომ დააკავა – ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის. ორი წელი იძულებით გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სამჯერ გაასამართლეს დისიდენტური საქმიანობის გამო. ოთხი წიგნის ავტორია. იცის ექვსი უცხო ენა, მათ შორის ძველი ბერძნული და ლათინური. საკუთარ თავზე ძუნწად ლაპარაკობს. რას დაამატებთ წარმოდგენას თუ ხატს, რომელიც თქვენს შესახებ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ? არ ვიცი, ვის რა ჩამოუყალიბდა. რუსეთში ის არ...