ედვარდ ლუკასი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
3 წელი 7 თვე

ედვარდ ლუკასი წერს ეკონომისტისთვის და არის ვარშავასა და ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაციის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტი.

სტატიები

10 შეცდომა, რომელსაც დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობაში უშვებს

არასწორი აღქმის 10 მაგალითი:1) “საფრთხე სამხედრო ხასიათისაა.”დიახ, უკრაინაში ომია და დიახ, ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთის ქვეყნებში უნდა გაძლიერდეს. დიახ, თანამდროვე რუსული შეიარაღების ნაწილი შთამბეჭდავია (ყოველ შემთხვევაში, პროტოტიპები). მაგრამ რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირის ტიპის სამხედრო სუპერძალა და დასავლეთთან სრულმასშტაბიან ომს ვერ გაუძლებს. ბლეფი და დაშინება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო დიდი ჰიბრიდული ომის ხელსაწყოების კომპლექტის ნაწილია.2) “ეს ახალი პრობლემაა....

პუტინს დასავლეთის დესტაბილიზაციის ახალი შესაძლებლობები აქვს

ჰაკერულ ოპერაციებზე ამერიკის ენერგიული პასუხით მოწყლული რუსეთი გერმანიაში სხვა პროპაგანდისტულ თამაშს თამაშობსრუსეთს ყველა საჭირო იარაღი ჰქონდა ანგელა მერკელზე თავდასხმისათვის - მთელი საგანძური ელექტრონული წერილებისა და დოკუმენტების სახით, რომელიც გერმანიის პარლამენტსა და კანცლერის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას მოჰპარა. შერჩევითად ჩასწორებისა და გავრცელების შემთხვევაში ეს მასალა უხერხული მხრიდან წარმოაჩენდა თუ როგორ აკეთებენ პოლიტიკოსები პოლიტიკას: ინტრიგით, სიცრუითა და ზურგში დანის ჩარტყმით....

ვინ დაკარგა რუსეთი? როგორ შევიდა მსოფლიო ახალ ცივ ომში? პეტერ კონრადის წიგნის მიმოხილვა

"ევროპაში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ეს არის წიგნი, რომელიც აშშ-ის ახალმა ლიდერებმა უნდა წაიკითხონ", - ამბობს ედვარდ ლუკასი.ევროპის თავისუფლება და სიმშვიდე მოულოდნელად საფრთხის ქვეშ დადგა. 2014 წელს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი და პოლონეთი, რუსეთს რეალურ სამხედრო საფრთხედ აღიქვამენ. რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შემდეგ, შპიონაჟის, პროპაგანდის, მოქრთამვის, შანტაჟისა და დაშინებების კრემლისეულმა...

ლიტვინენკოს საქმე — ბრიტანეთი მკვლელობაზე თვალს ხუჭავს

ავაზაკ სახელმწიფოსთან გამკლავება განსაკუთრებით იოლია, როდესაც ის შორს არის ან სუსტია. მკვლელობისკენ მიდრეკილი ბირთვული სუპერსახელმწიფო შენს ზღურბლზე კი, სულ სხვა ამბავია.ეს ის დილემაა, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დადგა.გადამდგარი მოსამართლე სერ რობერტ ოუენი, აწონილ-დაწონილ სამართლებრივ ენაზე განსაცვიფრებელ ამბავს გვიყვება. რუსეთიდან დევნილმა ბატონმა ლიტვინენკომ თავშესაფარი ამ ქვეყანაში...

პუტინის აღზევება

პუტინთან საქმის დაჭერისას ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჩავთვალოთ, რომ ის ჩვენსავით ფიქრობს.გარედან თუ შევხედავთ, რუსეთი ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია და ამაში რუსეთის პრეზიდენტია დამნაშავე. მან ვერ შეძლო ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სახელმწიფოს მოდერნიზაცია, ან ქვეყნის გარე სამყაროსთან ინტეგრაცია. მან დაიწყო ძვირადღირებული და წარუმატებელი ომი უკრაინაში, რამაც რუსეთის ყველაზე მეგობრული მეზობელი დაჭრილ და გაბოროტებულ მტრად აქცია. ის ახლა ახალ სამხედრო ავანტიურას...