ფიქრები სტოკჰოლმიდან
როგორც იქნა აცივდა, თან როგორ! ჩრდილოეთ შვედეთის შორეულ რეგიონებში ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა. სტოკჰოლმში შედარებით ზომიერი ყინვაა – 10-დან 15 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა მაინც ძალიან ცივა. ფინანსურ ბაზრებზე სუსხიანი ქარი ქრის და მრავალტირაჟიანი შვედური გაზეთის ერთ-ერთი სათაური გვამცნობს: საბერძნეთის გაკოტრებამდე სამი დღე დარჩა.
ევროპის ლიდერები სამიტს სამიტზე ატარებენ – ჯერჯერობით, უმნიშვნელო შედეგით. საბერძნეთის ხელისუფლების უუნარობა, შეასრულოს შეთანხმებები და ვადები, იმედგაცრუებას სულ...