ემზარ ჯგერენაია

9 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 10 თვე

სტატიები

წიგნი

„ქალი მყავდა მშვენიერი,თავმორთული კაოსანი,გავათხოვე, გავატანე,ჩემი ვეფხისტყაოსანი”                                      ხალხური ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, კარგად გვახსოვს, თუ რა რუდუნებით ვქმნიდით საოჯახო ბიბლიოთეკას. წიგნებს ისევე ტანჯვით მოვიპოვებდით, როგორც იმ თაროებს (საუკეთესოდ ჩეხური წარმოების თაროები ითვლებოდა), რომელზეც წიგნები, ზოგჯერ, ყდის ფერთა უზადო შეხამებით იყო ჩამწკრივებული. თარო და წიგნი იმ ეპოქის ადამიანისთვის კეთილდღეობის, განათლებულობის, ელიტურობის დემონსტრირების...

რატომ არ ვართ შვეიცარია

მრავალი ჩვენგანი შვეიცარიაში მგზავრობისას უთუოდ დამტკბარა შვეიცარიის ჭიუხების, მთების, ტყეების, ანკარა მდინარეებისა და ტბების სილამაზით. ჩვენი ქვეყანაც მოგვგონებია და შვეიცარიისა და საქართველოს გეოგრაფიული რელიეფის მსგავსებით აღფრთოვანებულებს, არაერთგზის დაგვისვამს კითხვა საკუთარი თავისათვის: გარემოებათა რა გადაჯაჭვამ აქცია მთიანი, წიაღისეულით არცთუ მდიდარი, მრავალენოვანი და კონფესიურად ჭრელი, დიდი, ძლიერი და მადიანი სახელმწიფოების გვერდით მყოფი პატარა ქვეყანა – შვეიცარია – იმად, რაც დღეს არის...

'ზღვა და საზღვარი'

'სანთლის გუთანს გავაკეთებ.შიგ შევაბამ უღელ დევსა,ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ,მშრალზე ვინადირებ თევზსა'. ხალხურიენათმეცნიერი არ ვარ, არც ვალოდია ნებიერიძე, ცნობილი ქართველი მწერლის რომანის პერსონაჟი და გამიჭირდება მტკიცება, რომ სიტყვა „ზღვარი” ან „საზღვარი” „ზღვისგან” იყოს ნაწარმოები, მაგრამ ყველანი დამეთანხმებით ამ სიტყვების ფონეტიკურ მსგავსებაში. ფონეტიკური მსგავსებიდან კი ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: ქართული ენის მატარებლისთვის ზღვა საზღვარზე, აკრძალულ ზონაზე, საშიშ სივრცეზე მიუთითებს...

შტრიხები სამეგრელოს ანთროპოლოგიისათვის

სამეგრელოში იშვიათად მივდივარ. მართალია, იქ გავიზარდე, მამისეული სახლიც მაქვს და ჩემი ოჯახის წევრებიც სიხარულითა და სიყვარულით მელოდებიან, ჩასვლის მაინც მეშინია. მეშინია, რომ სამეგრელოს ნისლი და ჭაობი, ჭაობის „ოშხივარი” გააქრობს ჩემ მიერ წლობით ქალაქში ნაგროვებ ცოდნას, მეგრელების – ჭაობისა და ნისლის ხალხის – წიაღში ჩავრჩები და სამუდამოდ გადამეკეტება გზა ქალაქისაკენ, რომელიც ჩემთვის, უპირატესად, მოკირწყლული ტროტუარი და საკუთარი თავიდან „მიღმა სამყაროს” განდევნის ადგილია. ქალაქი ჩემთვის ის...

საკუთრების მეხსიერება

'თვითეულ თავადს თავისი სანადირო ტყე აქვს, რომელშიაც სხვას მის ნებადაურთველად არ შეუძლიან ნადირობა. თვით მთავარსაც, თუმცა იგი ყველასი ბატონია, არ შეუძლია სხვის საკუთრებაში ინადიროს, რადგან თვითონ აკრძალა სასტიკი კანონით მის ტყეებში ნადირობა და ამ კანონის დარღვევას ვერავინ ჰბედავს'. არქანჯელო ლამბერტი, “სამეგრელოს აღწერა” სამუელ ბეკეტმა ერთგან აღნიშნა: „There is no escape from yesterday because yesterday has deformed us, or been deformed by us“- „გუშინდელ დღეს (წარსულს-ე.ჯ.) ვერ გავექცევით,...

„გვირგვინი” და „ხალხი”

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლულ თანამედროვე ადამიანს საკუთარი ქვეყნის წარსული სტატიკურად და ერთხელ და სამუდამოდ გაფორმებულ რეალობად წარმოუდგება. ბევრი ფიქრობს, წარსული არ იცვლება, იცვლება მხოლოდ აწმყო. მაგრამ სხვადასხვა ეპოქის ისტორიის სახელმძღვანელოების ერთი თვალის გადავლება ნათლად დაგვანახებს, რომ წარსული მუდმივად იცვლება. იტალო სვევო აღნიშნავდა: „წარსული მუდამ...

ბაღები და წესრიგი

ისტორია ტირანია, ის ჩვენგან მუდმივად მოითხოვს ვიყოთ თანამედროვენი. წარსულისაგან ჩვენ მხოლოდ ნანგრევების, ძეგლების, კიჩის ან რეტროს მოთმენა შეგვიძლია. მუზეუმები ყველაზე კარგად წარმოგვიდგენს რეალობასთან ამგვარ დამოკიდებულებას. თანამედროვეობა სამუზეუმო ექსპონატად აქცევს გუშინწინდელ, თუნდაც ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილ ნივთს, და არა მარტო ნივთს, არამედ იდეებს, იდეათა შემქმნელ ადამიანებსაც. დღეს ხშირად გავიგონებთ, რომ „კლასიკა მოსაწყენია, კლასიკური ნაწარმოები, როგორც წესი, სქელტანიანია,...

დაკარგული თაობა

როცა ზოგიერთი ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ საკუთარი ავტომობილით სახლისაკენ გაუდგება გზას, ჩავჯდები ხოლმე ტაქსიში და თბილისის იმ რაიონისაკენ ავიღებ გეზს, სადაც ვცხოვრობ და რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს საბჭოთა არქიტექტურის მომაჯადოებელი მომხიბვლელობა. ტაქსის მძღოლები საინტერესო ხალხია. ძნელია არ მოიხიბლო ზოგიერთი მათგანის დაკვირვების უნარით, რომელიც ჩემი პროფესიის ადამიანსაც კი (მე სოციოლოგი გახლავართ) შეშურდებოდა. მანქანაში ჩაჯდომიდანვე მათთვის ნათელია, თუ...

ქართული საზოგადოება „თემსა” და „საზოგადოებას” შორის

ქართულ კულტურაზე ზედაპირული დაკვირვებაც კი აშკარად ავლენს მის ერთ თავისებურებას: რეფლექსიის არარსებობა სოციალურ პრობლემატიკაზე და ლტოლვა მხატვრული ლიტერატურისაკენ. ქართული კულტურის წიაღში, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, პრაქტიკულად არ დასმულა არცერთი კითხვა, რომელიც ამავე დროს ევროპულმა ინტელექტუალურმა მოძრაობამ დააყენა. კითხვები: როგორ არის წესრიგი შესაძლებელი? რას ნიშნავს სახელმწიფო და რა ურთიერთობები არსებობს ან უნდა არსებობდეს ინდივიდს და სახელმწიფოს შორის და ა.შ...