გივი ალხაზიშვილი

16 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

ხუთდღიანი შვებულება კარგი სამსახურისთვის მიბოძეს, მაინც რა კრეტინები არიან ეს სალდაფონები? იმდენი მიჩიჩინეს წესდება, წესდებაო, ვიდრე არ დავჯექი და ჩემი მოვალეობები და უფლებები წვრილად ვისწავლე. როგორც ჩანს, ეს იყო ერთადერთი `ენა~, რომელიც საშუალებას მაძლევდა `კანონიერად მემოქმედა~. ბატარეიის მეთაურს, კაპიტან გრომოვს ვთხოვეთ რამდენიმე ქართველმა ჯარისკაცმა, რომ დღეგამოშვებით ყარაულში გავემწესებინეთ. გრომოვს გაუკვირდა ჩვენი ინიციატივა, რადგან საგუშაგოზე უმრავლესობა უხალისოდ დადიოდა და იქ ბევრად...

პირველი წიგნის ამბავი

ჩემი პირველი წიგნი 1972 წელს გამოსცა “მერანმა”. მაშინ ქართული მხატვრული ლიტერატურის განყოფილებას შოთა ნიშნიანიძე ხელმძღვანელობდა. წიგნი სწრაფად წაიკითხა, მოიწონა და ხელი მოაწერა, დაიბეჭდოსო! მთავარი ხელმოწერა მაშინდელი მთავარი რედაქტორის _ გრიგოლ ჩიქოვანის კომპეტენცია იყო. მისი დასტურის გარეშე წიგნი არ დაიბეჭდებოდა. ვიარე, ვიარე, ვიარე, ვიარე “მერანში”. ველოდე, ველოდე, ველოდე, ველოდე, როდის მიმიღებდა მთავარი რედაქტორი და ერთხელაც _ კეთილი ინება და გამესაუბრა. თბილად შემხვდა, სიტყვა წიგნის “...

პაროდიული სპექტაკლი ტროლეიბუსში

ვაკის სასაფლაოდან ნასვამები წამოვიდნენ. მანქანის ფული არავის ჰქონდა. ჩვეულებრივი საქალაქო ტრანსპორტი _ ტროლეიბუსი _ რვა თუ ათი ნომერი, ერთი სიტყვით, რომელიღაც ნომერი, უკანა კარიდან ახვავდნენ. დალევის მიზეზი შოთა ჩანტლაძის გარდაცვალების წლისთავი იყო. ლაზღანდარობდნენ. ტკივილის დაჯაბნა მხოლოდ ლაზღანდარობით შეიძლება, ისიც დროებით, მაგრამ შეიძლება. ტროლეიბუსის მგზავრებს შორის საშუალო ტანის პოლკოვნიკიც აღმოჩნდა, მილიციის თადარიგის პოლკოვნიკი. თადარიგისა, თორემ მაღალჩინოსან მილიციელს საზოგადოებრივ...

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

აქ რომ დარჩეს და პაემანზე უარი თქვას, ფიქრით მაინც იქ იქნება, ბაღში, ვიკასთან ერთად, ძაფსაღები კომბინატის საერთო საცხოვრებელთან. ერთდროულად ორგან ყოფნის აუტანელ სურვილს ვერ გაუძლებს, ნერვები დააწყდება და ასე გახლეჩილი უფრო იქ იქნება, სადაც ძალიან უნდა, რომ იყოს; ხოლო ჯერ ყაზარმასა და მერე "პოსტზე" მხოლოდ მისი იმედგაცრუებული სხეული იბორიალებს, მთელი არსებით კი, წარმოსახვით მაინც, იქ წაიყვანს _ ბაღში, ვიკასთან, ძაფსაღები ქარხნის საერთო საცხოვრებელთან, სადაც რამდენიმე ნაბიჯზე "კაზაჩკასთან"...

დევი სტურუას წინასწარმეტყველება

მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ ამდენი დევი დავისვი თავზე. ოთარ ჭილაძე   ეს სტრიქონები მშვენივრად იცოდა დევი სტურუამ, ვიღაცას მოესწრო და უკვე ეთქვა მისთვის: _ თქვენ გგულისხმობთო. ვინ იცის, ამბის მიმტანი იქნებ ახლაც ცოცხალია და ფინიშისკენ მიჰყავს თავისი უბადრუკი ცხოვრება, ენის მიტან-მოტანაში რომ გალია. ოთარ ჭილაძის "თიხის ფირფიტების" გამოცემამდე ერთი წლით ადრე, მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსის დაბეჭდვის გამო, ჟურნალ "ცისკრის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი, შესანიშნავი მწერალი და...

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

თვითონაც ვერ გარკვეულიყო, ეშელონს შეგნებულად ჩამორჩა თუ სრულიად შემთხვევით. როცა ბოლო ვაგონმა თვალწინ ჩაუქროლა, ფეხიც არ აუჩქარებია, ზანტად გაადევნა მზერა სადღაც მიმავალ, ბორბლებზე შემდგარ ქუჩას, სემაფორს რომ თანდათან შორდებოდა, სადაც მატარებელი ორი საათი იყო გაჩერებული და რკინიგზის მარჯვენა მხარეს თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული ბაღჩა, ცოტა ხნის წინ რომ საზამთროთი და ნესვით იყო სავსე, ჯარისკაცებს ისე გაეპარტახებინათ, გადაეჯეგათ, რომ საზარელი სანახავი იყო. უშველებელ ტერიტორიაზე მიმოფანტულ...

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

_ ზემდეგთან მოლაპარაკებული ვარ, _ ჩამჩურჩულა დავითმა, _ ჩვენთან ერთად აბანოში ახალწვეულებს მოიყვანენ. მთელი მათი ტანსაცმელი ოციოდე ფუთაში მოგროვდება. მანქანა აბანოსთან, შიდა ეზოში დაგველოდება. შენ და ალიაშვილი ტანსაცმლით სავსე ფუთებს ჩაიტანთ და მანქანაში ჩატვირთავთ. დანარჩენი მე ვიცი. მანქანას გავყვები და ყველაფერს მოვაგვარებ. ტანსაცმელი სომხურ უბანში უნდა გავასუხარო. ზემდეგი თავისას მიიღებს, ჩვენ ჩვენსას. _ ზემდეგმა თუ ჩაგვიშვა, ჰაუპტვახტი არ აგვცდება, "დისბატსაც" არ გამოვრიცხავ, _ შეეშინდა...

"სანთელი"

მასპინძელი შეგვეგება. “კუპლეტების” მთხზველი გამოდგა და საუბრისას, თავის საფირმო ლექსის, როგორც თვითონ აღნიშნა, “სანთელი”-ს მესამე და მეექვსე-მეშიდე სტრიქონებს იფიცებდა, თავის ნათქვამის სიმართლის დასადასტურებლად. _ჩემი”სანთელის” მესამე და მეექვსე-მეშვიდე სტრიქონს გეფიცები თუ მართალს არ ვამბობდე.. ვინმე არიფი გაკვირვებული ჰკითხავდა: _ რომელ ლექსს გულისხმობ? ამ შეკითხვას ისე ელოდა, როგორც ჩიტი ხელის აქნევას და პასუხად ზეპირად წარსთქვამდა ლექსს, თან გამოთქმით, სადაც ბევრი “მოქნეული”, “ფრთიანი”...

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

მეტის ღირსნი არ არიან ეგენი?! ჯავრი ხომ ვიყარეთ, თავზე დავაიმასქენით, ის ბოზები, წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ; კარის შენგრევის ხმაზე წამოცვივდნენ ტიტლიკანები და ავტომატებს რომ მოჰკრეს თვალი, აკანკალდნენ. გახსოვს, როგორ დაფეთდნენ ის "კუსოჩნიკები"? ჩინი როგორ გამერკვია, არაფერი ეცვათ. ტანსაცმელები და ჩექმები რომ ავაცალე და ვიდრე მაყვლის ბარდებში გადავუყრიდი, მერეღა მოვკარი თვალი იმათ სამხრეებს _ ორი ლეიტენანტი იყო, ერთი ზემდეგი. ოფიცრები უწვერულვაშო, სამხედრო სასწავლებლიდან ახალგამოჩეკილები,...

ლუპიანა

ლუპიანმა მწერალმა ამბავი მოიტანა: ლევან ბუტკელი გამოჯანმრთელდა; მართალია, ცოტა გამოლენჩებულის შთაბეჭდლებას ტოვებს, მაგრამ აშკარად უკეთესადაა და დიდის ამბით დაუბრუნდა თავის საკანცელარიო საქმეს და ახლა შეიძლება მშვიდად მოკვდეს კაცი, იმ იმედით რომ ბუტკელის ნეკროლოგი განაღდებული ექნება. ლუპიანა მთელ დღეებს მწერების შესწავლასა და თვალიერებაში ატარებდა. დიდხანს დარდობდა ტარაკანას მარცხენა მეორე ფეხზე, ხოლო მაისის ხოჭოს ბზუილი საამურად ჩაესმოდა ტახტზე მითვლემილს და იმ ბაღს ახსენებდა, სადაც ბავშვობაში...