გივი ალხაზიშვილი

16 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

როცა მივხვდით, საბჭოთა ჯარში სამწლიან სამსახურს თავს ვერ დავაღწევდით, შევწყვიტეთ დაუმორჩილებლობა. მანამდე ქართველი წვევამდელები, სამთვიანი კარანტინის ბოლო დღეებში, უარს ვაცხადებდით ფიცის მიღებაზე. ჩვენი მოთხოვნა დაახლოებით ასე ჟღერდა: ფიცს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ გენერალიტეტი ცალკე შექმნიდა ქართულ სამხედრო ნაწილს, თუ არა _ დაუმორჩილებლობას გავაგრძელებდით მანამ, სანამ ხელისუფლება ჩვენს სამართლიან მოთხოვნას არ დაჰყაბულდებოდა. მეამბოხე, ფიცმიუღებელ წვევამდელებში სამიტინგო განწყობილება სუფევდა....

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

60-იან წლებში პროლეტარიატის ბელადებს უკვე ყავლი ჰქონდათ გასული, განსაკუთრებით, ლენინს. სტალინისტები ჯერ კიდევ ბლომად იყვნენ, რადგან სტალინი, ადამიანებს რომ არაადამიანურობით აღემატებოდა, ქართველობას ჩაენაცვლა როგორღაც მრავალთა შეგნებაში ან სულაც, რაც მწარე ღიმილს იწვევს ჩემში, ეროვნულობის სინონიმად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვმა 1956 წელს უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლი დაღვარა თბილისში. მე და ალიაშვილი `ლენინსკაია კომნატა~-ში მაგიდას ვუსხედით, ჭადრაკს ვთამაშობდით და ქართულად...

მრუდე სარკე

ამხანაგს, რო­ცა მი­სი დრო იყო, გა­ზეთ “კომუნისტში” გაშ­ლილ გვერ­დებს უთ­მობ­დნენ და ცე­კას შეკ­ვე­თებს დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ასრულებდა, თან მრუ­დე სარ­კის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებ­და და ბუ­ას როლს წარ­მა­ტე­ბით თამაშობდა. ახ­ლაც გა­იხ­სე­ნა ძველი, საბ­ჭო­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ა და იმა­ვე გა­ზეთს მიაშურა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ხე­ლი რომ შეუცვალეს. ამ­ხა­ნაგ­მა თუ ვინ­მე ამოიჩემა, ჯერ წარმოსახვით, ხო­ლო შემ­დეგ სიტ­ყვი­ე­რი ფაბ­რი­კა­ცი­ით იწ­ყებს არა­სა­სურ­ვე­ლი სუ­ბი­ექ­ტის...

მიზანთროპი

ყველა, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ო­ბის ცოც­ხა­ლი მწე­რა­ლი ისე სძულს, რო­გორც მეტოქე, რა­ი­მეს რომ არ­თმევს რე­ა­ლუ­რად და თეოროულადაც. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის არ ეშინია, რად­გან ახალს ვე­ღა­რა­ფერს და­წე­რენ და ამ­დე­ნად მათ კონ­კუ­რენ­ტე­ბად არ მიიჩევს. ეგ კი არა, კლა­სი­კო­სებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი დი­თი­რამ­ბე­ბი წეროს, მხო­ლოდ იმიტომ, რომ მათ გვერ­დით ეგუ­ლე­ბო­დეს თა­ვი თვი­სი და სხვებ­საც აჩვენოს, მხო­ლოდ რუთაველზე, ბარათაშვილზე, ვაჟაზე, კი­დე ზო­გი­ერთ სხვა­ზე წერს, ანუ იმათზე, რომლებსაც...

ნაყიდიც და ნაჩუქარიც

დიდი ფილოსოფოსისა და პოეტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ლექსების კრებული 1974 წელს გამოსცა "სოვეტსკი პისატელის" ლენინგრადის განყოფილებამ. სატიტულო გვერდზე მითითებულია _ Большая серия. Второе издание. _ ამ სერიით (Библиотека поета) არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი დაიბეჭდა, თუმცა სოლოვიოვის ტირაჟი 15 000-ია. ასეთივე ტირაჟით გამოიცა ოსიპ მანდელშტამი. იმ დროისათვის ეს მეტად მცირე ტირაჟი იყო და მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებოდათ ხელი. ამ წიგნის გამოცემასაც ვერ შევიტყობდი, მეტადრე იმას, თუ ოდესმე ეს წიგნი ჩემს...

პრემიის გაცემის საბჭოური კულუარები

ფრიდონ ხალვაში წიგნში “ომრი” _ /მემუარები/- გულახდილად ყვება, რომ რუსთაველის პრემია, როგორც პოეტს ეკუთვნოდა იოსებ ნონეშვილს და არა მას, მაგრამ ეს ყველაფერი ნონეშვილს მოუწყვეს სხვა თაობის მწერლებმა - შეგნებულად. ორი პრემია უნდა გაცემულიყო ლიტერატურაში და ამიტომ დაატოვებინა წიგნი საპრემიოდ გრიგოლ აბაშიძემ და დაამშვიდა ხალვაში - ნუ გაიტან, პრემიას ორივე მიიღებთ. გრიგოლ აბაშიძე მაშინ, თუ არ ვცები, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, მაგრამ მისი გვერდის ავლით გაიჩალხა ეს საქმე და რუსთაველის პრემია...