გიორგი გუშარაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 6 თვე

სტატიები

გერმანია ისტორიულ გზაგასაყარზე

2015 წლის 13 მარტს გერმანიის სამ პროვინციაში ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტის) არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებს მძიმე იმედგაცრუება მოუტანა. ფედერალურ დონეზე მმართველმა პარტიამ არჩევნების მოგება სამიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, საქსონია-ანჰალტის მიწაზე შეძლო და იქაც წინა არჩევნებთან შედარებით უკუსვლა განიცადა. კანცლერ ანგელა მერკელის ბედი უკვე ბეწვზეა ჩამოკიდებული.კიდევ უფრო უარესი ხვედრი ერგოთ სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც ასევე ერთ პროვინციაში, რაინლანდ-პფალცში...

ბალტიისპირეთი: რუსული ექსპანსიის წითელი ხაზი?

სსრკ-ის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მყარად დაიმკვიდრეს თავი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.სამივე ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის წევრია და ადამიანური განვითარების ინდექსით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, დემოკრატიის და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხით, უფრო მეტად ცენტრალურ ევროპას მიეკუთვნებიან, ვიდრე პოსტსაბჭოურ სივრცეს – მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლამდე სსრკ-ის ნაწილი იყვნენ.ლატვია და ესტონეთი ასევე არიან ევროზონის წევრები. საერთოევროპული ვალუტის შემოღება...

ენობრივი პოლიტიკა საქართველოში და ინგლისურის გლობალური როლი

2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ინგლისურის ქვეყნის „მეორე ენად" გადაქცევის მიზნით საგანმანათლებლო და მედიაპროგრამების დაფინანსება დაიწყო – საქართველოში არ წყდება დისკუსია ინგლისური ენის ცოდნის საჭიროების შესახებ.2010 წლამდე ქართულ სკოლებში უცხო ენების სწავლება საჯარო დებატების საგანი არ ყოფილა. მართალია,...

აზერბაიჯანის მნიშვნელობა ახალი რუსული იმპერიისთვის

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში გააძლიერა მოსკოვის მიერ მართული ეთნიკური სეპარატიზმის შიში. განსაკუთრებულად მოწყვლადია იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც პუტინის ევრაზიულ კავშირთან მიერთებას არ გეგმავენ და სსრკ-ის დაშლიდან მოყოლებული, მოსკოვისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებენ, რის გამოც პერიოდულად ხდებიან კრემლის ზეწოლის ობიექტები.საქართველოს გარდა, ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც, რომელიც გარკვეული ისტორიული,...

პუტინის იდეოლოგია

რუსული იმპერიის ძველი ინსტრუმენტირუსული პოლიტიკის იდეოლოგიური კონტურები2013 წლის ივნისში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი „ბავშვების თანდასწრებით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულმა ამ კანონმა დასავლურ სამყაროში პროტესტი გამოიწვია, ხოლო რუსეთში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციის გამძაფრებას შეუწყო ხელი.ანტიგეი კამპანიის დაწყებას წინ უძღოდა „პუსი რაიოტის” პანკმუსიკოსების გასამართლება „ხულიგნობის” ბრალდებით....

სამოქალაქო დაპირისპირება ლიბანში

2013 წლის 27 დეკემბერს ლიბანელ პოლიტიკოს მოჰამედ შატაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა: ავტომანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა ლიბანის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იმსხვერპლა. შატას სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა მის მიერ ირანის პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი, სადაც ლიბანელი პოლიტიკოსი ირანისგან ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვდა და ამას ლიბანის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ძალის გამოყენებაზე სახელისუფლო მონოპოლიის შენარჩუნების ინტერესებით ასაბუთებდა.კონფესიური...

ობამას მორიგი უკანდახევა

2013 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩინეთმა საჰაერო თავდაცვის სპეციალური ზონის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა მხოლოდ ჩინეთის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ იქნება დასაშვები. ეს ზონა მოიცავს ჩინეთის სანაპიროს მიმდებარე სადავო კუნძულებს, მათ შორის, არქიპელაგს, რომელსაც ჩინელები დიაოიუს, იაპონელები კი სენკაკუს უწოდებენ და რომელიც ამჟამად იაპონიის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამ არქიპელაგს ორივე ქვეყანა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რაც ამ ორ ყველაზე...

მიუნხენზე უარესი

1938 წლის მიუნხენის შეთანხმების განხილვისას, მიუნხენიდან ტრიუმფალურად დაბრუნებულ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ნევილ ჩემბერლენს, მაშინ აუტსაიდერად მიჩნეულმა კონსერვატორმა პარლამენტარმა, უინსტონ ჩერჩილმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და ღირსების შელახვას შორის, თქვენ აირჩიეთ ღირსების შელახვა და მიიღებთ ომს". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ჯერ კიდევ ჩემბერლენის პრემიერმინისტრობის პერიოდში: მიუნხენის შეთანხმების ხელმოწერიდან ნახევარი წელი იყო გასული, როცა...

ნეიტრალიტეტის დასასრული ჩრდილოეთ ევროპაში?

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ ევროპის ნეიტრალური ქვეყნების მაგალითი, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკას დასავლური სამხედრო ალიანსის უშუალო წევრობას არ უკავშირებენ. თუმცა დებატებისას ხშირად არ არის გათვალისწინებული ამ ქვეყნების ნეიტრალიტეტის ისტორიული კონტექსტი და თანამედროვე გამოწვევები, რომლებიც მათ აიძულებს გადასინჯონ ტრადიციული მიდგომები თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ. საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა შვედეთისა და ფინეთის სიტუაცია – ორი...

Pax Americana-ს დასასრული?

2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევამ ახალი პარადიგმა შექმნა საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ მანამდე უმცროსი ბუშის ადმინისტრაცია თავის საგარეო პოლიტიკას, მისი მხარდამჭერების დეკლარირებით, „ვილსონურ" პრინციპებზე აფუძნებდა, ე.ი. ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევდა, ობამამ „რეალიზმის" სახელით ამერიკის საერთაშორისო ჩართულობა თანდათან შეასუსტა.პრიორიტეტების ცვლილებას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგიის დონეზე,...