გიორგი მელაძე

1 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 11 თვე

სტატიები

გეგმა, გეგმა და არცერთი ნაბიჯი გეგმის გარეშე

მოსამართლეს 15-ქულიან კრიტერიუმში 20 ქულა დაუწერეს. ვიღაცას კომედიური ფილმის სცენარის დაწერა რომ ნდომოდა, უკეთეს სიუჟეტს ვერც მოიფიქრებდა. პრობლემები რომ ბევრია, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ასეთი "შეცდომები" სულ სხვა ტიპის ქაოსის ნიშანია და ჩვენც, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, მზად უნდა ვიყოთ ასეთი გამოწვევებისთვის.მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ უკვე გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. რას მოველით მათგან? სკეპტიკოსები იტყვიან, რომ მათი უმრავლესობისთვის დიდი პრობლემა იქნება:ერთმანეთისგან...

ჩვენი იარაღი სამოქალაქო აქტივიზმია!

წაიკითხეთ, თუ სამოქალაქო აქტივიზმი გაინტერესებთ.ევროპისკენ გადადგმულ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გილოცავთ. ამ წერილის დაწერა როცა გადავწყვიტე, სხვა საქართველოში ვცხოვრობდი. დღეს, უკვე სხვაა და შეიძლება, ისე არ წაიკითხოთ, როგორც ერთი კვირის წინ. მაინც ვცდი. წერილის დაწერა გია ცერცვაძის საქმემ გადამაწყვეტინა. მაშინვე გამახსენდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთი წინადადება, წინადადება, რომელიც ამ დოკუმენტში მთავარ სათქმელს ამბობს:"ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას"...

სტატუსშეჩერებული ქურდები

კანონიერ ქურდებზე ბევრის ახსნა ჩემს თაობას არ სჭირდება, მაგრამ... სტატუსშეჩერებული სტუდენტი გამიგია, სტატუსშეჩერებული დეპუტატიც გამიგია და ქურდზე ცოტა დავიბენი.ყველამ კარგად ვნახეთ ე.წ. ქურდების აქტიურობა არჩევნებში, პოლიტიკაში, „სამოქალაქო კამპანიების“ დაგეგმვაში. ჩვენ თვალწინ კრიმინალური სამყარო პოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა საკუთარი დეპუტატებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, დამფინანსებელ-შემომწირველებით, მხარდამჭერი „მამაოებით“ და ჟურნალისტებით. ახალ სახელმწიფოში დავიწყეთ ცხოვრება ისე, რომ...

დეჟავუ - ანუ ერთხელ უნივერსიტეტში

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო ნათქვამია და სწორედ ასეთი "სიახლის" შეფუთვით სცადა განათლების სამინისტრომ რეფორმის შემოთავაზება. სცადა, რადგან ჯერ-ჯერობით რეფორმის ბედი გაურკვეველია და "სიახლის"ეფექტი სუსტი. არც "ძველი" დაგვვიწყებია ე.წ. „უხარისო" ან „ხარისხიან" ჯერ დოქტორანტურის სტუდენტებსა თუ უკვე დოქტორანტებს.ამ სტატიის დაწერაც „ძველის"...

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს უფრო მეტია, ვიდრე „უბრალოდ“ ტელევიზია!

ალბათ ამ სტატიას არ დავწერდი, რომ არა ის მძაფრი საფრთხის განცდა, რომელიც ადამიანს „უკუნ სიბნელესთან“ პირისპირ შეხვედრისას უჩნდება. სწორედ ასეთი განცდა მეუფლება, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე, სხვადასხვა არაფორმალი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ველაპარაკები. მაუწყებლის მნიშვნელობაზე ლაპარაკს არ მოვყვები. დღეს ის ლიბერალური აზრისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზია. შეიძლება ვინმემ განცხადება ცინიკურად მიიღოს, მაგრამ შევეცდები, ავხსნა. დავიწყებ იმით, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის...