გიორგი ნასრაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
4 წელი 10 თვე

სტატიები

გერმანია დასავლეთსა და რუსეთს შორის

უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკამ გერმანულ საინფორმაციო სივრცეში ახალი ცნება გააჩინა: "Putin Versteher" – გულისხმობს ადამიანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით გაგებით ეკიდება და სხვადასხვა გამართლებას პოულობს. ადამიანთა ამ ჯგუფის გამოჩენამ, რომელიც, თავიდანვე უნდა ითქვას, არცთუ მრავალრიცხოვანი ან გავლენიანია, ცხარე კამათი წარმოშვა გერმანული იდენტობის, რუსეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების, უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გერმანიის...

რატომ არ ელოდა არავინ უკრაინაში რუსეთის აგრესიას?

„პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, რა მოხდება ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს და შემდეგ წელს. მერე კი უნდა შეძლოს ახსნა, რატომ არ მოხდა ეს".უინსტონ ჩერჩილირუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართათვისაც აღმოჩნდა.ამ დასკვნამდე „სწავლების, კვლევისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროექტის" (TRIP) მიერ ჩატარებულ კვლევას მივყავართ, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწე...

რუსეთი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ

უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც რუსეთმა შელახა უკრაინის სუვერენიტეტი და ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ კი მისი ანექსიაც მოახდინა, ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. არაერთი ოფიციალური პირისა თუ ექსპერტის მიერ ყირიმის კრიზისი ცივი ომის შემდეგ მოქმედი საერთაშორისო წესრიგისთვის ყველაზე დიდ გამოცდად შეფასდა.თუმცა, რუსეთის ქმედებების მიზნად მხოლოდ საერთაშორისო თამაშის წესებში ცვლილების შეტანის ან უბრალოდ...

გერმანიის აღმოსავლეთ-ევროპული პოლიტიკა

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, უკვე თანდათან შესაძლებელი ხდება მის პრიორიტეტებზე მსჯელობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების დანახვა. მთავრობის დაკომპლექტებისას მიღწეულმა კომპრომისებმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ და გერმანიის საგარეო უწყების პირველმა ნაბიჯებმა ნათელი გახადა სიახლეები გერმანიის საგარეო პოლიტიკაში.გერმანია საერთაშორისო არენაზე ახალი, დამოუკიდებელი, აქტიური და ძლიერი მოთამაშის როლში გამოდის, რომელსაც საფრანგეთთან ერთად ევროპის მეტი...