გიორგი ნონიაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
3 წელი 10 თვე

სტატიები

გიორგი ნონიაშვილი: იღბალს მინდობილი სამოქალაქო თავდაცვა

ომიდან 10 წლის შემდეგ  სამოქალაქო საფრთხე არსად წასულა. მეტწილად, ის საოკუპაციო ხაზისპირა ტერიტორიებზე მოსახლეობის ტერორით, პროპაგანდით და დეზინფორმაციით არის გამოხატული. რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკამ ვერც ეს ყოველდღიურობა გააქრო და ვერც რუსეთის ინტერვენციის საფრთხე გამორიცხა. აქვე, ისიც უნდა ითქვას რომ უკრაინაში რუსული აგრესიის და მსოფლიო ეკონომიკური სანქციების შემდეგ, რუსული საინფორმაციო ველი გამორჩეულად გაჯერებულია ომის, დაპყრობის მუქარით. ეს "თითის დაქნევის"...

Hey! Vova Leave my grandma alone!

არ ვიცი ეს ამბავი როდის დაიწყო. საკაბელო ტელევიზიასთან თუ სოციალურ ქსელებთან მის ინტეგრირებისთან ერთად, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ გავიგე. მაგალითად:ამერიკელები საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ;ფაშისტ უკრაინელ ჟიდო-მასონებს რუსის ბავშვი ჯვარზე გაუკრავთ;ვიღაც იტალიელმა ალიგატორი გააუპატიურა;თურქეთის ახალ რუკაზე აჭარა მათ საზღვრებში შესულა;საქართველოს მოსახლეობის 53%-ს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობის სჯერა. მათ შორის, ბებიაჩემსაც.მიუხედავად ამისა, ადამიანები მიდრეკილნი არიან...

სახელმძღვანელო: როგორ გავუჩეროთ ქონება სხვებს?

წარმოიდგინეთ, რომ გინდათ, ვინმეს შეუზღუდოთ საკუთრების უფლება. რატომ? – შეიძლება მტრულად ხართ განწყობილი, ან უფროსმა დაგავალათ, ან ამით ფინანსურად ხეირობთ, ანდაც უბრალოდ ასე ერთობით.რას აკეთებთ ასეთ დროს?ნაბიჯი 1: წერთ განცხადებას, სადაც გაურკვეველი საფუძვლებით ითხოვთ პირის (რომელსაც ერჩით) ქონებაზე ყადაღის დადებას. მიდიხართ საქალაქო სასამართლოში და აბარებთ განცხადებას.ნაბიჯი 2: სასამართლოში იღებთ განცხადების ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს – სარეგისტრაციო ფურცელს. იღებთ მას და...

დამოუკიდებლობა, როგორც მსხვერპლშეწირვა

1924 წელს, ნოე რამიშვილი ერთ-ერთ წერილში ლორდ ბაირონის სიტყვებს ციტირებდა: „განა არ იცით თქვენ, რომ თავისუფლების მოტრფიალენი თავისი საკუთარი ხელით უნდა განთავისუფლდნენ!" - თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებიდან 3 წლის შემდეგ, პარიზში, ემიგრაციაში მყოფი რამიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ერი ისარგებლებდა შესაფერისი მომენტით და დამოუკიდებლობას აღადგენდა. „ჩვენ დღითი დღე ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტთა ბატონობის შემუსვრას საქართველოში", - წერდა ის.ამ სიტყვებიდან 67 წლის შემდეგ,...

ველური ქართველი და საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა და საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სერიოზული დარტყმა იყო რუსეთისთვის. ეს მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც აღნიშნა, რომელმაც სსრკ-ის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. ნათელია, რომ რუსეთი ამ კატასტროფას არ ეგუება და ყველა მეთოდით ცდილობს აღმოსავლეთ ევროპაში ძველი გავლენის აღდგენას.21-ე საუკუნის რუსული კონფრონტაციული პოლიტიკა ამას ნათლად მოწმობს. 2008 წლის აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია და...

ვებრძოლოთ ტერორიზმს ტერორიზმამდე

რამდენიმე დღეა, ვკითხულობ პარიზის ტერაქტების შეფასებებს: რა უნდა ეღონა საფრანგეთს, რა შეცდომა დაუშვა, როგორ უნდა აეცილებინა საფრთხე... ამასთან, გავლენიანი დასავლური გამოცემები წერენ, რომ ტერაქტები მოსალოდნელი იყო.ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რამდენიმე შედარება გაკეთდეს მიმდინარე თუ წარსულ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, როგორი სახე აქვს დღევანდელ ტერორიზმს.გავრცელებული აზრით, ტერორისტებისთვის საკმარისია მხოლოდ ერთხელ მიაღწიონ წარმატებას. მათ მიერ ერთჯერადი...

რატომ არ უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური?

წლების განმავლობაში, საქართველოში არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.  უკანასკნელი კვირის მანძილზე კი, ამ ინიციატივით პოლიტიკური მოძრაობა - „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ გამოვიდა.მათ შემდეგი არგუმენტები აქვთ:გაწვეულ კაცთა მხოლოდ მეოთხედი გადის რეალურ სამხედრო წვრთნას, ხოლო დანარჩენი ყარაულის ან/და დაცვის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში; - ე.წ. „უფასო მუშა ხელი“; (აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამის გარდა სხვა...