გიორგი თაბაგარი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 5 თვე

გიორგი თაბაგარი არის ევროპის კოლეჯის (ბრიუგე) მაგისტრი ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალობით. სხვადასხვა დროს ასევე სწავლობდა ტალინისა და ტამპერეს უნივერსიტეტებში ევროკავშირის სწავლებებზე. გიორგის ძირითად კვლევის ინტერესს წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ევროკავშირის გაფართოების და ადამიანის უფლებების პოლიტიკა.

სტატიები

ტიტანების შერკინება: House of Cards ევროკავშირში

ევროპის პარლამენტის არჩევნების დასრულებისთანავე, მთავარი კითხვა, თუ როგორ გადანაწილდება მნიშვნელოვანი პოსტები ევროკავშირის ინსტიტუტებში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. 2014 წელი ამ ნიშნით გამორჩეულია, რადგან ყველა ძირითად ინსტიტუციაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. ლოგიკურად, არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტი ეყოლება ევროპის პარლამენტს, ასევე უნდა მოხდეს ევროკომისიის პრეზიდენტის და, შესაბამისად, კომისიის ახალი კოლეგიის დამტკიცება. ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო თავის...

ყირიმი: აღდგენილი ისტორიული სამართლიანობა?

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას რუსეთი სამი ძირითადი არგუმენტით ამართლებს. ესენია: კოსოვოს პრეცედენტი და შოტლანდიაში დაგეგმილი რეფერენდუმი; გერმანიის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. პირველი ორი არგუმენტი იმდენად უსუსურია, რომ შეუძლებელია სერიოზული დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს. თუმცა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, როგორც ამას დღეს რუსეთის ხელისუფლება მოიხსენიებს, ბევრისთვის ვალიდური არგუმენტია ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ 1954 წელს ყირიმის უკრაინისთვის საჩუქრად გადაცემის გამო....

აღმოსავლეთ პარტნიორობა: ვინ იქნება შემდეგი?

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განხილვა გეოპოლიტიკურ კონტექსტში 2013 წლის შემოდგომამდე ნაკლებ რელევანტური იყო. რუსეთი აქტიურად არ ეწინააღმდეგებოდა თავისი გავლენის სფეროების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას ევროკავშირთან. NATO-სგან განსხვავებით, არასამხედრო თანამშრომლობა ევროკავშირთან იმ ოქროს შუალედად მოჩანდა, რომელიც თითქოს ყველა მხარისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ვილნიუსის სამიტამდე გასავლელი გზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხმა სახელმწიფომ, მოლდოვამ, სომხეთმა, უკრაინამ და...

კატალონიის დამოუკიდებლობის პერსპექტივა

ევროპის ისტორიაში 2014 წელი შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებით გახდეს გამორჩეული. ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, სეცესიის საფრთხის წინაშე დგანან. შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი სექტემბერში გაიმართება, სადაც ადგილობრივებს მიეცემათ საშუალება გაერთიანებული სამეფოს დატოვების თაობაზე თავიანთი პოზიცია გამოხატონ.უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია....

გერმანიის კომპრომისული სამთავრობო გეგმა

თითქმის სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანიას კოალიციური მთავრობა ჰყავს. სამი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის – ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის, ბავარიის ქრისტიანულ-სოციალური კავშირის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეთანხმების შედეგად, ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს მესამე ვადით დაიკავებს. 185-გვერდიან კოალიციურ შეთანხმებაში მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმაა გაწერილი. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel-ი აღნიშნავს, ანგელა მერკელს სოციალისტებთან შეთანხმება მნიშვნელოვანი დათმობების ფასად...