გია ჯანდიერი

21 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

კონკურენცია, ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციები

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმზ ბიუქენენი მრავალი ორიგინალური მიგნების ავტორი იყო ეკონომიკაში, ხოლო ნობელის პრემია მას 1984 წელს გადაეცა ახალი – საჯარო არჩევანის სკოლის დაარსებისთვის. საჯარო არჩევანის სკოლა სწავლობს პოლიტიკას, გადაწყვეტილებების მიღების გზებს და სახელმწიფოს ჩავარდნის მიზეზებს.ამჯერად შევჩერდები ჯეიმზ ბიუქენენის სხვა თეორიულ მიგნებაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც მეტია და მცირეა მუნიციპალური ერთეულები, მით მეტია კონკურენცია მათ მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილებებს...

პარაზიტიზმი ანუ, რას ეყრდნობა რუსული პოლიტიკა საქართველოში

პარაზიტიზმის თემას იმიტომ მოვუბრუნდი (იხილეთ ჩემი სტატია „პარაზიტიზაცია" ჟურნალ ტაბულას 2012 წლის ოქტომბრის ნომერში), რომ ვაჩვენო, სინამდვილეში რა დგას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დაახლოების იდეის უკან.„ნაჩალნიკური" აზროვნება, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა სხვა ხალხების მიმართ, არ ქმნიდა თანამშრომლობისა და პატივისცემის ატმოსფეროს. ამის პარალელურად ხდებოდა ელიტის მოსყიდვა და მოქრთამვა სხვადასხვა ხერხებით, რუსეთის განსაკუთრებული როლის და მის ხარჯზე ცხოვრების...

წინ (უკან) ეტატიზმისკენ

ჩვენ გვინდა საზოგადოება, რომელშიც ხალხი თავისუფალია გააკეთოს არჩევანი, დაუშვას შეცდომები, იყოს გულუხვი და თანამგრძნობი. ეს არის, რასაც ვგულისხმობთ მორალურ საზოგადოებაში და არა საზოგადოება, სადაც სახელმწიფო ყველაფერზეა პასუხისმგებელი და არავინაა პასუხისმგებელი სახელმწიფოზე.მარგარეტ თეტჩერიეტატიზმი (ფრანგულად etatism, ინგლისურად statism) Merriam Webster-ის ლექსიკონის მიხედვით ეკონომიკური კონტროლისა და დაგეგმვის კონცენტრაციას ეწოდება ძალიან ცენტრალიზებული მთავრობის ხელში.რაც მეტ ძალაუფლებას,...

რისკები და გამოწვევები

ჩემი მეგობრები, რომლებიც პოლიტიკურ ანალიზზე მუშაობენ, ხშირად მსაყვედურებენ, რომ ეკონომიკას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მე მგონია, რომ ყველა პოლიტიკის უკან მაინც ეკონომიკური შედეგები იგულისხმება, თუ ეს არ არის რაიმე ფანატიკური იდეა ან მისი საპასუხო მოქმედება. ჩემი ზოგი ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით, მგონია, რომ იდეოლოგიური და მორალური არგუმენტები უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, ვიდრე პრაგმატული.მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საბოლოოდ ყოველთვის ეკონომიკური საკითხი რჩება. მაგალითად, როგორც...

რატომ გვიღირს ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმება

იმისათვის, რომ ადვილად გაერკვიოთ სად სჯობს ყოფნა - რუსეთის თუ ევროპის კავშირში, ყველაზე ადვილია რომელიმე ძველ მოძმე ქვეყანას მიაკითხოთ, ისეთს, როგორც ყირგიზეთია, სადაც დღესაც უდგათ ლენინის ძეგლი და კვლავ სჯერათ სტალინის მიერ შექმნილი მითოლოგიის, რომ ლენინის დამსახურებაა მათი ეროვნული იდენტობა. ეს სტატია იმათთვისაა, ვისაც უფრო მეტი არგუმენტი სჭირდება.მახსოვს ის დღე 2011 წელს, როდესაც გამოცხადდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება...

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის დასაბრუნებლად

როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მტკიცედ ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა. იმისთვის, რომ ასეთ ზრდას მივაღწიოთ, ყველა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლებებით უნდა დავაბალანსოთ. ამასთან ერთად, აუცილებელია, შევქმნათ განცდა, რომ ეს პოლიტიკა არის გრძელვადიანი და მას არავინ შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომელ მთავრობას ან პოლიტიკურ იდეოლოგიას მიაკუთვნებს თავს.დღევანდელი დასავლური ქვეყნების ეკონომიკური...

განათლების ხელმისაწვდომობა

„მთავრობა პრობლემას ვერ გადაჭრის, მთავრობა თვითონაა პრობლემა".რონალდ რეიგანიგავრცელებული აზრის მიხედვით, რაც მეტ ფულს ხარჯავს ქვეყანა განათლებაზე, მით უკეთესია. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ თუ განათლებაზე მთავრობის ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს (5%-ს, 7%-ს, და ა.შ. – გააჩნია ფანტაზიას) აღემატება, მაშინ ქვეყანას ეშველება. უკეთეს შემთხვევაში, ამ აზრის უკან იგულისხმება, რომ განათლების გარეშე გლობალური კონკურენციის გადალახვა გაძნელდება.ასეთი მოსაზრების მქონე ადამიანებს, როგორც ჩანს, მიაჩნიათ,...

ილუზიები და პერსპექტივები

ბოლო კვირებში გარკვეულმა განცხადებებმა და მოვლენებმა იმედი გააჩინა, რომ ერთხელაც იქნება, პრაგმატული აზროვნება დაბრუნდება. მაგალითად ორი მოვლენა გამოდგება: როდესაც განათლების მინისტრმა უცებ გაიხსენა, რომ შრომის კოდექსი არ არის მხოლოდ დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობის საკითხი, არამედ პირდაპირ ეხება ინვესტორის სურვილს, ასეთი დაბალი შესაძლებლობების, მცირე და თანაც რისკიან ქვეყანაში ფული დააბანდოს; მეორე იყო რუსეთთან ნორმალიზაციის საკითხის დიდი დარტყმის ქვეშ დაყენება, ისევ და ისევ...

კოლექტივიზაცია – 2

There is no such a thing as society.Margaret Thatcherრკინის ლედის ეს გამოთქმა რა გულისხმობს, მოდი წერილის ბოლოსთვის მოვიტოვოთ.ახალგაზრდა თაობისთვის ალბათ უცნობია სიტყვა კოლექტივიზაციის მნიშვნელობა. ძველებისთვის ის ან სტალინური წარმატებული რეფორმების ნაწილია, ან მისივე ხელმძღვანელობით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია, უამრავი წამებული და დახოცილი ადამიანი, რომლებსაც რაიმე სახის ქონება გააჩნდათ. საკმარისია, გავიხსენოთ უკრაინის ჰოლოდომორი, რომელიც სწორედ აგრარული კერძო მეწარმეების – კულაკების...

Wishful Thinking

„პენი არ ცვივა ციდან. მათ აქ, მიწაზე უნდა შოვნა”. მარგარეტ თეტჩერი ის, რასაც ბოლო ხანებში ვისმენთ პოლიტიკოსებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტებისგან, ზუსტად შეესაბამება ამ წერილის სათაურად გამოტანილ ინგლისურ ტერმინს. მისი ეკონომიკაში გამოყენება ამერიკელმა ეკონომისტმა რანდალ ჰოლქომბმა შემოგვთავაზა. ქართული პირდაპირი შესატყვისი არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით სასურველის სინამდვილედ წარმოდგენას ნიშნავს. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ მოსწრებულად თქვა, პოლიტიკოსის პროფესიაც უძველესია....