გიორგი კანდელაკი

4 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

რა მოიგო საქართველომ 2008 წელს ევროსაბჭოში ომზე რეზოლუციის მხარდაჭერით

სალომე ზურაბიშვილის მტკიცება, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველოა და რომ ჩვენ ჩვენი „მოქალაქეები დავბომბეთ“, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ელექტორალური პრობლემაა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზურაბიშვილის ციტატები რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს საზღვრების შესაცვლელად მტკიცებულების სახით წარუდგენია - მით უმეტეს. ამ პრობლემიდან თავის დაძვრენას "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ბიძინა...

20 წელი ნამგლის და უროს გარეშე

დღევანდელი გადასახედიდან, 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლა სრულიად კანონზომიერ, ლოგიკურ და გარდაუვალ მოვლენად გვეჩვენება. მაგრამ ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრეც კი იმპერიის დასასრულზე (ისიც მშვიდობიანზე) საუბარი უტოპიურად ჟღერდა. მეტიც, დასავლეთის ლიდერების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ცდას არ აკლებდა. 1991 წელს კიევში ჩასულმა პრეზიდენტმა ბუშმა უფროსმა...

გაგების მოდერნიზაცია

 ევროსტატის რომელიმე სამმართველოს სამშობლოს სადღეგრძელების რაოდენობის თვლა რომ შეეძლოს, საქართველოს გამარჯვება გარანტირებული ექნებოდა. „რაც სახელოვან წინაპართაგან შემოგვრჩა, ქართველობაა”, – ხშირად გაიგონებთ სხვადასხვა მასშტაბის სუფრებზე თუ ტელეეკრანიდან. მაგრამ რას ნიშნავს ეს ქართველობა, ანაც რას „უნდა ნიშნავდეს”, ძნელად თუ ვინმე გაგცემთ პასუხს. ტრადიციულ რელიგიათა რეგისტრაციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ...

მიუნხენი 2008?

 „ერთადერთი გაკვეთილი, რაც კაცობრიობამ ისტორიიდან ისწავლა, არის ის, რომ მან ვერ ისწავლა ვერანაირი გაკვეთილი” ბერნარდ შოუ  რუსეთთან  დამოკიდებულების შედარება 1930-იან წლებში ნაცისტური გერმანიის მიმართ გამომუშავებულ პოზიციასთან, დასავლურ პოლიტიკურ დისკურსში მკრეხელობადაა მიჩნეული. საქართველოს მეგობარი ლიდერების მიერ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მორიდებული, პარალელის გავლება მიუნხენის 1938 წლის კონფერენციასთან და იმდროინდელ „დაყვავების პოლიტიკასთან”...

რატომ უნდა გვახსოვდეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

 ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1939 წელს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს. იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ევროპაში 1939-1941 წლებში, საქართველოში ნაკლებად ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ პაქტის შედეგებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ისტორიაზე. აღნიშნული პერიოდი იმითაც საინტერესოა, რომ...