გიორგი მაჩაბელი

11 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

დიურანის ბალეტი

დრიუ ფრიმენის სკოლაში კევინ დიურანი ბალეტის სექციაში იყო. მაღალი ბიჭი დედიკომ ბალეტზე შეაგდო და კევინი გარკვეულ წრეებში ყველაზე პოპულარული ბავშვი იყო. დრიუ ფრიმენის სკოლაში იყო ფიზკულტურის მასწავლებელი, ტარას “სუნიანი” ბრაუნი. მისტერ ბრაუნი კალათბურთის აზრზეა და ტარასს კევინის სიმაღლე, ბიჭის მოქნილი სხეული მოეწონა. მან კევინის დედა ჩიზბურგერზე დაპატიჟა და შვილი ბალეტიდან კალათბურთზე გადააყვანინა. ბრაუნი ცვლის კევინს და ბრაუნი ცვლის საკუთარ თავს. ტარასმა კალათბურთის სკოლა გახსნა, ძმაკაცებისგან...

ვენუსის დაბრუნება

გოგონების პრო ტური ინტერესს კარგავს. ერთჯერადი პირველი ნომრების (კაროლინ ვოზნიაცკი), სტაბილურად არასტაბილური დომინატორების (მაშა შარაპოვა, პეტრა კვიტოვა), ბავშვობაში ჩარჩენილი ნიჭიერი ბალასტების (მარია კირილენკო, იანინა ვიკმაიერი) ერთფეროვანი ტესტები უინტერესოა. გოგონების გარჩევები კარგავს თითქმის ყველაფერს და ურეიტინგო ამბებზე სპონსორებიც არ მიდიან. WTA გახუნებული და უინტერესოა. რეიტინგის პირველი ნომერი ვიქტორია აზარენკაა. ჩოგბურთის ჯონი როტენი კვნესაში პირველია. ბელარუსი ჩოგბურთშიც მხეცია და...

როტერდამის დღიური

როჯერ ფედერერის სამი შანგრი ლა წელს ლონდონში იქნება. ჯერ უიმბლდონი და ბოლოშია მასტერსის თასი, რვა ყველაზე კარგი ბიჭი რომ იკრიბება და პრივატულ წრეებში მაგარი გარჩევები მიდის. შუაშია ოლიმპიადა. ფედერერს ოლიმპიური ბონუსი ოთხი წლის წინ, პეკინში აქვს მოხსნილი. ლონდონში ფედერერზე კინოინდუსტრიის ფედერერი, მისტერ გაი რიჩი დადის. როჯერი ოლიმპიადაზე ორჯერ ჩავიდა. 12 წლის წინ, სიდნეიში წააგო ერთეულებში, მეოთხე ადგილზე გავიდა და მოიგო პირადულში. სიდნეიში როჯერს ტომი ჰაასმა 6:3, 6:2 შეუსრულა. როჯმა წააგო...

დავიდი და ლივერპული

ლივერპულში ესპანელების ყიდვა კარგი ტონია. ფერნანდო ტორესმა ლივერპულში თითქმის რინგო სტარამდე გაქაჩა და ტორესი ახსოვთ. ესპანელებიც ახსოვთ. ლივერპულმა 35 მილიონ ევრომდე გადათვალა და ბარსელონას დავიდ ვილიაში შესთავაზა. ვილია სხვა თემაა და ლივერპულისთვის თითქმის ტორესია. შარშან, ვილიაზე გვარდიოლამდე ლივერპულის ბოსები გავიდნენ. ორ კვირაში ვილია ბარსელონაში წავიდა. ლივერპული მეორე დავიდზე გადაერთო და ოდნავ იაფმა დავიდ სილვამ სიტისკენ გაუხვია. Superdeporte ვალენსიაში იბეჭდება, პოპულარული საკითხავია...

ჩვენი ჯგუფი ევრობასკეტზე

წელს, ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე ჯეკპოტი მოვხსენით. იქ მართლა კარგი იყო და საქართველოს ნაკრებმა რესპექტაბელური კალათბურთით ევრობასკეტის ძველი ბიჭების პატივისცემა მიიღო. მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, ზაზა ფაჩულიას, დანარჩენების ნაკრები შემდეგ ევროფესტივალზეც უნდა იყოს. იქნება. გერმანიაში, ფრაიზინგში შემდეგი ევრობასკეტის წილისყრა იყო. საქართველომ D ჯგუფში...

ცონგას ეისები

ჟო-ვილფრედ ცონგამ ამ სეზონის 79 გასაუბრებაში 825 ეისი დასვა – ერთ ტესტში საშუალოდ 10 ეისზე მეტს ურახუნებდა. ცონგამ სეზონის ბოლო 6 კვირაში აკრიფა და ეიტიპის მარათონში სხვაზე მეტი ეისი შეაგროვა, თუმცა ფრანგი მარტო ეისები არ არის. პოპულარული ნაფ-ნაფი სხვა კომპონენტებშიც კარგია. სადღაც ერთ არანორმალურ სერბზე სუსტია, სადღაც ნადალივით წაგებულს ვერ იგებს და დელ პოტროზე...

30 უკვე მძიმეა

როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი სტაბილურად ვერ იგებენ. როჯერი და სერენა სტაბილურები არ არიან, ფედერერმა და უილიამსმა წელს დიდი სლემის პროცესში ჯეკპოტი ვერ მოხსნეს. ფედერერმა პირველად, 2002 წლის ამბების მერე. სერენას ბოლო უსლემო სეზონი ხუთი წლის წინ იყო.როჯერმა როლან გაროზე დაშალა ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფინალში ვერ ირბინა. რაფაელ ნადალი დარბოდა, როჯერი იდგა და ელოდებოდა, ყველაფერი რომ მორჩენილიყო. ფედერერმა სერბი US Open-ზე ორჯერ დააჩოქა და სეანსი ბოლომდე ვერ მიიყვანა. ჯოკოვიჩმა მოიგო. სერენამ დიდ...

ლიგამუსი შემდეგ ეტაპზეა

შარშან თბილისში წყალბურთის ბევრი სახელოვანი ბიჭი ჩამოვიდა. თბილისში ლენ ტროფის პირველი ჯგუფური ეტაპი იყო. კოხტა სპორტკომპლექს ოლიმპიკში იტალიური პოზილიპო და უნგრული ჰონვედი ერთობოდნენ. თან იგებდნენ. მერე ერთმანეთში გაისაუბრეს, ვალენტინო გალომ და იტალიელმა ბიჭებმა მოიგეს, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და ყველაფერი კარგად მორჩა. მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდი, ლიგამუს...

დონალდ Young

თორმეტი წლის წინ, ნიუ ჰეივენის საჩვენებელ ტურნირზე ათი წლის ბავშვი წყვილებში ჯონ მაკენროისთან ერთად იყო. საქველმოქმედო აქცია მორჩა, მაკენროიმ რამდენიმე ნახატი გაყიდა და ჯიმი კონორსმა ბრიუს უილისთან ერთად ქანთრი შეუბერა. მაკენროი ბრიფინგზე შედის. პირველი კითხვა ჯონს – სერ, დღევანდელი აქციიდან ყველაზე უფრო რა დაგამახსოვრდათ?  ჯონი – ის ბიჭი, ჩემთან ერთად რომ იყო, ერთად რომ ვითამაშეთ. მაგარი ბიჭია. ცაციაა. მისი ხელები კიდევ ერთი ცაციის ხელებს მაგონებს. ჩოგნის გარდა, ფუნჯსაც მაგრად რომ იყენებს...

ამერიკის ჰიტი

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი ამერიკული და ამერიკელებისთვის ამერიკული იყიდება. რაც იყიდება, ის იჭმევა, რაც გვკვებავს, ის გვახსოვს და ვიცით, რომ აუცილებელია. ამერიკელებს ჰყავთ თავისი ჯონ ლენონი (ბრიუს სპრინგსტინი), ამერიკელებს ჰყავთ თავისი ჯიმი პეიჯი (სლეში), ამერიკელებისთვის გაი რიჩიც ამერიკელია. გაი ჰერტფორდშირელი, ანუ ბრიტანელი ძველი ბიჭია, მაგრამ...