გიგო მესხიშვილი

21 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

სტატიები

პურის სახლის უჩაქაფულო გაზაფხული

აპრილის თბილი საღამოა, სიმწვანე ძალაში შედის, რესტორან პურის სახლის მენიუსაც კი გაზაფხული აწერია ყდაზე... ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვართ. ვათვალიერებთ კერძების ჩამონათვალს და პირველი იმედგაცრუების ჯერიც დგება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული – ხბოს, ქათმის და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი. უბრალო მწვანე სალათი (8.00 ლარი) – დაფლეთილი სალათის ფოთლები, ზეთი, ლიმონის ნაჭრები, მთლიანი შავი ზეთისხილები, წვრილად...

შავი ლომი – ზეპური სიმყუდროვე

ვინც ამ სიტყვის, ზეპურის მნიშვნელობა არ იცის, გეტყვით, რომ ქართულ ენაზე დაახლოებით ასე ითარგმნება ჩვენში გავრცელებული გამოთქმა „სვეტსკი”. დიახ, ეს რესტორანი ე.წ. თბილისური ზეპური ობიექტების რიცხვში შეგვიძლია მოვიაზროთ, ოღონდ, განსხვავებით ზედმეტად გაკრიალებული და გაწკეპილებისგან, ის უფრო შინაურული გარემოთი იპყრობს ყურადღებას და თავისი წინამორბედების გზას აგრძელებს. მაგალითად, პურპურისას – ინტერიერი კარგად დაძველებული, გაურემონტებელი სოლოლაკური ბინისა და ტრადიციული თბილისური სარდაფის ნაზავია –...

უბარაქო კახელები

გადავწყვიტე თებერვალი კახური სამზარეულოსთვის მიმეძღვნა და ერთ თოვლიან-ტალახიან დღეს ლილოსკენ გავემგზავრე. რესტორანი-სასადილო „კახელები” შარშან გაიხსნა და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს თბილისელ გურმანებში. ბევრი სამზარეულოს აქებს, სხვები ადგილს იწუნებენ. ადგილთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შემიძლია, სანამ შიგნით აღმოჩნდები, ცოტათი შეიძლება დაითრგუნო კიდეც – საცხობები, მარკეტები, ათასი წვრილმანის ფარდულები, ტალახიანი შესახვევი, ნაგვიანი გზატკეცილი... ერთი სიტყვით, შესასვლელთან ჩვეულებრივი...

ფაეტონში – ნაახალწლევს

ახალი წლის სადღესასწაულო ტაშფანდური 2 დღის მონელებული გვქონდა, რომ კარს შობა მოგვადგა, რელიგიური დღესასწაული, რომელიც ენო-გასტრონომიულ ენაზე ნიშნავს დასვენებულების ენერგიულ შემოჭრას ასპარეზზე და გადაღლილების სევდიან თვალყურის დევნებას, თუ როგორ ეწაფებიან მარხვით გაცისკროვნებული მეგობრები ყველაფერ იმას, რაც შენ, ცოდვილმა, უკვე მოიბეზრე ბოლო ერთი კვირის მანძილზე. ყველაზე მძიმეა მეგობართა შემოტევის მეორე ტალღის გაძლება, მათი, ვინც 31-ში ან 1 იანვარს ტელეფონსაც კი არ იღებდნენ ცდუნებისგან თავის...

რომის კატეგორიები

რომის უამრავი სახეობა და კატეგორია არსებობს, რისი მთავარი მიზეზიც იმ კუნძულების სიმრავლე და ფერადოვნებაა, სადაც ტროპიკულ ელექსირს აწარმოებენ. სწორედ ამის გამოა, რომ სხვადასხვა კუნძულზე სხვადასხვა გემოს და არომატის სასმელი გამოდის. იამაიკა, მარტინიკა, პუერტო რიკო, კუბა, ჰაიტი, გვადელუპა, ტრინიდადი და ტობაგო, ბარბადოსი, დომინიკის რესპუბლიკა, სამხრეთ ამერიკაში ბრაზილია და ვენესუელა, ასევე აშშ, მექსიკა, ფილიპინები, მადაგასკარი – აი, არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, სადაც ამ რომანტიკულ სასმელს...

Café De France – ჯაზი და კარამელი

ტაბიძის ქუჩა საინტერესო მიკროუბნად ყალიბდება და ამაში თავის როლს ის რამდენიმე ახალი კაფე და რესტორანიც თამაშობს, რომელიც აქ ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიხსნა. საღამოობით აქაურ კვების დაწესებულებებში ხალხმრავლობაა, თუმცა არ იქნებოდა ურიგო დღის საათებშიც დატვირთულიყო ეს ქუჩა. მაგალითად, შარშან ითხოვდნენ, რომ ტაბიძის ქუჩა თბილისელი ბუკინისტებისთვისაც დაეთმო ქალაქის ხელისუფლებას. მშვენიერი იდეაა – მყუდრო ქუჩა, წიგნები, კაფეები, მუსიკა... Café De France ორიოდე თვის წინ გაიხსნა და თავიდანვე უნდა ვთქვა...

ჭაჭა – ზაოტიდან ბოთლამდე

ზუსტად არავინ იცის, თუ როდის ვისწავლეთ ქართველებმა არყის ხდა. თუმცა ცხადია – პირველი ქართული არაყი ჭაჭისგან უნდა გამოხდილიყო, ანუ იმისგან, რაც ღვინის შემდეგ რჩებოდათ ჩვენს წინაპრებს. XVII საუკუნეში უკვე დოკუმენტურად დასტურდება, რომ ქართველები არაყს ხდიდნენ. ამას რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის სიტყვებიც ადასტურებს. მათ გაოგნებულებს დაუტოვებიათ იმერეთი და თავიანთ წიგნში გულდაწყვეტილებს ჩაუწერიათ: „მხოლოდ ღვინოს მიირთმევენ, არაყი აქვთ, მაგრამ არ სვამენ”-ო. როგორც ჩანს,...

საფერავების დეგუსტაცია ღვინის კლუბში

სექტემბერს ღვინის კლუბის დეგუსტაციების ახალი სეზონი გაიხსნა. ამჯერად დეგუსტაცია ღვინის ბარ Schall-ში მოეწყო, რომელიც მაჩაბლის 16-ში მდებარეობს, დასასწრები ბილეთი 30 ლარი ღირდა და დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 10 დასახელების საშუალო საფასო კატეგორიის საფერავი.  წლევანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, ღვინის კლუბის დეგუსტაციებზე დასწრება უკვე ყველა მსურველს შეეძლება. თუკი ადრე ჭაშნიკზე მხოლოდ კლუბის წევრები ვიკრიბებოდით, ახლა ნებისმიერს აქვს საშუალება გვეწვიოს და წარმოდგენილი ღვინოები...

WinExpo 2011 – კიდევ ერთი ნაბიჯი ღვინის კულტურისკენ

 საქართველოში რომ ბოლო წლების მანძილზე ღვინის კულტურის აღმავლობა შეინიშნება, უდავოა და ამ საქმეში დიდ როლს ღვინოსთან დაკავშირებული საჯარო ღონისძიებებიც ასრულებს. ცოტა ხნის წინ ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ “ახალი ღვინის ფესტივალზე” ვწერდი, რომელიც მეორეჯერ გაიმართა ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დღეს კი მორიგ დღესასწაულზე ვისაუბრებ, გამოფენაზე, რომელიც 2-4 ივნისს გაიმართა ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე და რომელმაც ძალიან ბევრ ღვინის მოყვარულს მოუყარა თავი.  ეს გამოფენა უკვე მეხუთე...

ხალასი ღვინოები ახალი ზელანდიიდან

ბოლო დროს ახალი ზელანდიის ღვინოებზე იმდენს აღარ ლაპარაკობენ, რამდენსაც 5-8 წლის წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თეთრი ღვინოების მხარე ვინმეს დაავიწყდა. ძნელია დაივიწყო აქაური სოვინიონებით შთაბერილი მაცოცხლებელი ენერგია, პინო ნუარის იდუმალება და შარდონეების სისავსე. აქაური ღვინო ყოველთვის პროგრესის სიმბოლოდ აღიქმება და აქ არც თამამ ნაბიჯებს ერიდებიან. თუნდაც ხრახნიანი თავსახურის ისტორია გავიხსენოთ, რომელიც სწორედ ამ ქვეყნიდან დამკვიდრდა მსოფლიო მეღვინეობაში....