გია ნოდია

50 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
4 წელი 6 თვე

გია ნოდია არის ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე. გარდა აკადემიური სტატიებისა, ხშირად აქვეყნებს ესეებს მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-კულტურულ პრობლემებზე.

სტატიები

ბიძინას წელი

საქართველოს 2016 წლის ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და პარლამენტში უპირობო დომინირება გაინაღდა. ფაქტობრივად, მან სწორედ ამ წელს დაასრულა თავისი პოლიტიკური პროექტი. მისი არსია არა უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ვითარება, როდესაც ერთ ადამიანს ქვეყნის მართვის საკონტროლო პაკეტი სრულად უპყრია და, ამავე დროს, შეუძლია ზედმეტად არ შეიწუხოს თავი ყოველდღიური მმართველობითი ამოცანებით. ამისთვის საჭიროა, მის შექმნილ რეჟიმს პრობლემა ვერავინ შეუქმნას....

ქალობა თუ დედობა?

მარტის დასაწყისი ორი „ქალური“ დღესასწაულის პერიოდია, რომელთა შორის გარკვეული იდეოლოგიური დისონანსი არსებობს. ლიბერტარიანელების უმრავლესობა ორივეს სარკასტულად უყურებს, როგორც ხელოვნურ, მთავრობების ან იდეოლოგიური ელიტების მიერ თავსმოხვეულ ღონისძიებებს, თუმცა 8 მარტის მიმართ მეტ ანტაგონიზმს გამოხატავს მისი კომუნისტური ძირების გამო. ფემინისტი მემარცხენეები, პირიქით, კბილებით იცავენ „ქალთა საერთაშორისო დღის“ ლეგიტიმურობას („მერე რა, რომ კომუნისტურია“), მაგრამ ეჭვის თვალით უყურებენ „დედის დღეს“,...

ჟამი ძალადობისა

ყოველი ცალკეული აქტი ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობისა, რომლის მომსწრენი ვხვდებით,  უნიკალური ადამიანური ტრაგედიაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობა, რომელიც განსაკუთრებით რეზონანსული სწორედ მისი ადგილის გამო გახდა, „ვნების დანაშაული“ ჩანს: ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში მომხდარა და კიდევ მოხდება.მაგრამ აქ გვაქვს არა ცალკეული დანაშაულებრივი აქტები, არამედ ტენდენცია: მას სოციალური ეპიდემია შეიძლება ვუწოდოთ. სოციალურ ეპიდემიას კი პრინციპულად სხვაგვარად უნდა მივუდგეთ, ვიდრე...

მწვანე ჭეშმარიტება

საქართველოში „მწვანე" აქტივიზმი დაბრუნდა. ეს მისი მეორე ტალღაა. პირველად, კომუნისტური სისტემის მიმწუხრის ხანაში, რეგიონის ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მწვანეები ჩვენშიც ოპოზიციური მოძრაობების ავანგარდში აღმოჩნდნენ, თუმცა მალე მათშივე ჩაიკარგნენ. დღეს სულ სხვა ვითარებაა: გარემოსდამცველებს პრეტენზია აქვთ, იპოვონ „მესამე", მორალურად აღმატებული და ჭეშმარიტად ევროპული გზა „ნაცების" და „ქოცების" დაპირისპირების მიღმა.მწვანეები შუალედშიც არსებობდნენ, ოღონდ დონორების დაფინანსებული „ენჯიოების" სახით....

რელიგია საჯარო პოლიტიკაში

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიდევ ერთი რაუნდი წააგო საერო ხელისუფლებასთან: ამ უკანასკნელმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს კანონი პრაქტიკულად ბევრს არაფერს ცვლის: მთავარია, რომ ეკლესიამ თავისი ავტორიტეტი და გავლენა შეაგდო სასწორზე მის დასაბლოკად, მაგრამ თავისი ძირითადი მოთხოვნა – სექსუალური უმცირესობების და გენდერული იდენტობის ამოღება კანონის „დაცული მუხლიდან" – ვერ გაიტანა.ეს სულ მცირე მეორე ასეთი შემთხვევაა. პირველი მოხდა 2011 წლის ზაფხულში...

რა უჭირს ყოფილი პრეზიდენტ(ებ)ის დაკითხვაზე დაბარებას?

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ახალი მიჯნა გახდა კამპანიაში, რასაც ხელისუფლება „სამართლიანობის აღდგენას" უწოდებს. ის მკვეთრად გააკრიტიკა არა მხოლოდ ოპოზიციამ (რაც ტრივიალური იქნებოდა), არამედ დემოკრატიულმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ფაქტს ოფიციალური განცხადება მიუძღვნა, ცალსახა უკმაყოფილება გამოხატა ევროკომისარმა შტეფან ფულემ, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის შიგნით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებს.ეს აღარ არიან ნაციონალური...

სამოქალაქო პროტესტი და ძალის გამოყენება: როდის რა გავამართლოთ?

ერთი შეხედვით, უკრაინის მოვლენების მიმართ საქართველოში თითქმის კონსენსუსია: გვინდა ევროპაზე ორიენტირებული უკრაინა, სოლიდარობა გამოვუცხადეთ ევრომაიდნის მოთხოვნებს, გაგვეხარდა მისი გამარჯვება და, ცხადია, ვგმობთ რუსეთის აგრესიას ყირიმში. სხვადასხვა განცხადების ტონალობა განსხვავებულია (და ამ განსხვავებას მნიშვნელობა აქვს), მაგრამ ძირითად პრინციპებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კამათი არ არის.ოღონდ საქართველო საქართველო არ იქნებოდა, ეს მოვლენები მაინც რომ არ გამხდარიყო პარტიული ბრძოლის ასპარეზი...

არაპოლიტიკა და ცუდი პოლიტიკა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვერ-რეფორმის გაკვეთილები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გამგეობის არჩევა-ვერარჩევის სევდიანი და დამაბნეველი ისტორია ერთი პატარა ქარიშხალია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამ მინი-ქარიშხალში უშუალოდ ჩართული იყვნენ „მოლაპარაკე კლასები”, ანუ საზოგადოებრივად აქტიური და ცნობადი ადამიანები, ვისაც ხშირად „სამოქალაქო საზოგადოებას” ვუწოდებთ: მე „სამოქალაქო ელიტად” მოვიხსენიებ, ეს გამოთქმა უფრო ზუსტი მგონია. ხსენებული ისტორია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი კანონის მიღებით დაწყებული და პარლამენტის მიერ ახალი გამგეობის არ თუ ვერ-არჩევით...

მიშას მემკვიდრეობა

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი გმირულ-რომანტიკულ ჟანრს განეკუთვნება. ეს ეხება არა მხოლოდ სტილს, რომელიც ბოლომდე ვარდების რევოლუციის ესთეტიკამ განსაზღვრა, არამედ პოლიტიკური ქმედების შინაარსსაც, რომელიც დიდი იდეებით და მიზნებით იყო შთაგონებული. კი, მასობრივი პიარის დონეზე საკმაოდ პროზაული რამეები გვესმოდა: როგორ შემოიყვანა მთავრობამ ჯერ ყვითელი ავტობუსები, მერე კი ტრაქტორები, გაზარდა პენსიები და ა.შ. მაგრამ პოლიტიკის საერთო პათოსს ახალი, სრულიად სხვა ტიპის ქვეყნის შექმნა შეადგენდა.ის...

პირადი და საჯარო სფეროების შესახებ

ვიმსჯელოთ თუ არ ვიმსჯელოთოჯახი, პირადი ცხოვრება ინტიმური სფეროა, რომელშიც უცხო ხალხმა ხელი არ უნდა აფათუროს. მით უმეტეს, დაუშვებელია მათი პოლიტიზაცია. ამასაც საკამათოდ ხომ არ გავხდით? რატომაც არა. ამ სტატიაში სწორედ ამას ვაპირებ. როცა საქმე პოლიტიკური ლიდერების ოჯახებს და პირად ცხოვრებას ეხება, საზოგადოებრივი ინტერესი სრულიად ლეგიტიმურია. რა თქმა უნდა, გარკვეულ საზღვრებში: ზრდილობაზე, გემოვნებაზე და იუმორის გრძნობაზე ხელი არ უნდა ავიღოთ.ჩვენში ეს თემა ორმა კონკრეტულმა ვითარებამ გააქტუალურა....