გრიგოლ გეგელია

7 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

რბილი უძლურება

რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს დაპყრობას. თუმცა, ამჯერად ამას უფრო ჭკვიანური გზით აკეთებს, ვიდრე ტრადიციულად. დღეს რუსეთის ფედერაცია ცდილობს, „რბილი ძალის" გამოყენების მეშვეობით საქართველოს გული მოიგოს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ამას ჯერჯერობით ეფექტურად ვერ ახერხებს, ცხადია, რომ არსებობს სერიოზული მცდელობა. თუმცა, მცდელობის გარდა, ასევე არსებობს შესაძლებლობა, კრიზისულ ვითარებაში მყოფი საქართველო, რომელსაც მტკივნეული რუსული ჩექმა მრავალჯერ...

საქართველოს წინააღმდეგ

ჩვენს წინაშეა ისტორიული მომენტი. საქმე, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს სახელმწიფოს ეხება — ჩვენს პოლიტიკურ ერთობას. ის ან გადარჩება, ან — არა. სწორედ დღევანდელი დღის მომენტი გადაწყვეტს თუ როგორი იქნება საქართველო ხვალ, რადგან ახლა წყდება თუ როგორი სახელმწიფოს აგებას ვაპირებთ დღეიდან მოყოლებული. ვფიქრობ, წლების შემდეგ ეს კვირა საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მოხვდება, როგორც ფუნდამენტური არჩევანის კვირა. ცხადია, იმ დროისათვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება: საქართველო ან ერთი, ან მეორე...

Patria: რუსეთი, რუსო, ტოკვილი, მე

პატრიოტიზმი იდეაა, იდეები კი გარკვეულწილად ენერგიას ჰგვანან: ისინი იცვლიან ფორმას, ერწყმიან სხვა იდეებს და ქმნიან განსხვავებულ კონტექსტებს. მაგრამ, ენერგიის მსგავსად, ისინი არაფრიდან წარმოიქმნებიან და არასდროს ქრებიან, არამედ — გარდაიქმნებიან. ქართული პატრიოტიზმის იდეა არც ზვიად გამსახურდიას შეუქმნია და არც ნაციონალური მოძრაობის დამარცხებით დასრულებულა. ეს არის იდეა, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით უარსებია, არსებობს და, რაც მთავარია, გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, სწორად...

მაკიაველის განცდები

კოაბიტაცია – ჭეშმარიტად საბრალო ტერმინი, რომელიც ქართულად იძენს ყველა მნიშვნელობას საკუთარის გარდა. ბოლო დროს ეს ტერმინი ხშირად ისმის. თუმცა, არ ისმის მთავარი კითხვა: რის მიმართ კოაბიტაცია? „რის მიმართ?” – ეს კითხვა იშვიათად ისმის. არადა, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. მაგალითად, ჩემი ბავშვობის ტკბილი დღეების ყველაზე ნათელი საპარლამენტო მოგონება პარლამენტარების მიერ ერთმანეთისათვის ბორჯომის შესხმა თუ ქაღალდების დასტის სროლა იყო. თავდაპირველად, ამ გმირული კადრების ყურებისას, ყოველთვის შემდეგ...

Vivere Civile?

წლის 4 ივნისი, შაბათი. ქალაქი პეტერბურგი. ილია ჭავჭავაძე წერს ლექსს სახელად „ელეგია”. „ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”, აღმოხდება პოეტს. ეს მესიჯი დროს გაუძლებს; მაგრამ, მისი ბედი ასეთი იქნება: მუდმივი ციტირება ძილ-ბურანში. ქართული პროტესტი მეტად უცნაური რამაა. ის ყოველთვის ნახევრად მთვლემარე პოზიციაში იმყოფება: ხანდახან ხდება, უფრო ხშირად კი – არა. ეს პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ ქართული პროტესტი შერჩევითია. მაგალითად, პროტესტი – ან, სულ მცირე, პროტესტის...

პატარა ჰიუ, ანუ false awakening

„მცდარი გამოღვიძება” ეწოდება მატყუარა სიზმარს, რომელიც გვარწმუნებს, რომ გამოვიღვიძეთ, მაშინ როდესაც რეალურად კვლავ გვძინავს. სამწუხაროდ, დგება ხოლმე დრო, როდესაც „მცდარი გამოღვიძება” სანატრელი ხდება.  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენში თუ ერთი რამ სენტიმენტი დომინირებდა, ეს გაურკვევლობა იყო. პირველად იყო ლაფანყურის ინციდენტი, შემდეგ ხმა რუსული დანაყოფების საქართველოს საზღვართან შეკრების შესახებ, ხოლო მერე „გლდანტანამოდ” შერაცხული ციხის ინციდენტი, რომელსაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი...

ზაფხულის ღამის ზღაპარი, ანუ la Grande Peur

თანამედროვე ქართულ რეალობაში, ყველა მხრიდან მუდმივად გვესმის „სხვის” შესახებ, ვინც გვიტევს და დამხობას გვიქადის. ასე და ამგვარად, თანაბარი შემართებით გვიტევენ მუსლიმები და კათოლიკეები, ვენეციელები და ჰომოსექსუალები, ამერიკელები და სომხები, თურქები და მარსელები. შთაბეჭდილება რჩება, რომ სრულიად მსოფლიოს ერთი მიზნით შეუკრავს პირი. მიზანი ნათელია და შოკისმომგვრელი: მათ ჩვენი განადგურება სურთ. ეს თანამედროვე ქართული la Grande Peur გახლავთ – „დიდი შიში”, რომელსაც უვიცობა და უცნობის ავტომატური შიში...

არქიმანდრიტთა გამბიტი

ახლახან, მშვიდობის ხიდზე შემჩნეული იყო მღვდელი, რომელიც ქალაქის ესოდენ წმინდა კვარტალში – ენერგიულად და ყოვლად უსირცხვილოდ – გორგოლაჭებზე მდგომი გადაადგილდებოდა. მაგრამ, ვინ აცალა. მას შესაშური სისწრაფით მიუვარდა მართლმადიდებლობის დამცველი რიგითი საძმო და მღვდლის უზნეო საქციელი მყისიერად აღიკვეთა. მაგრამ, ეს მღვდელი სინამდვილეში იყო არა მღვდელი, არამედ მსახიობი, რომელიც მღვდლის როლს ასრულებდა. მოქმედება კი ფილმში ხდებოდა, რომელიც, მოგეხსენებათ, ხელოვანის წარმოსახვის ნაწილია – ფიქტიური პროდუქტი...