გიგა ზედანია

18 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

ინტელექტუალების ღალატი

“ინტელექტუალები მოდერნიზაციის პროცესში მყოფი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. მათი არსებობა აუცილებელია ნაციისთვის მათი ცოდნის გამო, მაგრამ, იმავდროულად, საფრთხეა პოლიტიკური ერთობისათვის როგორც მათი ლიდერობის პოტენციალის, ასევე იმ მიდრეკილების გამო, რომ ადვილად გაუცხოვდნენ შესაბამისი აღიარებისა და დაფასების გარეშე”. ამ სიტყვებს 70-იან წლებში ამერიკელი მკვლევრები წერენ, თემა კი იმიტომ გამახსენდა, რომ დისკუსია ინტელექტუალების როლისა და ფუნქციის შესახებ საქართველოშიც...

ძალაუფლება, ფული და რაღაც სხვა

ამ ტექსტში საერთოდ არ იქნება ლაპარაკი დღევანდელი პოლიტიკური ძალების საგარეო ორიენტირებზე. შევეხები მხოლოდ და მხოლოდ მათ საშინაო პოლიტიკურ რიტორიკასა და იდეოლოგიას, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემის პრობლემებსა და სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებს. ძალაუფლება  საერთო ადგილი გახდა იმის აღნიშვნა, რომ ნაციონალური მოძრაობის დისკურსი, იდეოლოგია თუ რიტორიკა განსხვავებული ელემენტების კონგლომერატია. მაგრამ არავინ იწუხებს თავს იმის დაზუსტებით, თუ კონკრეტულად რომელია ეს ელემენტები. შევეცადოთ ამის...

ახალბედა ექსპერტის ბიბლიოთეკა - არაბული რევოლუციები

გადმოცემის თანახმად, ჰენრი კისინჯერმა, რომელიც რიჩარდ ნიქსონს ჩინეთში ვიზიტისათვის ამზადებდა, პრეზიდენტს ისიც უთხრა, რომ პრემიერი ჩჟოუ ენლაი საფრანგეთის ისტორიით იყო გატაცებული. ნიქსონმაც, შეხვედრისას, საერთო ენის გამონახვის მიზნით, ჰკითხა ჩინელ პოლიტიკოსს, თუ რას ფიქრობდა ის საფრანგეთის რევოლუციის გავლენაზე. „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი” – იყო ჩინეთის პრემიერის პასუხი. სულ ახლახან გაირკვა, რომ ეს პასუხი, როგორც ჩანს, თარგმანით გამოწვეული გაუგებრობის შედეგს წარმოადგენდა – ჩჟოუ ენლაის ეგონა...

ახალბედა ექსპერტების ბიბლიოთეკა

 „ექსპერტი” თანამედროვე ქართულში იქცა სიტყვად, რომელსაც გარკვეული ირონიის გარეშე ვერ წარმოთქვამ. „ყველაფრის ექსპერტი”, „ვითომექსპერტი”, „გვეშველება რამე?” – აი, მასთან დაკავშირებული პირველი ასოციაციები. არა, ექსპერტობასთან დასავლელ ინტელექტუალებსაც აქვთ პრობლემა: ევროპასა და აშშ-ში ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ხდება აზროვნების დაყვანა-რედუცირება ექსპერტული შეხედულების გამოთქმაზე, რომელიც კრიტიკულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ ლამის შეუძლებელს ხდის. მაგრამ ეს...

პოლიტიკური და სამოქალაქო

ზაფხულის ნომრისთვის წერა გამოწვევაა – ტექსტი შვებულების დასაწყისში დაახლოებით ისეთივე რელევანტური უნდა იყოს, როგორც სეზონის ბოლოს. ისეთმა თემებმა, როგორიცაა, მაგალითად, ხორცის ფასის გაძვირება, შეიძლება არ გაამართლოს, რადგან არაა გამორიცხული – იმედი მაინც ბოლოს კვდება – რომ, ამ პერიოდის განმავლობაში, პრობლემის არსი შეიცვალოს კიდეც.  ამიტომ უფრო ზოგად თემას შევეხები – პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას.  დავიწყებ მედიით,...

რა მოხდა 26 მაისს?

ელიტა და მასა ქართული საზოგადოება ელიტის მიერ არის მართული. განსხვავებით ევროპული ან ამერიკული საზოგადოებისაგან, რომელსაც აქვს უნარი, გამოიწვიოს საკუთარი ელიტა, ქართული საზოგადოება მას მორჩილად მიჰყვება.  ამის კარგი, უფრო სწორად კი, ძალიან ცუდი მაგალითი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც ნინო ბურჯანაძის მიერ გამართულ მიტინგზე მივიდა. ამ ადამიანებმა უარი თქვეს საკუთარ განსჯაზე და ენდნენ ლიდერს, რომელსაც უნდა ჰქონოდა გეგმა, თუმცა მას არ ამხელდა. ეს არაა დასავლურ-დემოკრატიული მიდგომა...

სახელმწიფო კაპიტალიზმი

რეცენზია წიგნზე: Ian Bremmer, The End of the Free Market. Who Wins the War between States and Corporations?, New York, 2010. იან ბრემერი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი და რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია. ამ წიგნებს შორის უკანასკნელი ნამდვილი ბესტსელერიც გახდა გასული წლის აშშ-ში. წიგნი, რომლის სახელიცაა „თავისუფალი ბაზრის დასასრული. ვინ იგებს ომს სახელმწიფოებსა და კორპორაციებს შორის?”, თანამედროვე ეკონომიკური სისტემის შიგნით გაჩენილი საფრთხის შესახებ მოგვითხრობს.   საფრთხეს სახელმწიფო...

მამარდაშვილის გამოცანა

 მამარდაშვილს ჩვენში არ გაუმართლა. მასზე ძირითადად მხოლოდ მემუარული ჟანრის ტექსტებს წერენ. ერთადერთი ფრაზა, რომლითაც ის შემორჩა ქართული საზოგადოების ცნობიერებას, ისაა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას. რადგან მამარდაშვილის შემოქმედებიდან ამ ფრაზის მეტი თითქმის არავის არაფერი ახსოვს, სწორედ ის იქცა სპეკულაციების საგნად. რას გულისხმობდა მამარდაშვილი „ჭეშმარიტებაში”? ამ სპეკულაციებში რაც გამოვლინდა, არის ფაქტი, რომ, მამარდაშვილისგან განსხვავებით, დიდი განათლებით ვერ...

საფრთხე: პოპულიზმი

 ერთი შეხედვით, „დემოკრატიაც” და „პოპულიზმიც” ერთი რამის აღმნიშვნელი უნდა იყოს: რაც „დემოსია” ბერძნულად, იგივეა „პოპულუსი” ლათინურად - ხალხი. მართლაც, პოპულიზმი დემოკრატიის ორეულია. ის ხალხის, ერის, თვითონ დემოკრატიის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ არის სერიოზული განსხვავებაც: პოპულიზმი ამ ხალხის ბრბოდ გადაქცევას ლამობს. პოპულიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე დემოკრატია შეზღუდულია. ამიტომაც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მას ხშირად...

პატივი თუ ღირსება?

წარმოიდგინეთ გერმანიაში მცხოვრები თურქული ოჯახი. გაუთხოვარ გოგონას უცხოელი ბიჭი მოეწონება, რამდენჯერმე შეხვდება კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება - გოგონას კლავენ. მკვლელი ვიღაც სერიული მანიაკი კი არაა, არამედ გოგონას მამა ან ძმა. მიზეზი - ოჯახის შელახული პატივი. ასეთ მკვლელობებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ევროპა ააფორიაქა, „პატივის მკვლელობებს” უწოდებენ. „პატივი” (honor) - ეს იერარქიული კატეგორიაა. ის აუცილებლობით გულისხმობს უთანასწორობას. ზოგს პატივი...