ელენე კვანჭილაშვილი

525 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

შაჰ დენიზის მეორე ეტაპი და საქართველო

საქართველოში შაჰ დენიზის მეორე ფაზა იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ უფრო მეტი გაზი გაივლის და შემდეგ აქედან ევროპას მიეწოდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პროექტი საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: საქართველო გააძლიერებს საკუთარ, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, როლს; დამატებითი გაზის გატარების შემთხვევაში, საქართველოში შესაძლებელი გახდება გაზზე არსებული მოთხოვნის 75%-ის დაკმაყოფილება მსოფლიოში არსებულ საბაზრო ფასებთან შედარებით თითქმის სამჯერ...

ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკაში რეგულაციები ჩვენი პროფილი არ არის

ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია საჯარო-კერძო პარტნიორობის წახალისება ეკონომიკაში კერძო სექტორის როლის ზრდისა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მოიაზრება სუვერენული ფონდიც, რომელიც დღეს არსებული საპარტნიორო ფონდის ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს. სუვერენული ფონდის მიზანია, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. მის გარდა, ამავე...

ხუდონჰესი

თითქმის სამი ათწლეული გავიდა და საქართველოში ისევ ისმის ერთი და იგივე შეკითხვა, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი გათვლებით ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, რაც სვანეთის მოსახლეობაზე უშუალოდ აისახება, გარემოსდამცველები და სვანეთის 14 სოფლის მოსახლეობის ნახევარი, ინვესტიციის წინააღმდეგია. ეს ის სოფლებია, რომლებიც ხუდონჰესის კაშხლის აშენების შემდეგ, წყალქვეშ აღმოჩნდება.ენერგეტიკულ-ეკონომიკური ეფექტიხუდონჰესის პროექტი, ბევრ სხვა დეტალთან ერთად,...

იაფი დაკრედიტების ხელოვნურად წახალისების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული რისკები

საბანკო სფეროს მოგება რეკორდულად - 98%-მდე - გაიზარდა. ამასთან, ბანკების შემოსავლები გასავალთან შედარებით არაპროპორციულად იზრდება. თვალშისაცემია ისიც, რომ ბოლო დროს კომერციულმა ბანკებმა შეარბილეს სესხის გაცემის პირობები და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებიც დაწიეს. ექსპერტები ამას პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის და ეროვნული ბანკის ახალი პოლიტიკით ხსნიან, რომელიც იაფი დაკრედიტების წახალისებას ეფუძნება. ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ იაფი დაკრედიტების ხელოვნურად წახალისება...

ახალი კანონპროექტი: კვოტა და ტარიფი იმპორტირებულ საქონელზე

თავის ერთ-ერთ გამოსვლას ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის მფლობელი მილტონ ფრიდმანი იწყებს სიტყვებით: "ხშირად ამბობენ, რომ ერთ ოთახში რამდენი ეკონომისტიც არის, იმდენი მოსაზრებაა, თუმცა არსებობს ერთი საკითხი, რაზეც ეკონომისტთა უდიდესი ნაწილი თანხმდება და არ კამათობს - ეს არის იმპორტზე ტარიფების და კვოტების უარყოფითი ეფექტი და ეს უკვე 200 წელია, ასეა".ფრიდმანი ამბობს: "მთავრობა იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას დაცვით ღონისძიებას უწოდებს. ის მართლაც იცავს - იცავს მომხმარებელს დაბალი...

მეორე ჯგუფის მედიკამენტები და შესაძლოა წნევის მარეგულირებლებიც მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება

მომავალი წლიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდება. მოქალაქეები ექიმის რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფის მედიკამენტებსაც ვეღარ იყიდიან.ისინი, ვისაც ანტიბიოტიკები, გულსისხლძარღვთა დაავადებების საშუალებები, ჰორმონები და ონკოლოგიური პრეპარატები სჭირდება, მათ შეძენას მხოლოდ ექიმის რეცეპტით შეძლებენ. შესაძლოა ამ სიას წნევის მარეგულირებელი პრეპარატებიც დაემატოს. აკრძალვები დაწესდება არასრულწლოვნებზე წამლების მიყიდვაზეც.მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის პირველადი ჯარიმა 1000 ლარია და მას...

ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში: ქალთა უფლებების დაცვა თუ ქალთა უმუშევრობის გაზრდის წინაპირობა

იუსტიციის სამინისტრო, როგორც თავად აცხადებს, შრომის კოდექსის რეფორმირების მეორე ტალღას იწყებს. ამ ეტაპზე ქალთა შრომითი უფლებების რეგულირება იგეგმება. ცვლილებები ძირითადად შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა თანაბარ პირობებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა; ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროის დარეგულირება; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულობა; ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის; დამატებითი...

მსოფლიო ბანკის 2011 წლის ანგარიში, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბე

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობა და გაიზარდა სიღარიბე - ამ ფრაზას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მსოფლიო ბანკს მიაწერს. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ანგარიში ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.შეფასება, რომელსაც დავით ონოფრიშვილი, როგორც მსოფლიო ბანკის დასკვნას ისე აწვდის...

მთავრობის არგუმენტები და სტატისტიკის კონტრარგუმენტები: დაიწყო თუ არა საქართველოში შეუქცევადი ეკონომიკური ზრდა?

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში დაიწყო აღმავლობის შეუქცევადი პროცესი" - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 9 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.ამავე ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება დაიწყო, რამაც შედეგად მოგვიტანა ის, რომ 7 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 1.7%-ით გაიზარდა. მინისტრის ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა 4%-იან ზრდას მიაღწევს...

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება უარესდება

მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება მცირდება. ასეთ დასკვნას აკეთებს საერთაშორისო ფონდის Heritage ყოველწლიური ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ამ კვლევას ფონდი 1995 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს. 2013 წლის რეიტინგი სულ 177 ქვეყანას აფასებს, რომლებიც 6 რეგიონში ნაწილდება. ყველაზე წარმატებული რეგიონებია ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა, ხოლო ყველაზე წარუმატებელი რეგიონია სუბ საჰარული აფრიკა.ჩრდილოეთ ამერიკა2013 წლის ინდექსში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონია. წინა წელთან...