ელენე კვანჭილაშვილი

525 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

ეკონომიკური თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

ეკონომიკურად თავისუფალ საზოგადოებაში ყოველ ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ და თავისუფალი არჩევანის პირობებში, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. სახელმწიფო მის საქმიანობასა და არჩევანში არ ერევა. რამდენად ასრულებს ამ პირობებს მსოფლიოს 177 ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, ამას საერთაშორისო ფონდი Heritage 1995 წლიდან ყოველწლიურად იკვლევს.2013 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო და...

კონკურენტუნარიანობით საქართველო 148 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მსოფლიოს 148 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა. 2012-2013 წელს ქვეყანა 144 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებდა.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული...

მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

მთავრობის მიერ დაანონსებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არარეალისტურია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 3 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობას რამდენიმე თვის მანძილზე ურჩევდნენ, ადრე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადაეხედა.ივნისში EBRD-ის, Fitch Ratings-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაწია. ამ...

საცალო გაყიდვების საერთაშორისო რეიტინგში საქართველო მერვე ადგილზეა

საერთაშორისო ორგანიზაციამ A.T. Kearney-იმ 2013 წლის გლობალური საცალო გაყიდვების განვითარების ინდექსი (GRDI) გამოაქვეყნა. ინდექსი 30 განვითარებადი ქვეყნის საცალო გაყიდვების კუთხით მიმზიდველობას აფასებს. კვლევა უნიკალურია, რადგან გამოყოფს არა მხოლოდ იმ ბაზრებს, რომლებმაც საცალო გაყიდვების კუთხით წარმატებას უკვე მიაღწიეს, არამედ იმათაც, რომელთაც ამ კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.ინდექსის შეფასებით, განვითარებისთვის ყველაზე ღია ახალი ბაზრებია, ე.წ. „ახალი მარგალიტები" - ქვეყნები, რომელთა...

სისტემური კორუფციის პირველი მერცხალი

საქართველოში კორუფციამ იმატა. ეს მატება, დიდწილად, სახელმწიფოს ხარჯების, რეგულაციებისა და კონტროლის ზრდას უკავშირდება. მომრავლებული სახელმწიფო ფონდების, მონიტორინგის სააგენტოების, გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების პირობებში კორუფცია უფრო ადვილად იკიდებს ფეხს. შესაბამისად, კორუფციის მატება ახალი მთავრობის პოლიტიკის შესაძლოა არაგამიზნული, მაგრამ კანონზომიერი შედეგია.ბოლო პერიოდში მედია ისევ დიდ ყურადღებას უთმობს პრობლემას, რომელიც ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური თითქმის...

მთავრობის დადგენილება N36

ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი თითოეული პაციენტისთვის გაწეული ამბულატორიული მომსახურებისთვის სახელმწიფო ფონდიდან დაფინანსების სახით 86 თეთრს მიიღებს. მთავრობის ოცდამეთექვსმეტე დადგენილების მიხედვით, ამ თანხაში ექიმმა უნდა შეაგროვოს ანამნეზი, დაათვალიეროს და გასინჯოს პაციენტი, შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოკვლევების საფუძველზე დაწეროს დანიშნულება, დანიშნოს მკურნალობა და პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე მოახდინოს დაავადების მონიტორინგი. დადგენილების მიხედვით, ლაბორატორიული...

კალაძე აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივად რუსულს განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული გაზის მისაღებად აქტიურ მუშაობას იწყებს. როგორც თვითონ განმარტავს, გაზმომარაგება მხოლოდ აზერბაიჯანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ქართული ოცნების მხარდამჭერების აზრით, რუსეთიდან გაზის შემოტანა საქართველოსთვის მოგებიანი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რუსული გაზი აზერბაიჯანულზე იაფი ვერ ეღირება. პრეზიდენტის შეფასებით, ბუნებრივი აირის საკითხში რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა.

სააკაშვილი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. სააკაშვილის მისვლას უნივერსიტეტის ეზოში რამდენიმე ჯგუფი ელოდა. მათ შორის იყვნენ პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებულები და ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრები. ასევე, საპროტესტო აქციას მართავდნენ სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ლაბორატორია 1918-ის წევრებიც. ამავე გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრაზე კითხვების დასასმელად...

დაგვაცადე სწავლა, მინისტრო!

აგრარული უნივერსიტეტი - მითები და ფაქტები მარტს, დილის ხუთ საათზე, 10-საათიანი მსჯელობის შედეგად, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომისიამ გადაწყვიტა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს აღარ აქვს სწავლების უფლება. რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება: სტუდენტებისთვის – ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტში...

ეკონომიკური ზრდის შეცვლილი პროგნოზი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო (საქსტატი) ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. ამ ანგარიშში ყველაზე საინტერესო 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებია. თებერვლის პროგნოზით ეკონომიკა 2.5%-ით მცირდებოდა, მარტის პროგნოზით კი ზუსტად ამდენივეთი გაიზარდა. ეკონომისტები, რომლებიც საქსტატის მონაცემებს რეგულარულად ეცნობიან, ამბობენ, რომ ამხელა სხვაობა სტატისტიკურ მონაცემებში მათ ბოლო წლებში არ ახსოვთ. საქსტატი ვებგვერდზე უარყოფითი ეკონომიკური ზრდის მონაცემის განთავსებას უარყოფს....