ივანე ბაძაღუა

17 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 5 თვე

სტატიები

ისევ ჩავესი

ოქტომბერს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესი მეოთხე ვადით აირჩიეს. მას მხარი ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა. მისმა მოწინააღმდეგემ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა ხმების დაახლოებით 45% მიიღო. მას შემდეგ, რაც 1999 წელს ჩავესი ვენესუელის ხელისუფლებაში მოვიდა, ეს მისთვის მესამე საპრეზიდენტო არჩევნებია. მან ოპოზიციის კანდიდატს ამჯერადაც...

მმართველი კონსერვატიული პარტია არჩევნებზე დამარცხდა

ოქტომბერს ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართა. როგორც პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობდნენ, მმართველი კოალიცია დამარცხდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების დაახლოებით 94%-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა (20%). მეორე ადგილზე ხმების 18%-ით სოციალ-დემოკრატები გავიდნენ. შემდეგი ორი ადგილი მმართველმა...

ლიტვინენკოს სახიფათო კავშირები

ინფორმაცია ალექსანდრ ლიტვინენკოსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირის შესახებ საჯარო არ გახდება. ბრიტანულმა სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება 20 სექტემბერს, წინასწარი მოსმენით მიიღო.როგორც მოსამართლე ჰიუ დევისმა აღნიშნა, მსგავს გადაწყვეტილებას საფუძვლად მთავრობის მოთხოვნა უდევს.სკოტლენდ იარდი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის გამოძიების პარალელურად, მასსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს, MI5-სა და MI6-ს შორის შესაძლო კავშირებსაც იძიებდა.პირველად ინფორმაცია ლიტვინენკოსა და MI6-ს...

გაბალის რადიოლოკაციური სადგური შეიძლება დაიხუროს

რუსეთმა და აზერბაიჯანმა გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ხოლო მოქმედ შეთანხმებას ვადა 24 დეკემბერს ეწურება. ახალი შეთანხმება ძველი კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, მაქსიმუმ, 24 ივნისს უნდა შემდგარიყო. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ფასი იყო. 2002 წლიდან რუსეთი აზერბაიჯანს გაბალის რადიოლოკაციური სადგურით სარგებლობისთვის ყოველწლიურად 7 მილიონ ამერიკულ დოლარს უხდიდა. რუსეთს შეთანხმების 2025 წლამდე...

ევრო გადარჩა, ჯერჯერობით

ივნისს, ბოლო ორი თვის განმავლობაში მეორედ, საბერძნეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. არჩევნების განმეორებით ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 6 მაისის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა კოალიციის შექმნა და მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს. ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პროევროპულმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ND-მ (ახალი...

ობამას წინააღმდეგობის მიუხედავად, კონგრესი მაგნიტსკის აქტის მიღებას იწყებს

7 ივნისს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ე.წ. მაგნიტსკის სია მიიღო. კანონპროექტი, ითვალისწინებს სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ჟურნალისტების დევნასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ, ამ ადამიანების სიას გამოაქვეყნებს, მათზე აშშ-ის ვიზა არ გაიცემა და მათი ფინანსური აქტივებიც გაიყინება....

როგორ გახდა ლონდონი ფრანგებით დასახლებული მე-6 უდიდესი ქალაქი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა უმუშევრობა იყო. 5 წლის წინ, როცა სარკოზიმ ჟაკ შირაკისგან პრეზიდენტის პოსტი გადაიბარა, უმუშევრობის დონე 7.9%-ს არ სცდებოდა, მაშინ როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი დაახლოებით 7.3% იყო. სარკოზის პრეზიდენტობის პირველ წელს საფრანგეთში ეს რიცხვი დიდად არ შეცვლილა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად კი უმუშევრობის დონემ 10%-ს მიაღწია. უმუშევრობის გამომწვევი მიზეზების განხილვისას ეკონომისტები ძირითადად საფრანგეთის შრომის კანონმდებლობას...

ბორის ტადიჩი

მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სერბეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა და არჩევნებში მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ ბორის ტადიჩმა განაცხადეს, რომ უთანხმოებების დაძლევა და ძლიერი, პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლიათ. სავარაუდოდ, ამ მთავრობას ბორის ტადიჩი უხელმძღვანელებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მზადაა პრემიერმინისტრის ფუნქციების შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ტომისლავ ნიკოლიჩმა ტადიჩს, ორივე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო...

ნეოფაშისტები და კომუნისტები საბერძნეთის პარლამენტში

კვირას, 6 მაისს, ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად, საბერძნეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მომავალ თვეში ბერძნებს არჩევანის გაკეთება ერთხელაც მოუწიოთ – მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი არცერთ პარტიას არ ყოფნის, პოლიტიკურ შეხედულებებში ფუნდამენტური სხვაობა კი კოალიციის შექმნის შანსებს ამცირებს. 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას კონსერვატორების (ახალი დემოკრატია, ND) და სოციალ-დემოკრატების (საერთობერძნული სოციალისტური მოძრაობა, PASOC) კოალიცია მართავდა...

მექსიკა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

მექსიკაში, მემარცხენე ძალებმა, არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, პრაიმერის წესით, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოავლინეს. გამოკითხვაში მემარცხენე ძალების 6 ათასი მხარდამჭერი მონაწილეობდა. ლოპეს ობრადორმა მეხიკოს მერი მარსელო ებრარდი დაამარცხა. არჩევნებზე მის კანდიდატურას დემოკრატიული რევოლუციის პარტია (PRD) წარადგენს. ებრარდი, ობრადორის კანდიდატურას შედეგების გამოცხადებისთანავე მიესალმა და მას არჩევნებზე დახმარებაც აღუთქვა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ობრადორს საარჩევნო კამპანიის წარმოების...