ივანე ბაძაღუა

17 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

სტატიები

რევოლუციის შემდეგ ეგვიპტე 100 ათასმა კოპტმა დატოვა

ნოემბრის ბოლოს, ეგვიპტეში რევოლუციის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. მოვლენას ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს ქვეყანაში დემოკრატიის ბედი. მოახლოებული არჩევნების ფონზე რელიგიური დაპირისპირება გამწვავდა. ქრისტიანი კოპტები შიშობენ, რომ არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას მუსლიმური საძმო აიღებს. კოპტები ქუჩაში თავიანთი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. ოქტომბერში, ამას სამხედრო ძალებთან შეტაკება მოჰყვა....

მთიანი ყარაბაღი: მშვიდობის უკანასკნელი შანსი

წლის 11 ივნისს, მოსკოვში, დახურულ კარს მიღმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. მთავარი მიზანი იმ ძირითადი დებულებების შეთანხმება იყო, რომლის მიხედვითაც, 25 ივნისს პრეზიდენტების დონეზე დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა შედგეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ედუარდ ნალბანდიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა...

მთავარი ქალი პოლიციელი ახალი პრეზიდენტი გახდა

კოსოვომ მიმდინარე წელს, ქვეყნის პრეზიდენტი უკვე მეორედ აირჩია. 7 აპრილს, ატიფტე იაჰიაგა, კოსოვოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდა. დღემდე იგი გენერალ-მაიორი და ქვეყნის პოლიციის დირექტორის მოადგილე იყო. აპოლიტიკური წარსულის გამო პოლიტელიტა მას ნაკლებად იცნობს, თუმცა სწორედ იაჰიაგას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი ქაოსის დასრულება. პოლიტიკური კრიზისი კოსოვოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია – 22 თებერვალს, მთავრობის მიერ ბეჰჯეტ პაცოლის პრეზიდენტად არჩევის პროცედურა...

რაციო და ემოცია კატალონიურ ნაციონალიზმში

2011 წლის დასაწყისში, ბასკურმა რადიკალურმა დაჯგუფება ETA-მ,  შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი პოზიციების დაცვის მზადყოფნა გამოთქვა. ETA-ს მთავარი მიზანი ბასკეთის დამოუკიდებლობაა. 1960 წლიდან დღემდე, ETA-ს მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს, 857 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ETA-ს „აღიარებული მარცხის” შემდეგ, ანალიტიკოსთა ყურადღების ცენტრში ესპანეთის მეორე პრობლემური რეგიონი,...

შემდეგი?

მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიბიაში განვითარებული მოვლენებისკენაა მიპყრობილი, სირიაში დაძაბულობა დღითი დღე იზრდება. რამდენიმე კვირაა, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვენ. თუმცა პრეზიდენტმა 30 მარტს პარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში დემონსტრანტებს იმედები გაუცრუა და გადადგომაზე უარი განაცხადა.    მიუხედავად ხალხში გაჩენილი ოპტიმისტური მოლოდინებისა, პრეზიდენტი ალ-ასადი კომპრომისზე არ წავიდა და კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ...

გოლფის რევოლუციის მოლოდინში

ბოლო პერიოდში კომუნისტურ კუბაზე ბურჟუაზიული სპორტის, გოლფის „დაბრუნების” აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კუნძულის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, „უკვე დამტკიცდა 16 პროექტი ქვეყანაში გოლფის განვითარებისათვის”, შესაბამისად, უახლოეს 5-6 წელიწადში, მზად გოლფის 16 ახალი მოედანი იქნება.  „მშრომელების” ყურადღება „ბურჟუაზიული გასართობისკენ” ეკონომიკურმა გამოწვევებმა მიმართა. კუბას, იმპორტირებული საქონლის საფასურის გადასახდელად, ფული სჭირდება. მაშინ...

იემენი აფეთქების ზღვარზე

 გასულ კვირას იემენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტომის შეიხი ჰუსეინ ალ-აჰმარი მმართველ პარტიას განუდგა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს გადადგომისკენ მოუწოდა. ქვეყანაში, სადაც ტომობრივი კავშირები და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართული, შეიხ ამარის ნაბიჯს შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და პრეზიდენტის პარტია სხვა ტომების ლიდერებმაც დატოვონ. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება იემენის ლიდერისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, სანას ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების დაშოშმინებას ცდილობს....

ქაშმირისათვის მისაბაძი კაირო

ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი დიქტატურა დასრულდა. ამან მოსაზრებას, რომ ტუნისში დაწყებული რევოლუციური ტალღა არაბული სამყაროს სხვა დიქტატურებსაც გადასწვდებოდა, მეტი სიმტკიცე შესძინა. დღეს ანალიტიკოსები განიხილავენ თუ ვინ იქნება შემდეგი... ალჟირი... იქნებ სირია. შესაძლო „შემდეგში” ყველა ავტორიტარული რეჟიმი მოიაზრება. ბევრისთვის მოულოდნელად ტალღა ინდოეთს, მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიას მისწვდა. სახელმწიფო არც არაბულ სამყაროს მიეკუთვნება და არც ზემოხსენებული კლასიფიკაციის კრიტერიუმებს...